კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აუხსნა სიყვარული სცენაზე ოლეგ ბასილაშვილმა თავის მომავალ მეუღლეს #19

ცნობილი ქართველი საბჭოთა მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ასეთ კურიოზს იხსენებს: „ახლა რომ მოდაშია შეყვარებულებისთვის გულის დანთება და ამგვარად გამოტყდომა სიყვარულში, ასეთი რამ მე, ჯერ კიდევ შორეულ 1955 წელს, ოცი წლის ასაკში გავაკეთე და ლამის გაციმბირებად დამიჯდა...
მე, ჩემი მომავალი მეუღლე – ტანია დორონინა და მიშა კოზაკოვი ერთად ვსწავლობდით „მხატის“ თეატრალურ სკოლა-სტუდიაში, პაველ მოსალსკის ჯგუფში. ტანია ახლა 80 წელს მიღწეულია ლამაზი და ხომ წარმოგიდგენიათ, 20 წლისა როგორი იქნებოდა. ერთი სიტყვით, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი და ვცდილობდი, მისი ყურადღება მიმექცია, მაგრამ ამის გაკეთება ორიგინალურად მინდოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გონება გამინათდა და მოვიფიქრე... იმ პერიოდში პაველ ვლადიმიროვიჩ მოსალსკი საკურსო სპექტაკლის, ჩეხოვის „ალუბლის ბაღს“ დგამდა, სადაც მთავარ როლებს ჩამი ტანია და მიშა კოზაკოვი ასრულებდნენ. მცირე როლი მეც შემხვდა. სპექტაკლში, ერთ მომენტში, სცენაზე შუქი ქრება რამდენიმე წამით და კვლავ ინთება. მე გადავწყვიტე, რომ სწორედ ამით მესარგებლა და ტანიასთვის ორიგინალურად ამეხსნა სიყვარული, თანაც გენერალური რეპეტიციის დროს, რომელიც სრული დეკორაციებითა და კოსტიუმებით ტარდებოდა. ამიტომ, რეპეტიციის დაწყებამდე, ფოლადის ერთ-ერთ დეკორაციას, რომელიც  შუა სცენაზე მთელი სპექტაკლის განმავლობაში იდგა, ბენზინიანი ჩვრით მივაწერე: „ტანია, მიყვარხარ! ოლეგი“. შუაში კი გული მივახატე. წარწერა, რა თქმა უნდა, არ ჩანდა. მთელი მარილი კი იმაში იყო, რომ როცა სცენა ჩაბნელდებოდა, მე ბენზინიანი წარწერისთვის ცეცხლი უნდა წამეკიდებინა და ეს ყველაფერი სცენაზე მყოფ ტანიას უნდა ენახა... ბევრს არ გავაგრძელებ და შესაფერისი მომენტი რომ დადგა, ფოლადის დეკორაციაზე ცეცხლი ავაგიზგიზე. ამან კი ისე გაახურა ის, რომ მის ირგვლივ, აცეტონიანი საღებავებით მოხატულ სხვა დეკორაციებსაც ცეცხლი წაეკიდა, „მხატის“ მცირე სცენა ხანძარმა მოიცვა... ცეცხლი, მართალია, მალევე გაანეიტრალეს თეატრის მეხანძრეებმა, მაგრამ დეკორაციები ერთიანად დაიწვა. რა თქმა უნდა, რეპეტიცია ჩაიშალა. მე კი მავნებლობისთვის კომკავშირულ კრებაზე გამკიცხეს და სკოლა-სტუდიიდან გაგდებასაც მიპირებდნენ. თუმცა, გადავრჩი. საქმეში ჩემი მასწავლებელი, პაველ მოსალსკი ჩაერია. მან კრებაზე თქვა, რომ ეს იყო სიყვარულის ცეცხლი და თეატრი იმიტომ არ დაიწვა, ხოლო სპექტაკლს უდეკორაციოდ ვითამაშებთო. მართლაც, პრემიერა დეკორაციების გარეშე ვითამაშეთ. მისი დამთავრების მერე კი, ტანიას ხელი ვთხოვე და ის ცოლად გამომყვა.“

скачать dle 11.3