კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ჩამოეტანათ საქართველოში პუტინის მეგობარ ბაიკერებს და რით ურჩევნია რუსეთის პრეზიდენტს თბილისი ბაქოს #19

მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები – „ღამის მგლები“ საქართველოში არ შემოუშვეს. „ღამის მგლები“ კრემლთან დაახლოებული კლუბია, რომელსაც ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს. ისინი საქართველოში 9 მაისის აღსანიშნავად მოდიოდნენ, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. საქართველოში მათთვის მასპინძლობა „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის“ ხელმძღვანელს, ირაკლი ყიფიანს უნდა გაეწია.

ირაკლი ყიფიანი: მე თავის დროზე მივმართე შსს-ს და ვთხოვე, რომ როცა ჩემი ბაიკერი სტუმრები საზღვარს მოადგებოდნენ, როგორმე თავიდან აერიდებინათ ნაცმოძრაობის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციები. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სახელმწიფოსგან დაცვა მოვითხოვე, სიცრუეა. თბილისში დაბადებული ვარ და ჯვარი მწერია, აქ საკუთარი თავისა და სტუმრის დაცვა ვინმეს ვთხოვო. თუმცა, მე არ მაქვს ილუზია, რომ საქართველოს ბიძინა ივანიშვილი მართავს. ვიცი, რომ ამას ამერიკის ელჩი აკეთებს და ასე შემდეგ. მალე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ისინი შექმნიდნენ კომისიას, რომელიც ჩვენ მიერ გამართულ ღონისძიებებს დააკვირდებოდა. ჩვენ პრეტენზია არ გვქონია, მაგრამ მეორე დღეს შსს-მ რადიკალურად შეიცვალა პოზიცია. განაცხადეს, რომ ბაიკერებს საზღვარზე არ შემოუშვებდნენ. უთხრეს, რომ მათთან, „ღამის მგლებთან“ პიროვნული პრეტენზიები არ გააჩნდათ და როგორც კი სადღესასწაულო დღეები ჩაივლიდა, ისინი თავისუფლად შეძლებდნენ საქართველოში შემოსვლას. სანქციების ქვეშ მოყვნენ ის ბაიკერებიც, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ „ღამის მგლების“ წევრები და უბრალოდ, ტურისტული მარშრუტით მოძრაობდნენ. თბილისში მათი ჩამოსვლა დამპყრობლების მოსვლად მონათლეს. სინამდვილეში, მათ არც პუტინის პლაკატები მოჰქონდათ და არც რუსეთის დროშის ფრიალს აპირებდნენ. ჩვენ, უბრალოდ, გვინდოდა, პატივი მიგვეგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთათვის და საამისოდ, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავდით. ეს ბაიკერები ზუსტად იმ გზას გადიან, რომელიც არმიელებმა გაიარეს და ბოლოს ბერლინამდე ჩადიან.
– თქვენ მოიწვიეთ თუ აქ ჩამოსვლა მათი ინიციატივა იყო?
– ისინი ორი წლის წინათაც იყვნენ აქ ჩამოსულები, მაგრამ მაშინ არც ორგანიზატორი ჰყავდათ, არც მასპინძელი. ამიტომ, არაფერში მიუღიათ მონაწილეობა. მათი ხელმძღვანელი, ზალდასტანოვი, რომელიც პუტინის მეგობარია,  რუსეთის „დუმაში“ გავიცანი და მივხვდი, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს საქართველოს, ქართველები უყვარს და ყველა დიდი სითბოთი მიგვიპატიჟა. ჩვენ კი საქართველოში დავპატიჟეთ სადღესასწაულო  დღეების აღსანიშნავად და დავპირდით, რომ მათი ვიზიტის ორგანიზებას ამჯერად ჩვენ უზრუნველვყოფდით. სხვადასხვა სახის აქცია-პერფორმანსი გვქონდა დაგეგმილი. გეგმაში გვქონდა, რომ ბაიკერებს პუტინის მისალოცი წერილი უნდა ჩამოეტანათ ვეტერანებისთვის. დაგვესუფთავებინა ძმათა სასაფლაოები, გაგვემართა საზეიმო ვახშამი და ბოლოს – კონცერტი.
– არ გიფიქრიათ, რომ შესაძლოა, მსგავსი რამ მომხდარიყო? იგივე პუტინის წერილი გაახარებდა ქართველ ვეტერანებს? ძალიან დადებითად არიან მის მიმართ განწყობილები?
– 2015 წელს ქართველი ვეტერანები რუსეთში წავიყვანე, პირადად დიმიტრი მედვედევის მიწვევით. საოცარი პატივით მიიღეს ეს ხალხი. ღონისძიებაზე თავად დიმიტრი მედვედევი მოვიდა. პროტოკოლის მიხედვით, ვეტერანები სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ. პირველად – რუსი, მეორედ – ბელარუსი და მესამედ – ქართველი. ყველაფერი მკაცრად იყო გაწერილი, მაგრამ უცებ ქართველ ვეტერანთან მივიდა მედვედევის წარმომადგენელი და სთხოვა, რომ პირველი ის გამოსულიყო. ქართველმა ვეტერანმა თანხმობა უთხრა. თავის სიტყვაში დიდი მადლობა გადაუხადა მათ მიწვევისთვის და დასძინა: რუსეთში უფრო გვიფრთხილდებიან ქართველ ვეტერანებს, ვიდრე საქართველოში. ნეტა, ჩვენს ქვეყანაშიც თქვენსავით გვცემდნენ პატივსო. როგორც კი მისი გამოსვლა დასრულდა, მედვედევი ადგა, ბოდიში მოიხადა და წავიდა. ამხელა ფიგურაა, როგორც ჩანს, მოულოდნელად გეგმები შეეცვალა და წასვლა მოუწია. თუმცა, ქართველებს ისე დიდ პატივს სცემს, რომ პროტოკოლი შეცვალა და ყველაფრის მიუხედავად, ქართველს მაინც მოუსმინა.
– ეს პატივისცემის ნიშნად გააკეთა? იქნებ, იმიტომ მოიქცა ასე, რომ იმ ვეტერანმა თქვა ის, რისი გაგონებაც მედვედევს უნდოდა?
– რა იცოდა მედვედევმა რას იტყოდა ქართველი ვეტერანი?
– იქნებ იცოდა?
– ამაში ეჭვი მეპარება.
– ანუ, მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელი თუ წარსული ურთიერთობისა, მცოცავი ოკუპაციის, ომის, მსხვერპლის და ასე შემდეგ, ქართველებს გაუხარდებოდათ პუტინთან დაახლოებული პირის დახვედრა?
– თუ მიშა სააკაშვილის მთავრობის რუსეთთან დამოკიდებულებას დღევანდელი მთავრობის პოზიციას შევადარებთ, ურთიერთობა ცოტა დამთბარი ნამდვილად არის, რამაც გავლენა ბევრ რამეზე იქონია: გამარტივდა სავიზო რეჟიმი, გაიხსნა ბაზარი 40 პროცენტით და ასე შემდეგ. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას, თუ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა და გამჭრიახობა რუსეთის ხელისუფლებასთან ღირსეული მოლაპარაკებისა, რომლის ფარგლებშიც რაღაც ორივე მხარემ უნდა დავთმოთ და ჩვენ-ჩვენი შეცდომები ვაღიაროთ, დარწმუნებული ვარ, შედეგად, რუსები იმ მავთულხლართებს ისე აიღებენ, როგორც აბამენ. თუმცა, არ ვამბობ, რომ ვინმეს თავი უნდა დავუხაროთ და სახელმწიფო ინტერესები გვერდზე გადავდოთ.
– და მათი ეს ვიზიტი კონკრეტულად რას შეცვლიდა?
– ისტერიკაა ატეხილი – პუტინის მეგობარი, ზალდასტანოვი მოდისო. ადამიანი არის პუტინის მეგობარი და ამბობს, რომ უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. პირადად მე, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მასთან საათობით მისაუბრია და ვიცი, მისი შეხედულებების შესახებ. ვლადიმირ პუტინი რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა, ეს, მგონი, სადავო არაა. ხომ შეიძლება, ასეთი გავლენიანი ადამიანის მეგობარი „გამოიყენო“ შენი ქვეყნის სასიკეთოდ, რომ იგივე პუტინთან გიშუამდგომლოს რაღაცეებში. პუტინს არ ეზიზღება საქართველო.
– საიდან იცი?
– მის რამდენიმე მრჩეველს ვიცნობ და ვიცი. ერთმა ჩემმა აბსოლუტურად აპოლიტიკურმა მეგობარმა მიამბო: პუტინი ჩამოვიდა ბაქოში და ძველ უბანში წაიყვანეს. გაეღიმა და აზერბაიჯანელებს უთხრა, თქვენ ყველაფერს ანგრევთ, სახეს უკარგავთ და ახლებურად აკეთებთ. მე მაინც ძველი თბილისი მირჩევნიაო. შეიძლება, ეს ვიღაცამ გაიგოს ისე, თითქოს პუტინს თბილისში რეზიდენცია უნდა, მაგრამ ასე არაა. ასე რომ იყოს, 2008 წელს მიშა სააკაშვილმა გააჩერა რუსთაველზე? თუ ასეა, რატომ არ აწარმოებს აგრესიულ პოლიტიკას, რატომ გაამარტივა სავიზო რეჟიმი, რატომ არ ყრის მილიონამდე არალეგალს რუსეთიდან?! როცა ასეთი გავლენიანი ადამიანის მეგობარი ჩამოდის შენს ქვეყანაში, მოდი, გაუღიმე, გაიცანი და შენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოიყენე.
– არ გიფიქრია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანის მეგობარი თავად გამოგიყენებს საკუთარი მეგობრის მიზნებისთვის? არ დაგიშვია, რომ ეს ვიზიტი შესაძლოა, პროვოკაციის მიზეზად ქცეულიყო?
– რა შუაშია პროვოკაცია. ეს ადამიანები ჩამოდიოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ პატივი მიგვეგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთათვის, თუმცა, ახლა ამას სევასტოპოლში გავაკეთებთ. აბა, როგორ წარმოუდგენია ამ ხალხს, რუსეთის დროშით დაიწყებდნენ საქართველოში სირბილს?
– საინტერესოა, ზალდასტანოვს, თქვენ გარდა, სხვა ქართველი მეგობარი თუ ჰყოლია და თუ მოჰყვა ამ მეგობრობას კონკრეტული შედეგები, რომელიც დადებითად აისახა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე?
– უნდა მოგატყუოთ, რამე რომ ვთქვა. ნამდვილად არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს.
– თუ არ გქონიათ კონკრეტული მაგალითები და წინაპირობა, რამ გამოიწვია თქვენი ასეთი ნდობა მისდამი?
– მე მას ვენდობი, რადგან მჯერა მისი პიროვნების, ვიცი, რომ სუფთა ადამიანია.
– პრესაში მისივე განცხადებიდან გამომდინარე გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყანადაც კი არ აღიქვამს და რუსეთის ნაწილად მიიჩნევს.
– გულწრფელად გეტყვით, ამ საკითხზე დავურეკე კიდეც და ვკითხე, რას ნიშნავს შენი სიტყვები-მეთქი: მე ძალიან მინდა, ყველამ ისევ ერთად ვიცხოვროთ და მე ეს განვმარტე, როგორც საბჭოთა ადამიანის სურვილი და ნოსტალგია და სწორად გამიგია? ვიღაცეებმა ისე გაიგეს, თითქოს შენ რუსეთის ფედერაციის ნაწილად გინდა საქართველოს ხილვა-მეთქი. მითხრა: სისულელეა, უბრალოდ, მე რასაც ვიყავი მიჩვეული, როცა ყველა ერთად ვცხოვრობდით ყოველგვარი ომისა და ქიშპის გარეშე, მინდა, ახლაც იგივენაირად ვიცხოვრო. საბჭოთა კავშირის კი არა, უბრალოდ, მეგობრული დამოკიდებულებების აღდგენა მინდაო. ფაქტია, რომ მსგავსი ნოსტალგია ნებისმიერ საბჭოთა ადამიანს აქვს. თორემ ჯვარი მწერია, საქართველო ამერიკის ერთ-ერთ შტატად ან რუსეთის ფედერაციის ნაწილად წარმოვიდგინო. მე დამოუკიდებელ, წელში გამართულ, ტერიტორიულ მთლიანობააღდგენილ საქართველოში ცხოვრება მინდა.
– ისინი ამ რბოლებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში აწყობენ. რა სიტუაციაა სხვაგან? როგორც ვიცი, რამდენიმე ქვეყანაში მათი ვიზიტი კიდევ უფრო მწვავე შედეგებს უკავშირდება.
– კი ბატონო. პოლონეთში  საერთოდ აკრძალეს მათი ჩასვლა. თუმცა, იქ ძალიან ნაციონალისტური და შოვინისტური განწყობებია ზოგადად რუსეთის მიმართ. რაც შეეხება საქართველოს, სადაც მე დავიბადე და ვცხოვრობ, ჩემი წარმოდგენით არის ქვეყანა, რომელიც სხვა ერების მიმართ ტოლერანტობით გამოირჩევა და არ ვფიქრობ, რომ ვინმეს კარი უნდა დავუხუროთ.
– გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გარკვეულ პროვოკაციებს აწყობენ ამ ქვეყნებში.
– არანაირ პროვოკაციებს არ აწყობენ, პირიქით, პოლონეთში დახვდნენ პროვოკაციით მომიტინგეები, მაგრამ ამათ რეაქცია არ ჰქონდათ.
– სადაც ხშირად ჩადიან, იმ ქვეყნებთან ურთიერთობაში წინსვლას მიაღწიეს?
– ურთიერთობებს მარტო „ღამის მგლები“ ვერ დაათბობენ, მაგრამ თავის წვლილი შეაქვთ ამ საქმეში. ახლაც იმედი აქვთ, რომ ქართველები მალე მოვლენ გონს და მომდევნო წლებში მაინც შევძლებთ ამ დღესასწაულის ერთად აღნიშვნას. მეც ძალიან მტკივა გული აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების გამო, ღმერთმა აცხონოს მათი სულები, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ერთი შიზოფრენიკი პოლიტიკური ლიდერის გადაწყვეტილებას გადაჰყვნენ, რაც მისი კარიერის გადარჩენას ემსახურებოდა. საერთოდ, ხომ არ უნდა გაწყვიტოს ურთიერთობა ამ ორმა ქვეყანამ?
– არავინ ამბობს, რომ საქართველომ და რუსეთმა ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს. საუბარია 9 მაისს, სადღესასწაულო დღეებზე პუტინის მეგობარი ბაიკერის საქართველოში ჩამოყვანაზე. თქვენ კი ამბობთ, რომ პუტინს ძალიან უყვარს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ არა მგონია, ამაში ბევრი ქართველი გეთანხმებოდეთ.
– ის ბევრი ქართველი შეცდომაშია შეყვანილი. ელემენტარულად, მოსკოვში არ არიან ნამყოფი და ჰგონიათ, იქ ქართველებს ურტყამენ. ჩემთვის იქ არამცთუ დაურტყამთ, პირიქით, ყველა ჩამხუტებია.
– იქ ცხოვრობთ? რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?
– ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. იქ სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი და სწავლა რომ დავამთავრე დავბრუნდი. ვცდილობდი, ჩემი წვლილი შემეტანა მიშა სააკაშვილის რეჟიმის ჩამონგრევაში. ვიყავი „ქართულ ოცნებაში“. მათი გამარჯვების შემდეგ პარტიიდან წამოვედი, რადგან ჩემი მიზანი უკვე მიღწეული იყო. მერე უკვე ჩვენი ინტერესებიც აღარ ემთხვეოდა. ევრაზიის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა. დავაფუძნეთ მოძრაობა „რუსულ-ქართული დიალოგისა და თანამშრომლებისთვის“, შემდეგ – „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“. ამის ფარგლებში  არაერთ კარგ შედეგს მივაღწიეთ. მერე ევრაზიის ინსტიტუტიდან წამოვედი და ცოტა ხნის წინ „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი“ შევქმენით. ახლა ამ კავშირის ფარგლებში ვცდილობ, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობას. ზალდასტანოვია გასკანდალურებული და მასთან მეგობრობას მოჰყვა დიდი ამბები, თორემ მე კარასინსაც ძალიან კარგად ვიცნობ და ბევრ სამთავრობო უწყებაში მომუშავე ჩინოვნიკსაც. ეს ნაცნობობა საუნივერსიტეტო ღონისძიებებიდან დაიწყო და მათთან ერთად, ბევრ კარგ რამეს ვგეგმავ.

скачать dle 11.3