კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველი კომპოზიტორი ჯონი თითირაშვილი ამერიკული ფილმებისთვის ქმნის მუსიკას #19

ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი ჯონი თითირაშვილი ამერიკული ფილმებისთვის ქმნის მუსიკას. ცოტა ხნის წინ, მან კომპოზიცია დაწერა რეჟისორ ანა ბიანის ფილმისთვის „ჯი-4“, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.  ჯონი მუსიკის სხვადასხვა ჟანრში მუშაობს და გარდა უცხოელების დაკვეთისა, ქართველი შემსრულებლებისთვისაც ქმნის სიმღერებს. მის ნაწარმოებებს ასრულებენ: ლიზა ყენია, მარიკა თხელიძე, მორის მელაძე, სამორი ბალდე, ვაჟა მანია, სალომე ქათამაძე, ნოდიკო ტატიშვილი, მეგი გოგიტიძე... უფრო დაწვრილებით მის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
ჯონი თითირაშვილი: მუსიკალურ ოჯახში დავიბადე - მამაჩემი კომპოზიტორი გახლდათ. ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭი და მიდრეკილება მქონდა მუსიკისადმი, რომელსაც ყველა ამჩნევდა. შესაბამისად, მეც ყოველითვის ამ საქმით ვიყავი დაკავებული.  თავიდან დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი, მერე გადავედი ფორტეპიანოზე და პარალელურად, დავიწყე კომპოზიციების შექმნა. ამის შემდეგ შევისწავლე არანჟირების კურსი. მუსიკასთან ჩემი პირველი შეხება ანსამბლ „იმედში“ მოხდა, სადაც  გავიზარდე, როგორც მუსიკოსი. თუმცა, მუსიკის პროფესიად არჩევაზე, დიდი გავლენა ჩემმა ოჯახმა მოახდინა. დღეს, მუსიკის სხვადასხვა ჟანრში ვმოღვაწეობ – არა მხოლოდ კლასიკაში, არამედ ჯაზში, პოპში და ასე შემდეგ.
– ამერიკული ფილმებისთვის ქმნით მუსიკას. დიდი ხანია, რაც უცხოელებთან თანამშრომლობთ?
– ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ამერიკული ფილმისთვის „ჯი-4“ დავწერე მუსიკა და მეც ლოს-ანჯელესში წამოვედი. საერთოდ, დიდი ხანი არ არის, რაც უცხოეთში ვარ. ამ ფილმის გამო ჩამოვედი აქ. მანამდე საქართველოში ვმოღვაწეობდი და გასტროლები მქონდა სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც შემსრულებელსა და კომპოზიტორს. ბევრი ფილმისთვის შემიქმნია კომპოზიცია – უფრო დოკუმენტური ფილმებისთვის და რეკლამებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფილმს, დამიკავშირდა ძალიან ახალგაზრდა რეჟისორი ანა ბიანი, რომელმაც ჩემი რამდენიმე კომპოზიცია მოისმინა და მთხოვა, მისი ფილმის მონაკვეთისთვის დამეწერა მუსიკა. გამომიგზავნა მასალა და მეც შევუდექი მუშაობას. ერთ დღეში დავწერე მუსიკა. საერთოდ, დიდხანს არ ვანდომებ მუსიკის წერას. მომენტალურად, რაც მომდის, იმას ვწერ ხოლმე. ყოველთვის ერთ  ან ორ დღეში ვამთავრებ კომპოზიციას. ეს ჩემდაუნებურად ხდება, თავს არ ვიქებ  (იცინის). მოკლედ, გადავუგზავნე ამ ადამიანს მუსიკა და როგორც კი მოისმინეს, მაშინვე დაამტკიცა. გარდა ამისა, მაქვს რამდენიმე შემოთავაზება სხვადასხვა ფილმებზე და ვნახოთ, რა იქნება.
– რამდენი ხანი აპირებთ მანდ დარჩენას?
– ჯერ არ ვიცი, გააჩნია რამდენი შემოთვაზება მექნება. ყოველი შემთხვევისთვის, რამდენიმე თვე აუცილებლად დავრჩები.
– ანუ, როგორც ქართველი მუსიკოსების უმრავლესობა, უცხოეთში არ აპირებთ საცხოვრებლად გადასვლას?
– ამ ეტაპისთვის არ ვგეგმავ და მომავალში, ვნახოთ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს საქართველოში. ჩემი პროფესიის უნიკალურობაა ის, რომ არ ვკარგავ ინდივიდუალურობას.  ვმუშაობ და ვმოღვაწეობ საქართველოში და მიხარია, რომ საქართველოში შექმნილი პროდუქტით ვარ ამაყი.
– მუსიკოსებს არც თუ დიდი შემოსავალი აქვთ, მით უმეტეს, საქართველოში. მამა, როგორც მუსიკოსი, არ იყო წინააღმდეგი ამ პროფესიას რომ დაუფლებოდით?
– ჩემთვის არავის დაუძალებია, რომ მუსიკოსი ვყოფილიყავი. ბავშვობაში,  თითოეული ბგერის გაგონებაზე, სხვა სამყაროს წევრი ვხდებოდი. ეს ჩემში იყო. სხვა პროფესიით ვინ ვიქნებოდი არ ვიცი. მშობლებს არასდროს უთქვამთ, გინდა თუ არა, ეს  გააკეთეო. ყოველთვის თავისუფალი ვიყავი არჩევანში და ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. ამისთვის დიდი მადლობა მათ. სწორედ ეს გახდა ჩემი შემოქმედებისა და განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი.  ვინმეს რომ რაიმე დაეძალებინა, ალბათ, პრინციპულად არ გავაკეთებდი. თავისუფლება ძალიან მიყვარს. მუსიკაშიც ყოველთვის ვცდილობ, სივრცე იყოს. ეს, ალბათ, ჩემი სულიდან და ხასიათიდან გამომდინარე ხდება. მაშინ, როდესაც 90-იანებში არა თუ მუსიკა, არამედ არაფერი არ იყო, მე მაშინ  ფილარმონიაში 7 საათზე ვიწყებდი კონცერტს და სახლში ვბრუნდებოდი დილის 5-6 საათზე. კონცერტის მსვლელობისას ქრებოდა შუქი, სავსე დარბაზიდან კი არავინ გადიოდა. კონცერტი გრძელდებდა, მაშინ, როცა შუქი მოვიდოდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ვიდრე საქართველოში ცივილიზაცია არ შემოვიდა. ყველაზე საოცარი კი იყო ის, რომ კაციშვილი არ დგებოდა და დარბაზიდან არ გადიოდა. ისხდნენ, ლაპარაკობდნენ და ერთმანეთს ეცნობოდნენ. ჩვენ ამასობაში კულისებში ვიყავით და ველოდებოდით, როდის აინთებოდა დარბაზი. ეს ტკბილ მოგონებად მაქვს შემორჩენილი.
– როგორც ვიცი, თქვენი მეუღლეც მუსიკოსია. გიმარტივებთ თანაცხოვრებას ერთი პროფესია?
– უპირველეს ყოვლისა, მყავს  არაჩვეულებრივი მეგობარი ჩემი მეუღლის, თეა წერეთლის სახით. რა პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ერთმანეთი მუსიკამ გაგვაცნო. ისიც წერდა ადრე კომპოზიციებს. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა მომიყვანა მოსასმენად. მე მის პატარა მელოდიას გავუკეთე არანჟირება. ამის შემდეგ ერთმანეთი მოგვეწონა და უკვე 10 წელია, ერთად ვართ. ურთიერთობას ძალიან ეხმარება ჩვენი პროფესია. მაქვს არანორმალური რეჟიმი. შემიძლია, ღამე გავათენო ან სახლში არ მივიდე. ჩემი მეუღლე რომ მუსიკოსი არ იყოს, ვერ გამიგებდა. ჩემი ცოლი კი ამ ყოველივეს თავიდან ბოლომდე ითავისებს და დიდი მადლობა მას ამისთვის. ჩვენი პროფესია ჩვენს ცხოვრებას ჰარმონიულს ხდის. გვყავს ორი შვილი – სალომე და ნიკუშა.

скачать dle 11.3