იტალიური ბრენდი MISSONI – სურნელით აღქმული ფერადი სამყარო ექსკლუზიურად „ისი-პარის” ქსელში #19
იტალიური ბრენდის, MISSONI-ს არაჩვეულებრივი, სადა და ამავდროულად, მდიდრული, ფერადოვანი, მსუბუქი და თვალშისაცემი ტრიკოტაჟის ქსოვილისგან შექმნილი სამოსი, ნებისმიერი ქალის ოცნებაა. ამ ბრენდის ტანსაცმელი სუსტ სქესს ნებისმიერ სიტუაციაში ყურადღების ცენტრში აქცევს.
ამბობენ, პარფიუმის სურნელი, რომელსაც აარჩევს მფლობელი, ზუსტად გადმოსცემს მის გემოვნებას, შინაგან სამყაროს და ყველასთვის შესამჩნევს ხდის. ასე რომ, თუ MISSONI-ს ბრენდული სამოსი, თქვენს გარდერობში ვერ მოიძებნება, შეგიძლიათ, მისი ახალი სუნამო, „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში შეიძინოთ და დარწმუნებული იყავით, ის, თქვენს ქალურობას, შინაგან სინაზესა და ფერადოვნებას, ნამდვილად გაუსვამს ხაზს.
როგორც „ისი-პარის“ პიარ-მენეჯერი, ხატია შამუგია ამბობს, იტალიური ბრენდი MISSONI საქართველოში ექსკლუზიურად, მხოლოდ „ისი-პარიში” შეგვიძლია შევიძინოთ და მასთან ერთად შევიგრძნოთ ის სიმსუბუქე, ფერადოვნება და ჰაეროვნება, რაც ამ სეზონზე, ნებსმიერ ქალბატონს შესამჩნევს, უფრო დახვეწილსა და ინდივიდუალურად მომხიბვლელს გახდის.
MISSONI – ეს არის ფერთა გამის ზუსტი შეხამება, საოჯახო ბრენდი. მისი პარფიუმერიის ხაზის წარმოება „ევროიტალიასთან” ერთად დაიწყო. სუნამო ცნობილმა პარფიუმერმა, ქუენთინ ბიშმა შექმნა. მისი შთაგონება კი გახდა, თავდაჯერებული, ამაყი, მიმზიდველი და მომხიბვლელი ქალბატონი. სუნამოს უნიკალური ფლაკონი, გარდამავალ ფერებშია შექმნილი და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ის აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩანთაში. მისი ერთი წვეთის პკურებაც კი, თქვენი სხეულის სინატიფეს უსვამს ხაზს, უფრო თავდაჯერებულს გხდით და წარმატებისკენ გზას მარტივად გიხსნით.