კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვუმკურნალოთ ანემიას, ბრონქიტს, ვარიკოზულ ვენებსა და ბევრ სხვა დაავადებას


ცხენისწაბლას ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ყვავილები, ნაყოფი, ფოთლები, ტოტები და ქერქი. ეფექტურია ახალაყვავებული ყვავილები. ფოთლები უნდა დაკრიფოთ ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. ქერქი – ნაყოფთან ერთად. ტოტები უნდა იყოს ახალგაზრდა. შეგროვილი ფოთლები, კვირტები და ასე შემდეგ, უნდა გაახმოთ და ისე შეინახოთ მშრალ ადგილას. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ერთი წლის განმავლობაში.
ცხენისწაბლა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, არტერიებს, ვენებს, კაპილარებს, ხდის მათ მეტად ელასტიკურს. ცხენისწაბლას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შეხორცების, ბაქტერიული თვისებები. გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ელენთის დაავადებების, ანემიის, შეშუპების, ბრონქიტის, ტუბერკულოზის შემთხვევაში. აუმჯობესებს მონელებას.
ხალხურ მედიცინაში ცხენისწაბლა გამოიყენება პროსტატის ანთების სამკურნალოდ: 250 გრამ ნაყოფს დაასხით 250 მილილიტრი არაყი. შეინახეთ ერთი თვის განმავლობაში. მიიღეთ 10-15 წვეთი, 2-ჯერ – 20 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 10 დღე და კვლავ გაიმეორეთ მკურნალობა.
თუ ვარიკოზული ვენები გაწუხებთ, გამოწურეთ ახალი წაბლიდან 20-30 წვეთი წვენი და გააზავეთ მეოთხედ ჭიქა წყალში. დალიეთ დილა-საღამოს.
 ათეროსკლეროზის, ართრიტის, ნევრალგიის, რევმატიზმის შემთხვევაში, გამოიყენეთ ალკოჰოლისა და წაბლის ნაყენი. ათ წაბლს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. შეინახეთ ორი კვირის განმავლობაში თბილ ადგილას და შემდეგ გამოიყენეთ. დაიზილეთ დაზიანებული ადგილები ან დალიეთ დღეში 3 წვეთი.
ექვსი სუფრის კოვზ ცხენისწაბლას ყვავილებს დაასხით ნახევარი ლიტრი 40-პროცენტიანი არაყი. შეინახეთ თბილ ადგილას 7 დღის განმავლობაში, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 30-40 წვეთი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ერთი სადილის კოვზ ცხენისწაბლას ფოთლებს (დაქუცმაცებული სახით) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დატოვეთ გაგრილებამდე. გამოიყენეთ ხველის სამკურნალოდ. ერთი სადილის კოვზი – 3-ჯერ დღეში.
ცხენისწაბლას გამოყენებისას გაითვალისწინეთ:
მისი უკუჩვენებელია: სისხლდენისკენ მიდრეკილება, ჩაქცევები, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, გასტრიტი. ნუ გამოიყენებთ ორსულობისას.

რა დაავადებებს კურნავს ფითრი
ფითრი უნდა გაახმოთ კარგად და შეინახოთ თბილ ადგილას ქაღალდში ან ქსოვილში გახვეული. მის თვისებებს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. ის არის წამალი ეპილეფსიური შეტევების და ასევე, თავბრუხვევისგან გასათავისუფლებლად. ფითრი ეფექტურია ჭრილობების შესახორცებლად, აბსცისებისა და წყლულოვანი დაზიანებების სამკურნალოდ, ასევე, სისხლდენის შესაჩერებლად.
თუმცა მისი გამოყენებისას აუცილებლად უნდა დაიცვათ ზომიერება და სიფრთხილე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შესაძლოა, გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, დიარეა და ღებინება. ნუ გამოიყენებთ ორსულობისას.
ფითრი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს. ის აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს სიმსივნის წინააღმდეგ ზრდის ჰემოგლობინს, დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, დადებითად აისახება ნერვული სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებაზე.
თვისებებიდან გამომდინარე, ფითრს აქტიურად გამოიყენებენ გულისა და სისხლძარღვების სამკურნალოდ, ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის დროს. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აფართოებს სისხლძარღვებს, აწესრიგებს ძილთან დაკავშირებულ დარღვევებს. აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. კანის დაავადებები, კუნთების ტკივილი ის ჩივილებია, რომელსაც მისი დახმარებით შეგიძლიათ, უშველოთ. ეფექტურია კუჭის ტკივილის დასამარცხებლად, აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციონირებას. ძალიან კარგი საშუალებაა თირკმელის დაავადებების სამკურნალოდ.
კვლევები აჩვენებს, რომ ფითრი ორგანიზმს ეხმარება კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხელს უშლის მეტასტაზების განვითარებას, ამიტომ აქტიურად გამოიყენება სიმსივნეების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ხალხურ მედიცინაში მიიჩნევენ, რომ მისი სუფთა წვენი ეხმარება ქალებს უშვილობისგან განკურნებაში. ამისთვის იყენებენ მისი წვენით მომზადებულ აბაზანებს.
რეკომენდებულია ფითრის გამოყენება თავის ტკივილის, ასთმური სიმპტომების, ვარიკოზული ვენების, ტუბერკულოზის, შარდის შეუკავებლობის, ნევროლოგიური და რევმატიული ტკივილების დროს. ხელს უწყობს ჭიების განადგურებას და კუჭ-ნაწლავის სხვა პარაზიტების განადგურებასაც. ეფექტურად მკურნალობს პანკრეასის დაავადებასაც
ჰიპერტენზიის, სიმსივნის, თირეოტოქსიკოზის დროს: 2 ჩაის კოვზ დაჭრილ ფითრს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ღამე თერმოსში. მიიღეთ 2 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში კვებამდე 20 წუთით ადრე. ხანგრძლივობა – 23 დღე. შემდეგი 7 დღე შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ იგივე კურსი.
ძილის მოსაწესრიგებლად: ერთი ჩაის კოვზ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა წყალი. ხარშეთ ერთი წუთი. გააჩერეთ ნახევარი საათი და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
კუჭ-ნაწლავის, ჰემოროიდული სისხლდენის, გასტრიტის, მენინგიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, ბრონქიალური ასთმის, ყივანახველას, ანთებითი დაავადებების დროს: ერთ სადილის კოვზ დაფქულ ყვავილებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ მოათავსეთ ცივი წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და დააყოვნეთ ერთი საათი, გაფილტრეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
თავბრუხვევის, ისტერიული შეტევის, ეპილეფსიის, კრუნჩხვების, ფილტვისმიერი სისხლდენის დროს: ერთი ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით 200 მილილიტრი ცივი, ანადუღარი წყალი. დააყოვნეთ 12 საათი. გაფილტრეთ და მიიღეთ 70  მილილიტრი 3-ჯერ დღეში.
ათეროსკლეროზის, ინსულტის, ართრიტის, ოსტეოქონდროზის შემთხვევაში: ერთ ჩაის კოვზ ფოთლების ან ყვავილების ფხვნილს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. ღამე დატოვეთ თერმოსში. გაფილტრეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე, 3-4 თვის განმავლობაში. ყოველთვიურად რამდენიმე დღე შეისვენეთ.
მენსტრუალური ტკივილის, მენოპაუზის დროს: ერთი სუფრის კოვზ დაჭრილ ფოთლებს დაასხით 250 გრამი ცივი წყალი. გააჩერეთ თერმოსში ღამით, 8-12 საათის განმავლობაში. გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში 100 გრამი 3-4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ზოგადი ეფექტისთვის: 15 გრამი ფოთლები მოათავსეთ მინანქრის ჭურჭელში და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი. გადმოიღეთ და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. მიიღეთ დღეში სამჯერ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით.
6-8 ფოთოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ადუღეთ 20-30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.

ხურტკმელის სამკურნალო დანიშნულება
ეს მცენარე მდიდარია ორგანული მჟავებით, რკინით, ვიტამინებითა და მინერალებით. ძალიან ეფექტურია სოკოვანი დაავადებების დასამარცხებლად. განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისა და მოხუცებისთვის.
ვისაც ანემია აწუხებს, უნდა მიირთვან ხურტკმელის ნაყოფი, რადგან ის შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც სისხლმბადია.
ქრონიკული შეკრულობისას გამოიყნეთ ხურტმკელი, როგორც საფაღარათო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. ერთ კოვზ მარცვალს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ხარშეთ ათი წუთი დაბალ ტემპერატურაზე. შემდეგ გააცივეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ სასმელი დღეში 4-ჯერ 50 გრამის ოდენობით.
ხურტკმელი შეიცავს ანტიჰიპერტენზიულ და ანტისკლეროზულ ნაერთებს. ეფექტურია ამ დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის. ებრძვის სხეულში არსებულ ჭარბ ქოლესტერინს.
ხალხურ მედიცინაში ხურტკმელის წვენში შერეული ცოტა თაფლი ანთების საწინააღმდეგო ძალიან კარგი საშუალებაა. ის ასევე, რეკომენდებულია კანის ანთებითი დაავადებების, ეგზემის, წითელი ქარის, გამონაყრის, შხამიანი მცენარეებისგან დაზიანების შემთხვევების დროს.
დიდი რაოდენობით ხურტკმელის ნაყოფი დაგეხმარებათ თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ.
სიმსუქნისა და მეტაბოლური დარღვევების დროს რეკომენდებულია დიდი რაოდენობით ხურტკმელის ჭამა 3-4 კვირის განმავლობაში.
ხალხური მედიცინა მას, ასევე, იყენებს შარდ და ნაღველმდენ საშუალებად.

ლობიოს უცნობი თვისებები
ლობიოს მშრალ ჩენჩოს ნაყენს სვამენ შაქრის დიაბეტის, შარდის ბუშტის, კენჭოვანი დაავადების, ქრონიკული რევმატიზმის, ბუასილის, მაღალი წნევის, იშიაზის დროს. კლინიკურ პირობებში იყენებენ  შაქრის დასარეგულირებლად.
ლობიო მდიდარია ცილებით, ამინომჟავებით, ნახშირწყლებით, სახამებლით, ლიმონის, ვაშლის, ჟოლოს მჟავებით, კაროტინით, B1, B2, B6, PP, C, E ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავათი, ფლავონოიდებით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, განსაკუთრებით გოგირდით, რომელიც აუცილებელია ნაწლავების ინფექციის, რევმატიზმის, სახსრების, ბრონქების დაავადების სამკურნალოდ.
ლობიოს მარცვალი შეიცავს მაღალკალორიულ ნივთიერებებს: ცილებს, მინერალურ მარილებს, ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ასევე ვიტამინებს: ასკორბინის მჟავას, ტიამინს, კაროტინს, ნიკოტინისა და პანტოტენის მჟავას, სიტოსტერონებს, სტიგმასტერინს, ფლავონოიდებს, ლიკოანტოციანებს.
სპილენძისა და თუთიის შემცველობით ლობიო ძალიან ბევრ ბოსტნეულს უსწრებს, ხოლო ცილის შემცველობით, აღნიშნული პარკოსანი ცხოველურ ცილებს უახლოვდება. ამიტომ, ორგანიზმი კარგად ითვისებს.
ლობიო სასარგებლოა ტუბერკულოზის მკურნალობისას. ლობიოს აქტიური კომპონენტები საუცხოოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მისი კერძები რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და გულის რიტმის დარღვევისას.
ლობიოში შემავალი თუთია აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, სპილენძი კი ააქტიურებს ადრენალინისა და ჰემოგლობინის გამომუშავებას. ლობიო ხელს უწყობს წონაში დაკლებას, დადებითად მოქმედებს შარდსასქესო ორგანოების ფუნქციაზე, აუმჯობესებს პოტენციას, წმენდს და ხელს უწყობს თირკმლებში ქვების დაშლას, შარდის ბუშტიდან ქვების გამოდევნას და ანთებითი პროცესის ჩაქრობას.
აქვს ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული თვისება. აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას. მწვანე ლობიო შარდმდენია, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. რეკომენდებულია ნიკრისის ქარის დროს.
ლობიოს აქვს გამწმენდი და შარდმდენი თვისება. შარდმდენ ეფექტს ახდენს, ძირითადად, მწვანე ლობიოს პარკი. ლობიო, განსაკუთრებით თეთრი ჯიშები, დიდხანს გადამუშავდება და ქმნის სქელ მასას, არბილებს სარძევე ჯირკვლებსა და ფილტვებს.
ლობიო, ასევე, ძალიან სასარგებლოა კბილებისთვისაც. ლობიოს რეგულარული მოხმარება ხელს უშლის კბილბზე ნადების წარმოქმნას, რაც ამ პროდუქტის ანტიბაქტერიული მოქმედებით აიხსნება.
ლობიო შეიცავს ნივთიერება არგინინს, რომელიც აუცილებელია შარდოვანას სინთეზისთვის. ცნობილია, რომ არგინინი მონაწილეობს აზოტოვანი ცვლის პროცესებში და ინსულინის მსგავსი მოქმედება აქვს. ამიტომ, ლობიო რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც. ლობიოს პარკისა და მოცვის ფოთლების ნახარში, ასევე ლობიოს საგდულების ნახარში კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ამ ნახარშების მიღება რეკომენდებულია უზმოზე.  ლობიო ანტიბაქტერიული და დამაწყნარებელი მოქმედებითაც გამოირჩევა.
ლობიო ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაშიც გვეხმარება. მოხარშეთ, კარგად გასრისეთ. შეურიეთ ზეთი, დაამატეთ ლიმონის წვენი (კარგი იქნება თაფლი და ქაცვის წვენიც) და დაიდეთ სახეზე.
ლობიოს მიღება არ არის რეკომენდებული ხანშიშესულებისთვის და მათთვის, ვისაც მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, წყლული, ქოლეცისტიტი და კოლიტი აწუხებს.

скачать dle 11.3