კითხვა-პასუხი #19
კითხვა: მაქვს ბუნებრივად მოყვითალო ფერი სახეზე. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ სახის ფერი ცოტა უფრო „ხალისიანი” გავხადო?
პასუხი: არსებიბს სპეციალური კრემები და ნიღბები, რომელთაც გარკვეული გამათეთრებელი ეფექტიც აქვთ. მაგრამ, მათი შერჩევა კოსმეტოლოგს უნდა მიანდოთ, რადგან აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ასაკი და სახის კანის ტიპი. გარდა ამისა, არსებობს ტონალური კრემები და პუდრები, რომლის დახმარებითაც სახის კანისთვის სასურველი ფერის მინიჭებაა შესაძლებელი, რასაკვირველია, დროებით. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ძალიან კარგია მასაჟი. კერძოდ, სახის, თავის, მხრების მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სახეზე, რაც საუკეთესოდ აისახება კიდეც მასზე.
კითხვა: მაქვს ფეხის ცერა ფრჩხილებზე სოკო. ხომ არ არის ხალხური მედიცინიდან რამე წამალი ან საშუალება, რომ აღმოვფხვრა ეს პრობლემა? თუ არა და, რას მირჩევთ თანამედროვე მედიცინიდან, რომელ მალამოს?
პასუხი: უპირველესად, აუცილებელია დაზიანებული ფრჩხილის მაქსიმალურად დაჭრა-დაფხეკა-დამუშავება. კერძოდ, უნდა გაიკეთოთ წყლის აბაზანა სოდით და სარეცხი საპნით, ყოველ 2 კვირაში ერთხელ. გირჩევთ, შეიზილოთ მიკოსპორის მალამო 1თვე, შემდეგ ნიზორალის მალამო ან ლამიზილის სპრეი 2-ჯერ დღეში.
კითხვა: მიყვარს თმაზე სუნამოს პკურება. მითხრეს, რომ ეს არ ვარგა. რატომ? და, რომელ ადგილებშია სუნამოს დასხმა რეკომენდებული?
პასუხი: უშუალოდ თმაზე პარფიუმის დასხმა საუკეთესო იდეა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თმა ძალიან კარგად იჭერს სუნს. სპირტის მაღალი შემცველობის გამო, თმა შეიძლება, გამოშრეს. დაზიანების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია თმის ჯაგრისზე შეაპკუროთ სასურველი არომატი, გააჩეროთ ერთი წუთი და შემდეგ ჩამოივარცხნოთ თმა. ყურების უკანა და ქვედა მიდამო, საუკეთესო ადგილია არომატის წასასმელად. რადგანაც აქ ვენები კანთან ახლოსაა განლაგებული, ეს მიდამო განსაკუთრებით თბილია, რაც კარგად მოქმედებს არომატის გავრცელებაზე.