კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„არა“ ნიშნავს „კის“ #19



კაცები ქალის „არას“ ჩვენში არად აგდებენ. რატომღაც მიაჩნიათ, რომ თუ ქალი არას ამბობს, ამ სიტყვაში ფარული თანხმობა იგულისხმება. ზოგჯერ ნამდვილად ასეა, თუმცა ყოველთვის – არა. როგორ გამოიცნოს მამაკაცმა, როდის არის თანახმა ქალი და როდის წინააღმდეგი? აუცილებელია, მათ შორის ნორმალური კომუნიკაცია შედგეს და ქალიც მიხვდეს, რომ მისი რებუსების მამაკაცს არ ესმის.  ქალბატონებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ მამაკაცების ტვინი სხვანაირად არის მოწყობილი. ისინი მარტივად ითხოვენ, განვუმარტოთ საკუთარი სურვილები, წინადადებები და აზრები. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ხშირად ვართ სტერეოტიპების ტყვეობაში და ვიბნევით. მაგალითად, ბავშვის მოვლა კვლავინდებურად „ქალის საქმედ“ მიიჩნევა. ეს სტერეოტიპი მამობის ცნებას ძალიან აკნინებს და კაცს ბავშვზე ყოველდღიური ზრუნვის საქმიანობისგან ათავისუფლებს, რაც ისევ მამაკაცისთვისაა ცუდი. უნდა გვახსოვდეს, რომ სტერეოტიპი თავის კანონებს გვკარნახობს და ყოველ კონკრეტულ წყვილს მისთვის ურთიერთობის საკუთარი ფორმატის შემუშავება შეუშლის ხელს.
თქვენ და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორ გადანაწილდება ოჯახში როლები. არის შემთხვევები, როცა წყვილში ერთი მომპოვებელია, მეორე კი – ოჯახში მოფუსფუსე. ვალდებულებების გადანაწილებით, ორივე კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან „ბუნებაში“ ჩადებულია, რომ ქალები და კაცები სიამოვნებას სხვადასხვა რამისგან იღებენ.
ქალისა და კაცის ფსიქიკის განსხვავებულობის უტრირება სხვადასხვა დროსა და კულტურაში არსებობდა, ქალისთვის ემოციურობის ვითომ თანდაყოლილობა უკვე ლამის უეჭველ ჭეშმარიტებადაა აღიარებული. რეალურად კი, ასე არ არის.
ქალის ემოციურობა და კაცის ლოგიკურობა წმინდა წყლის სტერეოტიპია. არასწორად მიგვაჩნია, რომ კაცები ლოგიკურად მოაზროვნე არსებები არიან, ქალებს კი ლოგიკურად აზროვნება არ შეუძლიათ და საუკეთესო შემთხვევაში, მათ გაურკვეველი „ქალური ლოგიკა“ ახასიათებთ. ვიდრე ჩვენში ეს სტერეოტიპები ბატონობს, ცხოვრება ყველასთვის მძიმე იქნება.

რა უნდათ ქალებს
 
საკითხი რთულია და მრავალმხრივ მიდგომას საჭიროებს. ჯერ გავარკვიოთ, ვინ არიან ქალები. ქალებს, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, აქვს ისეთი მხარეები,  ზოგი ქალურ ინტუიციად რომ მოიხსენიებს.
ქალებს მოსწონთ, როცა მათზე ზრუნავენ, ოღონდაც მათთვის ზრუნვა განსხვავდება საღამოობით კაცისთვის „ნასკის“ გახდისა და წვნიანის გაცხელებისგან, მათ მეტი უნდათ, არ ჰყოფნით ზრუნვის სტანდარტული, მამაკაცური განმარტება.
ქალს ძალიან უნდა, მის გვერდით იყოს სამყაროს საუკეთესო ნაწილის ერთი ან რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც დაიცავს მას ამოუცნობი საფრთხისგან და დამატებით, სტანდარტულ სურვილებსაც შეუსრულებს. რაც უფრო მაღალ დონეზე იქნება შესრულებული ეს ყველაფერი, მით უკეთესი…
P.S. ეს ყველაფრი მამაკაცის თვალით არის დანახული, აწონილ-დაწონილი და განსჯილი.

ჩვენი არჩევანი

ხშირად გვიწევს არჩევნის გაკეთება კარგსა და ცუდს, ცუდსა და უარესს, კარგსა და უკეთესს შორის.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას  სიტუაციის არსია განმსაზღვრელი. მაგრამ, აუციელებელია, ჯერ კარგად გავიგოთ, რა გვინდა.
ჩვენ დამნაშავენი ვართ იმაში, რომ ხშირად აღმოვჩენილვართ  გაუგებრობაში. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნის გაკეთების შემდეგ, შედეგზე არ ვინანოთ. ეს ძალიან ინდივიდუალურია. აუცილებელია, ყველამ საკუთარი თავისა და ბედნიერების გასაღები იპოვოს, რომ გაიგოს, ზუსტად რა უნდა. თუმცა, რამდენიმე აუცილებელი პირობის ცოდნა  სასარგებლოა.
 1. უპირველესად, ნუ მისცემთ ვითარებას თქვენი დაძაბვის საშუალებას. გახსოვდეთ, ყოველთვის მოიძებნება „ოქროს შუალედი“. შეეცადეთ, პრობლემას მიუდგეთ საღი გონებით, მშვიდად.  შეიქმენით შინაგანი განწყობა, რომ გამოსავალი არსებობს.
2. უცხოეთში, პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში გავრცელებულია „პლუს-მინუს“ მეთოდი, რაც გულისხმობს ასარჩევ ვარიანტთა  დადებითი და უარყოფითი შედეგების შეჯერებას.
მაგალითად, ავიღოთ პროფესიის არჩევა. როცა ზუსტად არ იცით, რა საქმე გინდათ, რომ აკეთოთ და გაქვთ რამდენიმე ვარიანტი, ჩამოწერეთ ამ ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები.  ცალკე ჩამოწერეთ პლუსები, ცალკე – მინუსები. ეს გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას და პრიორიტეტების განსაზღვრას.
3. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გადაწყვეტილებით იყოთ კმაყოფილი. უნდა გსიამოვნებდეთ ის შედეგი, რომელსაც აირჩევთ.
რა თქმა უნდა,  ძნელია ყველა სიტუაციისთვის ამ  მეთოდის მორგება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც დაგეხმარებათ არჩევნის განსაზღვრაში.
4. არ დაგავიწყდეთ, რომ  ყოველთვის არის ერთი სწორი პასუხი, რომლის აღმოჩენაც თქვენ გარდა, არავის შეუძლია. მთავარია, არ შეშინდეთ, მოინდომოთ და საკუთარი თავის ირწმუნოთ.

მყარი კავშირისთვის...

გავრცელებული მოსაზრებით მიჩნეულია, რომ სიყვარული დაახლოებით ერთ-ნახევარი, ორი წელი ცოცხლობს, ხოლო ენერგეტიკული კავშირი შეყვარებულ ადამიანებს შორის, დაშორების შემთხვევაშიც კი, შვიდი წლის განმავლობაში ნარჩუნდება... აი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გაცილებით დიდხანს, ცხრიდან ათ წლამდე მიჰყვება ადამიანს იმის მიმართ, ვისთან ერთად ცხოვრებასაც წლების განმავლობაში მიეჩვია.
ჰარმონიული კავშირი განაპირობებს მორიგი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში.
ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ მეუღლეებს შორის ერთმანეთის ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილების პერიოდი დგება. აქედან გამომდინარე, სასურველია, ცოლ-ქმარი გაცილებით ლოიალურად მოეკიდოს ერთმანეთის ხასიათში აღმოჩენილ, ან გაძლიერებულ ნაკლოვანებებს.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინება გადაარჩენს გრძნობას და გაზრდის თქვენ შორის  ურთიერთგაგებას, რაც  კავშირს გაამყარებს.

скачать dle 11.3