კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #19

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

 გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-18(853)

ისტორია მეთექვსმეტე
ეკას დილემა
(მოქმედი პირები: ეკა და ლაშა)
– რა უაზროდ დავეთანხმე, ამას ვინ ეკითხება ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სურათებს?! –  ვფიქრობდი ჩემთვის და საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი. ასეთი იაღლიშები, როგორც წესი, არ მომდის ხოლმე. ვერ ვიტან უცერემონიო ტიპებს. თან, ასეთ თვითკმაყოფილებს, როგორიც ეს ლაშაა.
– მობრძანდით.
– რა მყუდრო სახლი გქონია.
– ჰო, კიდევ, ორგანულად ვერ ვიტან ფარისევლებს. ჩემი სახლი ემყუდროვა ბიჭს, თავისი სახლის პატრონს?! ან შენობით რას მელაპარკება, რომელი თავისი სიყრმის მეგობარი მნახა?! –  ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის გავიფიქრე, ხმამაღლა კი დაუპატიჟებელ, არა –  ძალით შემოჭრილ სტუმარს ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე მივართვი: შენობით რატომ? დავმოყვრდით უკვე და მე ეს მნიშვნელოვანი ამბავი გამომეპარა მეხუთე და მეოთხე სართულებს შორის?
– მე ყველას შენობით ველაპარაკები. თქვენობით ხელოვნურია.
– მე არა, ძვირფასო. ხელოვნური კი არადა, ასე დისტანცია ნარჩუნდება და ყველამ თავისი ადგილი იცის.
– კარგი, ბატონო. იყოს თქვენობით.
– ჰოდა, მშვენიერია. მთელი ჩემი საგვარეულო ალბომის დათვალიერებას ინებებთ თუ მხოლოდ ბაბუაჩემის ერთი ფოტოთი დაიცხრობთ ცნობისმოყვარეობას?
– ასეთი დისტანციაც არ ვარგა.
– სახლი ჩემია და მე დავადგენ, რა ვარგა და რა –  არა.
– მთელ ალბომს დავათვალიერებდი სიამოვნებით.
ჩემი საოჯახო ალბომი გადმოვიღე, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ იშვიათად ვათვალიერებ, იმიტომ რომ, სიამოვნება გამოვიზოგო. შუალედებს ვახანგრძლივებ, რომ შემდეგ ნახვა უფრო სასურველი და ემოციური იყოს.
– მაგრამ, მგონია, რომ აქ ჩემი იმქვეყნად დავანებული წინაპრების ფოტოების დასათვალიერებლად არ ჩამოსულხარ. რაკი ჩემი ოჯახი უნდა გაგაცნო, უკვე შენობითაც შეიძლება.
– მართლა მაინტერესებს. ბაბუას არ მოვსწრებივართ მე და ჩემი და, ბავშვობაში ამას ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, მეც მყოლოდა ბაბუა.
– აი, ესეც შოთა.
– სახელით რატომ?
– არასდროს დამიძახია მისთვის ბაბუა.
– რატომ?
– ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ძალიან ახალგაზრდები დაქორწინდნენ, ამიტომ ადრევე გახდნენ ბებია–ბაბუა. ასე, 4 წლის ვიქნებოდი, სახლში ტელეფონმა დარეკა, მე ვუპასუხე. ბაბუაჩემი იყო, მითხრა, დედაშენს დაუძახეო. მე დავუძახე დედაჩემს და ვუთხარი, შოთა ბაბუაა–მეთქი. ბაბუაჩემმა სიცილით ჩაილაპარაკა, ვინ არის, გოგო, ბაბუაო. ახლა კი ვიცი, რომ გამეხუმრა, მაგრამ მაშინ ძალიან მეწყინა. ის დღე იყო და ის დღე, მისთვის ბაბუა არასდროს დამიძახია. სულ სახელით მივმართავდი, მაგრამ ძალიან კარგი კაცი იყო და ძალიან მიყვარდა.
– რა გულღრძო ყოფილხარ?!
– ალბათ, მაგრამ რაც ვარ, ეს ვარ.
– სიმპათიურია.
– საკმაოდ.
– აი, ეს ბებიჩემია.
– ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა.
– საოცრად. 25 წლისაც არ იყვნენ, როდესაც ერთმანეთს გაშორდნენ. ამ საქმეში ჩემმა დიდმა ბებიამ, ბაბუაჩემის დედამ შეასრულა მთავარი როლი. გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, ქმარი 37–ში დაუხვრიტეს, თავისი 10 წლის შვილი ცოლიანი და ორშვილიანი დაუხვდა. ჰოდა, ბებიაჩემი შეიძულა და იმდენი მოახერხა, დააშორა კიდეც ერთმანეთს. მაგრამ მთავარი ამბავი სხვაა –  ამ ქმარგაყრილსა და ორშვილიან ბებიაჩემზე ისეთი ამბავი იყო, საქმროებს ვერ იგერიებდა. სულ მაგას ვდარდობ, ჩემთვისაც ესწავლებინა რამე, იქნებ მეც ბედს ვწეოდი, –  ეს ვთქვი და ისეთი გადავიხარხარე, რომ ჩემი მოძალადე სტუმარი ლამის შეხტა.
– გარეგნულად ბებიას ჰგავხარ, მაგრამ ბებიაშენი ასეთი უხეში არ უნდა ყოფილიყო.
– ბებიაჩემი კლასიკური „ისტერიჩკა“ იყო, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, კაცებს მის გამო ტანზე რომ შემოეხიათ. თან –  ქვრივებსა და გაყრილებს კი არა, სულ უცოლო ყმაწვილებს. მოგწონთ ხომ ისტერიული ქალები?!
– ალბათ. ქალი ცოტა მოსულელო უნდა იყოს.
– და ასეთ ქალთან ცხოვრება მოსაწყენი არ არის?
– არა. მსუბუქია და მოულოდნელობების გარეშე. რა უნდა მოუვიდეს თავში ისეთი, რომ ვერ გამოიცნო?!
– ნუ იქნებით მთლად ასე გულდამშვიდებულიც. ქალები ხშირად თავს იშტერებენ, რომ ამ ნიღბით ისეთები ჩაიდინონ, მათი, თავის თავში დარწმუნებულდი ქმრები თვით ყველაზე თამამ ფანტაზიაშიც რომ ვერ წარმოიდგენენ.
– რის თქმა გინდა?
– არაფრის, და შენ რატომ მოგხვდა გულზე?! რომელი გღალატობს, ცოლი თუ საყვარელი? თუ ორივე ერთად?!
– მე საყვარელი არ მყავს…
– რატომ? ცოლს, როგორც წესი, ერთ პაკეტში მოჰყვება ხოლმე საყვარელიც. ხომ გახსოვს ის გამონათქვამი: როდესაც კაცი ცუდადაა ის ეძებს ქალს, როდესაც კარგადაა –  კიდევ ერთ ქალს. როგორც ვიცი, ლანასგან, საქმეები მშვენივრად მიგდით შენ და ზურას. ასე რომ, ლოგიკურად…
– შენ გყავს ქმარი?
– არა. ზედმეტად ჭკვიანი ვარ და ამიტომ ცოლის როლს ვერასდროს იმეტებენ ჩემთვის. ამიტომ სულ სათადარიგო მსახიობად ვარ ყოველ სპექტაკლში. არ ჩამოსულხარ აქ შენ ფოტოების დასათვალიერებლად. რა გინდა?
–  ყოველთვის ასე პირდაპირ სვამ კითხვებს? არ გეჩვენება, რომ ამით უხერხულად აგრძნობინებ თავს ადამიანს?
– არა, არ მეჩვენება. მაგრამ აი, ის კი მეჩვენება, რომ შენ მე ახლა მსუბუქად მეარშიყები. ამიტომ პირდაპირ გეტყვი, არანაირი გეგმები არ მაქვს შენთან დაკავშირებით. საერთოდაც, მე ჩემი პრინციპებით ვცხოვრობ, რომლებიც გამორიცხავს არშიყს ჩემს მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან და მათი ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით –  ცოლიანებთან...
– მგონი, ცოლი მღალატობს.
– მე რატომ მეუბნები ამას?
– ქალის აზრი მაინტერესებს,  როგორ უნდა მიხვდე, რომ ქალი გღალატობს?
– მე დიდი კომპეტენციით ვერ დავიკვეხნი ამურულ საქმეებში, ეს ინდივიდუალურია. თუმცა, თუ ზოგადად, ეჭვიანი არ ხარ, მაგრამ უსიამოვნოდ გაგკრავს ეჭვი, იმ ეჭვს საფუძველი აუცილებლად ექნება.
– რას მირჩევ?
– ჩემი რჩევა რად გინდა. გადასარევად იცი, რაც უნდა გააკეთო. ის, თუ მოახერხე, ფული გეშოვა და ბიზნესი აგეწყო, რამენაირად იმდენსაც მოახერხებ, რქები არ დაიდგა. მაგრამ რა ვიცი, აბა, სულელი ქალები მომწონსო და სულელ ქალს ჭკუა როდის იყო, მოეკითხებოდა?! იქნება და, შეაცდინა ვინმემ?!
– ზურას დაბადების დღეზე მოხვალ?
– თუ დამპატიჟეს, მოვალ.
– ჩემს ცოლს გაგაცნობ.
– მე ვიცნობ შენს ცოლს. ლანამ გამაცნო. და, რაკი გული ასე გადამიშალე, ეგ ცოლად რამ მოგაყვანინა?
– შენი საქმე არ არის.
– ვაჰ, იმას მარჩევინებ, ცოლმა გიღალატა თუ არა და ეს ჩემი საქმე არ არის?! მოკლედ, მეგობარო, გულგატეხილი ქმრების დამშვიდება ჩემი საქმე არ არის. სადმე სხვაგან იქვითინე. სეანსი დასრულებულია. მეჩქარება. სასაფლაოზე უნდა გავიდე.
– შევხვდებით ზურას დაბადების დღეზე.
ლაშა გავაცილე და ჩემთვის ვფიქრობდი, არა, რა, ერთი ის ვერ გავიგე, როგორ შოულობენ უზნეო კაცები ფულს და მეორე –  როგორ შოულობენ უზნეო ქალები კაცებს. ვინმე ხელს წამაშველებდეს და თუ გინდა, დილამდე მეარშიყოს!

ისტორია მეჩვიდმეტე
როცა მეგობარი ბოზია, ხოლო
ბოზი მეგობარია
(მოქმედი პირები: ჯონდო–ჯონი–ჯამლეთა და ბოზი მარინა)
ისეთი ავიჭერი და ავიშალე ამ ტუტუცი დედაკაცის გამო, ვერა და ვერ დავალაგე ნერვი. არც სიგარეტი და არც სასმელი მშველის. ასეთ დროს სექსი მჭირდება. გრძნობის და სურვილის გარეშეც – მხოლოდ შიშველი სხეული, დაჭიმული ქვედა სართული და მერე ერთბაშად მოდუნება და მოწყვეტა. თითქოს გაწყდი სადღაც და სრულად ამოხეთქე ყველა ბოღმა, დარდი და ფიქრი. ასეთ დროს ისე მძულს მეორე ადამიანის სხეული, მინდა, სრულად გავგლიჯო და ნაფლეთებად დაიშალოს ჩემ თვალწინ, რომ მთელი ის ტკივილი და განცდა, რაც გავატანე იქ, მის სიბნელესა და სინოტივეშიც არ დარჩეს. კაი ხანია, ბოზებში არ გამისეირნია, ისე. არადა, ახლა ზუსტად ეს მესაჭიროება. ემოციების მიღმა, ველური, უხეში და გაწაფული სექსი. მე შენ გეტყვი და, ძვირი სიამოვნებაა. რამდენიმე ადგილი ვიცი, სადაც ქალი ვედრო აბაზია და თან, ჯერ ისევ „ხოდზე“ არიან. ანუ, მთლად ცირკის ნაშებიც არა. უნდა გავიარო, იქნებ ავაგდო ვინმე. ამაში ფულის გადახდა არ მომწონს, მაგრამ სხვა გზა არ არის, ახლა ქალის დაკერვის დრო და სურვილი ნაკლებად მაქვს. ოჰ, დამაცადე, შე კუდაბზიკა აშარაშკა, შენ ვერ გადამირჩები, მარა, ჯერ იყოს ასე, გააგრძელე პატიოსანი გოგოს როლის თამაში. ისეთ ორომტრიალში უნდა გაგხვიო, თავბედს იწყევლიდე. ყველა გზა უნდა მოგიჭრა და კუდით ქვა გასროლინო. ვითომ რით ხარ ამ ქუჩის პუტანკებზე უკეთესი? ფულს არ იღებ, დავიჯერო და უანგაროდ აძლევ ზურიკელა ბოთეს? ჰო, აბა! უბრალოდ, გაცილებით მეტს იღებ და ეგაა, თორემ შენც ბოზი და დედაარღნიანი ძუკნა ხარ!..
– ჯონდოია, ძამია, შენა? რამდენი ხანია, არ მინახავხარ, ადამიანო. რა იყო, რა იშოვე ამდენი, რომ აღარ გვეკარები? – ნაცნობმა ხმამ მოულოდნელად გამომარკვია ფიქრებში ჩაფლული. შუქნიშანზე გაჩერებული მანქანის კარი წითელი ლაკწასმული ხელით ჯერ გაიღო, მერე სალონში ისეთი წვივი შემოიზნიქა, სრულიად დავიბენი. რამდენიმე წამში დეკოლტეც მოჰყვა და...
– მარინა! რა იყო, მე მელოდებოდი? თუ საიდან გაიჩითე აქ? შუქნიშანზე დგახარ, გოგო?
– კი, აბა! ეგ დრო დიდი ხნის წინ დასრულდა, იცი ეს შენ და არ გამაბრაზო, გირჩევნია. ისედაც ნერვებზე ვარ აწეული. ჰოდა, ჩათვალე, გაგიმართლა – ახლა სექსის ხასიათზე ვარ და რაკი შენ გადაგეყარე...
– რა დამთხვევაა!
– ჰო, რატომაც არა! მუქთა იყოს, კუბო იყოსო! გიცნობ, მოხარშულს!
– გოგო, შენზე უარს რა მათქმევინებს, დამავიწყდა, გგონია, ჩვენი ამბები! ჰა, ისევ ფორმაში ხარ, ტრაკუცუნ?!
– რას მატყობ ნეტა უფორმობისას? ფიქრობ, იმ შენს გაძვალტყავებულ თეოს არ ვჯობივარ? ბიჭო, არ მითხრა ახლა, რომ ისევ მის გამო ხმები და დნები? ჯერ არ გაგიჟიმავს?
– ეგ არ არის შენი საქმე და მართლა არ გამაბრაზო. საით?
– წამოდი ჩემთან, კარგი კონიაკი მაქვს, ლევანომ მოიტანა ამასწინებზე და დაგალევინებ. ღირსია, წვეთი არ დავუტოვოთ!
– ლევანო სირია, გოგო, რად გინდა, ნეტა? ცოლად გინდა, მოაყვანინო თავი? ჰა, გამოტყდი, მაგას ჩალიჩობ?
– არც ესაა შენი საქმე, ისე! და რატომაც არა? რას მიწუნებ. მაგის დაფეხვილ და ავადმყოფ ცოლს რით არ ვჯობივარ, ვითომ? მაგრამ ჯერ ვერ გადაუწყვეტია და არ დამწიფებულა. მაცადე ცოტაც.
– მე რა, მე გაცდი. ირამ თუ გაიგო, ნაცადი მერე იქნები!
– დედა, ყურებზე ხახვი არ დამაჭრას! მაგ ჭლექიანმა რა უნდა დამაკლოს? იქით არ მივასიკვდილო. უბრალოდ, არ მინდა, ინფარქტმა ძეძგვოს და მერე მაგის შვილები მე ვზარდო?! მეტი საქმე არ მაქვს, ხო იცი!
– აბა რა გინდა? კი ხმარობ მაგ სირ ლევანოს და რას ერჩი?
– დღეს გადამაგდო! არადა, ახალი „ბილიო“ ვიყიდე, გავიწეწე, და, არაო, ირა ვერ არის კარგად და სახლში უნდა ვიყოო. ჰოდა იყოს, ეგ მართლა სირი, ეგა!
– ეს კორპუსია, ხომ? კარგი, ადი და ამოვალ მეც. დავაყენებ მანქანას და ამოვიტან რამეს. ესეც ასე! რაც დავზოგე, იმას დავხარჯავ აგერ და ლევანოს კონიაკზე მისაყოლებელს ავიტან. არა, მაინც რა საინტერესოა ცხოვრება! გაფიქრება ვერ მოვასწარი და მარინა თვითონ ჩამიხტა მანქანაში. არის ამაში რაღაც იდუმალი, ჰა?! ჰოდა, ახლა ერთს მივასამოთხებ, დავიცლები და თან, რამეს მოვიფიქრებთ ერთად, როგორც ადრე. მაგარი ტვინიკოსია, რაც გინდა ჰკითხე! ისეთ ინტრიგას დახლართავს, თავსა და ბოლოს ვერ უპოვი კაცი. ჟიმაობაც მაგარი ისიც! თან, შენს ყველა სურვილს ხვდება და გისწორებს, თან, საერთოდ კიდიხარ! ამას როგორ ახერხებს, ვერაფრით გამიგია! თვალებში გიყურებს და ვერ ხვდები – ის გხმარობს, თუ შენ ჟიმავ! მაგრამ შედეგად ისეთი რჩები, ერთი სული გაქვს, კიდევ დაგაშტერდეს ურცხვი შავი თვალებით და ჯანდაბას, გაგჟიმოს, თუ ასე უხარია და მოსწონს.
– ჰა, სანამ გადავიფიქრე, მოდი აქ! დავლიოთ ცოტა და მერე ვიცელქოთ ძველებურად?!
– აბა რა! ლევანოს რქები დაამშვენებს! ჯიხვად ეგ ვერ იქცევა და ასე მაინც – გაეშვი–თქო! მაგას მე მივხედავ! ისე, არ იცი, რა ბოთეა... რაც უნდა ვუთხრა, ეგრევე იჯერებს. ოღონდ ფეხებშუა შეძვრეს და დედამიწა სამკუთხედია–მეთქი რომ დავიჩემო, დამეთანხმება. სრულად შტერდება სექსისგან, აი, სრულად. რაც გინდა სთხოვე და გააკეთებინე. სერიოზულად ვერთობი, მომწონს ასეთი ბავშვივით სულელი რომ არის და რაღაცნაირად მივეჩვიე, ხომ იცი! ლამისაა ვიეჭვიანო, დღეს სახლში რომ დარჩა. ჯონდოია წუწკო, სადაა რომ მიძვრები, დამაცადე, არ ვარ ჯერ გახურებული! აიღე ხელი და ჩაცეცხლე კიდევ ეს მუქთა ხუთვარსკვლავიანი...
– შენ გვერდით თავს როგორ უნდა იკავებდეს კაცი, ცეცხლი ხარ, მარო, ცეცხლი, შე დედაიმნაირო, მოდი აქ, თორემ ამენთო წითელი!..
– კაი, ხო, დამაცადე, მე თვითონ გავიხდი. ეგღა მაკლია, ახალი „ბილიო“ დამიხიო. მერე შენ ამის მყიდველი არ ხარ, ჯონდოია ჟმოტო და გირჩევნია, დამაცადო... როცა მთელი ჩემი დაგროვილი სიმწარე და სიშლეგე დავაცხრე, როცა შური ყველაზე ერთდროულად ვიძიე და ლევანო, ზურა, ირა და რაც მთავარია, თეო გავჟიმე, სანამ მარინას მოშტერებულ თვალებში ვიყურებოდი, ზუსტად ის ნეტარი განცდა დამეუფლა, რის გამოც ასე მომწონს სექსი მხოლოდ სექსისთვის. მაგრამ მარინა მაინც ქალია და თან –  დიდი ხნის ნაცნობია. ამიტომ საუბარი გაგრძელდა, უკვე ლოგინში და სიგარეტით…
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3