კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ჩემმა ცოლმა განქორწინება მომთხოვა და ორ კვირაში გათხოვდა

უცნობი ავტორი

ინტიმური საუბრები


როცა კაცს ცოლი უთხოვდება, ამბობენ, მისი ბრალია, ალბათ, სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდაო. ადრე, მეც ვეთნხმებოდი ამ აზრს, მაგრამ საკუთარ თავზე სანამ არ გამოვცადე და ვიწვნიე, რა ტკივილი და სირცხვილია, მანამდე, კარგად არც კი მქონდა გააზრებული. ამ გამოთქმის აზრი. მოკლედ, ოჯახში გაგვიჭირდა და ჩემმა ცოლმა გამოაცხადა, უცხოეთში უნდა წავიდე სამუშაოდ. ჩემი დაქალია იქ და მპირდება, სამსახურსაც გიშოვი და ბინასაც ერთად ვიქირავებთო. მართლია, შვილები დიდები არიან, მაგრამ მათ დედა ყოველთვის სჭირდებათ და თან, მამაკაცი ვარ და ცოლი როგორ გამეშვა ფულის საშოვნელად ამხელა გზაზე? მოკლედ, გადავწყვიტე, ის ოჯახში დარჩენილიყო და მე წავსულიყავი. დაახლოებით, ოთხი წელია, უცხოეთში ვწვალობ, ვშრომობ და რასაც ვშოულობ, ცოლ-შვილს ვუგზავნი. ვცდილობდი, არაფერი მოკლებოდათ და საუკეთესოდ ჩაცმულ-დახურულიც დამყავდა. არც საჭმელ-სასმელი აკლდათ და არც ფუფუნების საგნები. ჩემი ცოლი, ძვირად ღირებული მანქანით დაბრძანდებოდა. ყოველ კვირას შოპინგობდა და არც კი კითხულობდა, საიდან მქონდა ამდენი შესაძლებლობა. ხშირად, ღამეები ისე გამითევია ვირულ შრომაში, თვალი არ მომიხუჭავს. არ ვწუწუნებ, ოჯახი, ცოლი და შვილები, დიახ, კაცმა უნდა არჩინოს. მაგრამ, ამას რომ ვერ დაგინახავენ, ყველაზე დიდი საშინელება ესაა. მოკლედ, ჩემმა ცოლმა, განქორწინება მომთხოვა. ვკითხე, რაშია საქმე, რა მოხდა-მეთქი და მიპასუხა, დავიღალე შენი ლოდინით, ქალი ვარ და გვერდით მამაკაცი მჭირდებაო. ენა მუცელში ჩამივარდა. რა უნდა მეპასუხა ვერ მივხვდი. გაბრაზებულ გულზე, უკან არ დავიხიე და უარი არ მითქვამს. ვიფიქრე, ცოტა ხნით მოვაკლებ ფულის გაგზავნას და მიხვდება, რა შეცდომაც დაუშვა-მეთქი. მანდ რომ ჩამოვიდე, ვიცი, ულუკმაპუროდ უნდა დავრჩე და ვერც ვერაფერს გავაკეთებ. მოკლედ, განქორწინებაზე ცოლს დავთანხმდი და ზუსტად, ორ კვირაში გათხოვდა. ეს ნამდვილი შოკი იყო. მერე გავიგე, რომ თურმე, ვიღაც ჰყოლია. მასთან დადიოდა, როცა მე აქ, უცხოეთში გადმოკარგული, მისთვის ვშრომობდი და წელებზე ფეხს ვიდგამდი. იმდენად შეურაცხყოფილი დავრჩი, კინაღამ თვითმკვლელობამდე მივედი. უბრალოდ, შვილების გამო, ვაგრძელებ ცხოვრებას. მათ რა დააშავეს? ყველაზე ცუდი კი ის არის, ისინიც დედას ამართლებენ. მეუბნებიან, მიატოვე და აბა, რა ექნა, ხომ უნდოდა გვერდით ვინმე ჰყოლოდაო. არ ვბრაზობ, უბრალოდ, ვერ ხვდებიან ჯერ, რასაც ამბობენ. თან, დედამისიც უბნევთ გზა-კვალს. იმედია, თავად რომ შეუყვარდებათ და შექმნიან ოჯახს, მერე მიხვდებიან, რას განვიცდი, რა გადავიტანე და რამხელა სირცხვილი და თავზე ლაფის დასხმაა ცოლის გათხოვება. ყველაზე სასაცილო, რაც იყო, როცა ცოლს მოვთხოვე უკან დამიბრუნე ჩემი მანქანა და სახლის გასაღები-მეთქი, ურცხვად მიპასუხა, ამდენი ხანი შენი ცოლი ვიყავი, გემსახურე, შვილები გაგიჩინე, გაგიზარდე და ამას მამადლიო. აქედან, რა ავუხსნა და რამდენი ვეკამათო. იმედია, მალე დავბრუნდები. შესაბამის თანხას დავაგროვებ, რომ საქართველოში, კვლავ გავაგრძელო ცხოვრება და მერე, მასაც საკადრის პასუხს გავცემ, ჩემი საქციელით და არა – კამათით. რაც მოხდა, იმას აღარაფერი ეშველება, უბრალოდ, შვილებთან მინდა, შევინარჩუნო კარგი დამოკიდებულება. დროთა განმავლობაში, მიხვდებიან, რომ მე არ ვარ დამნაშავე და რასაც ვაკეთებდი, მხოლოდ ჩემი ოჯახის გამო.
ნუკრი, 47 წლის.

скачать dle 11.3