კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამზარეულოს რომელი ჭურჭელი მოქმედებს ჯანმრთელობაზე მომაკვდინებლად და რატომ არ უნდა აჭამოთ ბავშვს მიკროტალღურ ღუმელში მომზადებულ-გაცხელებული საკვები #19

ადამიანი ცხოვრების საკმაო ნაწილს სამზარეულოში ატარებს, რომელიც, როგორც აკადემიკოსი რამაზ  გახოკიძე ამბობს, არც თუ უსაფრთხო ადგილია ჯანრთელობისთვის. თუ რომელ ჭურჭელში მომზადებული საკვებია მომაკვდინებლად საშიში და რატომ არ უნდა იხმაროთ ხშირად მიკროტალღური ღუმელი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 რამაზ გახოკიძე: სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება არა საკვებით, არამედ ჭურჭლით და სამზარეულოს ნივთებით, რომელთა უმრავლესობა სულაც არ არის უსაფრთხო.
– კონკრეტულად, სამზარეულოს რომელი ჭურჭელი მოქმედებს ჯანმრთელობაზე მომაკვდინებლად?
– მაგალითად, ტეფლონის ანუ ფტოროპლასტისგან დამზადებული ჭურჭელი. ტეფლონი არ იკარებს წყალსა და ცხიმს, არ იწვავს საკვებს და ამ თვისების გამო, მისგან დამზადებულმა ჭურჭელმა დიდი ადგილი დაიკავა კვების ობიექტებისა თუ საოჯახო სამზარეულოში. ტეფლონის ქვაბები და ტაფები მსუბუქი და მტკიცეა მოხმარებაში, გამოირჩევა მაღალი ქიმიური მდგრადობით, ქიმიური მდგრადობით აღემატება ყველა ცნობილ ქიმიურ მასალას და ლითონს. ტეფლონი მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებით გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მაგალითად, პერფტოროქტანმჟავას, რომელიც იწვევს სუნთქვისა და რეპროდუქციული სისტემების დაზიანებას, დიაბეტს, თანდაყოლილ სიმახინჯეებს, კიბოს, უშვილობას, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, სისხლში ზრდის ქოლესტერინის საერთო დონეს, იწვევს გასუქებას, არღვევს იმუნიტეტს. მისი უმცირესი რაოდენობის ჩასუნთქვაც კი იწვევს ჩიტების სიკვდილს რამდენიმე წუთში. ის შედის ადამიანისათვის ყველაზე საშიშ 28 ქიმიურ ნივთიერებათა სიაში. ტეფლონის მავნე გავლენისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, რადგან ჰაერში გამოიყოფა აქროლადი წვრილი ნაწილაკები და ტოქსინები, განსაკუთრებით, თუ მისი საფარი დაზიანებულია. ვირთხები, რომელთაც საკვებში უმატებდნენ პერფტოროქტანმჟავას, ჯერ კარგავდნენ საწინააღმდეგო სქესისადმი ინტერესს, შემდეგ უვითარდებოდათ ავთვისებიანი სიმსივნეები და მალევე კვდებოდნენ. კვლევამ, ასევე ცხადყო, რომ ამ მასალის ჭურჭელში მომზადებული საკვების რეგულარული მიღებისას, ქალებში ირღვევა რეპროდუქციული ფუნქციები, ბავშვები იბადებიან სიმახინჯეებით, მამაკაცებში იზრდება პროსტატის კიბოს დაავადებები. ტეფლონის ტაფაზე აუცილებელია ხის კოვზის ხმარება და არავითარ შემთხვევაში ჩანგლის ან დანის, რომელთაც შეუძლია ტეფლონის ზედაპირის დაზიანება. არ შეიძინოთ სწრაფი მოხმარების საკვები, ტეფლონიან ქაღალდში ან ჭურჭელში შეფუთული, რომელიც განკუთვნილია პიცის, პოპკორნისთვის და ასე შემდეგ.
– რაც შეეხება ალუმინის ჭურჭელს? რამდენად უსაფრთხოა ის ყოველდღიური გამოყენებისთვის? საერთოდ, რა მასალის ჭურჭელია საკვების მოსამზადებლად ყველაზე უსაფრთხო?
–  ასევე, არ არის უსაფრთხო ალუმინის ჭურჭელი. ფოლადის ტაფაც საშიშია ფსკერზე შავი ნამწვის წარმოქმნის გამო, რომელიც შესაძლოა, კანცეროგენი აღმოჩნდეს. ყველას ჯობია კერამიკული ჭურჭელი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და შედგება თიხისგან, სილისა და ქვისგან. ეს ნივთიერებები აბსოლუტურად უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გარემოზე უარყოფითად არ მოქმედებს.
ასე რომ, უმჯობესია, საკვები მინის, თიხის და თუჯის ჭურჭელში მოამზადოთ და შეინახოთ. თუჯი ადვილად იწვავს კერძს და ის ნამწვავი საშიშია, თიხა კი აბსოლუტურად უსაფრთხოა, ამ თვალსაზრისით. მომინანქრებულ ჭურჭელშიც შეგიძლიათ, შეინახოთ საკვები, თუმცა უმჯობესია, მინა. ტეფლონის ქვაბი და ტაფა უნდა იხმაროთ ერთი წელი, შემდეგ კი შეცვალოთ, რადგან ხმარებისას, მის ფსკერზე ჩნდება მიკრობზარები, რაც ძალიან საშიშია. საკვების მომზადებისას, მოსარევად, უნდა გამოიყენოთ ხის და არა რკინის კოვზი ან ჩანგალი.  
– ბევრი დიასახლისი სამზარეულოში იყენებს მიკროტალღურ ღუმელს. მისი მოხმარება საკმაოდ აადვილებს საქმის პროცესს. ის თუა უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის?
– ასეთ ღუმელში გაცხელებულ რძეში, ხორცსა და მარცვლოვან კულტურებში წარმოიქმნება კანცეროგენური ნივთიერებები, რაც კუჭ-ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს, მიკროტალღებით გაცხელება 97 პროცენტით აფუჭებს საკვების ხარისხს – იშლება ვიტამინები და სხვა საკვები ნივთიერებები, რაც აფერხებს დაავადებებს, ზრდის იმუნიტეტს და აძლიერებს ჯანმრთელობას. მიკროტალღური ღუმელი ძალიან საშიშია ბავშვებისთვის. ზოგიერთი ამინომჟავა, მაგალითად, L-პროლინი, რომელიც შედის დედის რძეში და ბავშვთა სხვა საკვებში, გარდაიქმნება D-იზომერად, რომელიც ნეიროტოქსიკურია – იწვევს ნერვული სისტემის დეფორმაციას და თირკმელებისთვის შხამია. სამწუხაროდ, ბევრი დედა შვილებს რძის ხელოვნურ შემცვლელებზე ზრდის, რომლებიც კიდევ უფრო ტოქსიკური ხდება მიკროტალღური ღუმლის საშუალებით. მასში დამუშავებული ყველა პროდუქტი იწვევს ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში. მასში მომზადებული საკვების ხშირი მოხმარება შეუქცევადად აზიანებს ტვინს, აფერხებს ან ცვლის მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელებით წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რაც კუჭ-ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს. ასეთი საკვების ხანგრძლივი მიღება იწვევს სისხლის კიბოს, იმუნიტეტის დაქვეითებას, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუარესებას, ინტელექტის დაქვეითებას. ვინც ასეთ პროდუქტს იყენებს, სწრაფად ბერდება. თავად ჩაატარეთ ასეთი ცდა: ცალ-ცალკე აადუღეთ წყალი ქურაზე და მიკროტალღურ ღუმელში, შემდეგ გააცივეთ. ორივე წყლით ცალ-ცალკე მორწყეთ ორი ერთნაირი ყვავილი. რამდენიმე დღეში მიკროტალღურ ღუმელში ნამყოფი წყლით მორწყული მცენარე დაითრგუნება და ბოლოს გახმება.  მიკროტალღურ ღუმელთან ახლოს ყოფნაც კი საზიანოა და იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, განსაკუთრებით, სისხლის კიბოს.
– დღეს, ბაზარზე პლასტმასის მასალისგან დამზადებული ლამაზი ჭურჭლის  საკმაოდ დიდი არჩევანია, რომელიც იაფიცაა და პრაქტიკულად გამოსაყენებელიც. ეს თუა უსაფრთხო?
– გეთანხმებით, პლასტმასისგან დამზადებული ჭურჭელი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან გამოირჩევა სითბოსადმი მდგრადობით და სიმტკიცით. ძლიერი დარტყმებითაც კი არ იმსხვრევა. ასეთი ჭურჭელი, ძირითადად, ჩინური წარმოებისაა. მასში მოთავსებული საკვები შხამიანი ხდება – სითხეებთან შეხებით, განსაკუთრებით ცხელ მდგომარეობაში, აქტიურად გამოიყოფა ფორმალდეჰიდი. დამატებითი საშიშროებაა ჭურჭლის მოხატულობა, რადგან მისთვის გამოყენებულია მძიმე ლითონები – ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი მაღალი შემცველობის საღებავები.
– გამოდის რომ, ბინაში სამზარეულო რადიაციულად ყველაზე საშიში ზონაა. ის ჭურჭელი კი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, გაუთვითცნობიერებლად ჩვენი მკვლელი ხდება?
– დიახ, ასეა და ძნელი დასაჯერებელია, რომ სამზარეულო ჩვენს სახლებში ერთ-ერთი ყველაზე რადიაციულად საშიში ადგილია – თავისებური გაზის კამერა, რადიოაქტიური გაზის - რადონის  არსებობის გამო. რადონი უფერო და უსუნო გაზია. ჩვენ რადიაციას კოსმოსური სხივებისგანაც ვიღებთ, მაგრამ, მისგან განსხვავებით, რადონი არა მარტო ჩვენს ბინაში იჭრება, არამედ გროვდება კიდეც. ჩვენ რადიოაქტიურ რადონს მთელი სიცოცხლე ვსუნთქავთ. რადონის შემდგომი დაშლით წარმოიქმნება პოლონიუმის, ბისმუტისა და ტყვიის რადიოაქტიური იზოტოპები, რომელთა გამოყვანა ორგანიზმიდან ძალიან ძნელია. რადონი ძლიერი კანცეროგენია. ის იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების, უპირველესად, ფილტვის კიბოს წარმოქმნას. სახლებში, სადაც რადონი მეტია, ბუნებრივია, მეტია დაავადების რისკიც. დიდია რადონის შემცველობა სამზარეულოში, სადაც სისტემატურად ანთია გაზის ქურა. გარდა ამისა, სამზარეულოში კერძების შეწვისას გროვდება ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებათა საკმაოდ ფართო სპექტრი. მათი უმრავლესობა მცირე აქროლადობის გამო ილექება ქურის სიახლოვეს. ყველა მათგანი დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. იწვევს თავის ტკივილს, თვალის გარსის გაღიზიანებას,  ყურადღების მოდუნებას, ალერგიულ რეაქციებს, ეგზემის პროვოცირებას, სასუნთქი გზების, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სისხლმბადი სისტემის, ღვიძლის, ელენთის, თირკმელების დაზიანებას და მძიმე შემთხვევებში, ავთვისებიან სიმსივნეებსა და მემკვიდრულ მუტაციებს. შხამებისგან ნაწილობრივ თავის დასაღწევად ხშირად გაანიავეთ ბინა, სვით ნახშირის ფილტრში გატარებული წყალი, რადგან რადონს და სხვა მავნე ნივთიერებებს შთანთქავს ნახშირი.

скачать dle 11.3