კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მებაღე უნაყოფო ხეს ჭრის #19


მებაღე, რომელიც ელოდება ხისგან ნაყოფის გამოღებას და ხედავს რა, რომ ლოდინი ამაოა, ჭრის ხეს, როგორც უნაყოფოსა და გამოუსადეგარს და ცეცხლს შეუკეთებს. ამის მსგავსად, ღვთის მსჯავრი ეწევა, სჯის და ჭრის მოუნანიებელ ცოდვილს ღმერთი, როგორც ყოვლადმოწყალე და კაცთმოყვარე, ელოდება ცოდვილის სინანულს და ხანგრძლივად ითმენს მის შეცოდებებს. მაგრამ, როცა ხედავს, რომ ის უსინანულოდ აგრძელებს თავის ცხოვრებას, მაშინ თავისი ყოვლად სამართლიანი მსჯავრით მოკვეთს მას და მარადიულ ცეცხლში გადაისვრის.
ქრისტიანო! შენ, რომელიც არ ცდილობ სინანულისაკენ მოქცევას, გეშინოდეს ღვთის სამსჯავროსი და შეინანე, რათა არ გიწიოს სიკვდილმა მოულოდნელად და გეენას არ მიგცეს. ნუღარ სცოდავ და შეინანე, რომ სცოდავდი. ღმერთი მოწყალეა, დიდხანს გითმენდა ის და ელოდა შენს სინანულს, მაგრამ სანამდე მოგითმენს – უცნობია. შეინანე, რათა მოუნანიებელ ყოფაში არ გიწიოს სიკვდილმა და ქრისტეს სამსჯავრომ. ამინ!

ცხოვრების ამაოებისა
და სინანულის შესახებ
ეცადეთ, ძმებო და დებო, განერიდოთ ცხოვრებისეულ ამაოებებსა და ყოველივეს, რაც მსწრაფლგანქარვებადია. გქონდეთ ერთი საზრუნავი მხოლოდ – ზრუნვა უკვდავი სულისთვის, რადგანაც სიმდიდრე განილევა, დიდება განქარდება, სილამაზე უსახურდება და ქრება, როგორც რამ კვამლი, გადაივლის როგორც ჩრდილი. ამიტომაც, ბრძანა სოლომონმა: „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“ (ეკლ. 1,2).
და მართლაც, ამაოდ დაშვრებიან ისინი, რომელთაც უყვართ ყოფა-ცხოვრებითი წვრილმანები და ფუსფუსი. ამაოდ შფოთავენ და ღელავენ ისინი, რომელნიც ინახავენ ზანდუკში მას, რაც მალე იღუპება, და რისი წაღებაც იმქვეყნად შეუძლებელია. ყოველივეს ამქვეყნიურს მიწაზე ვტოვებთ და მათ გარეშე წარვდგებით სამართლიან და მოუსყიდველ მსაჯულთან.
რაგვარ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როცა დადგება ის დრო? სად იქნებიან ისინი, რომელთაც არ სწამდათ ჯოჯოხეთური წამებანი და ისე ცხოვრობდნენ ამქვეყნად, როგორც უკვდავნი? სად იქნებიან ამგვარად მეტყველნი: დავტკბეთ ამქვეყნიურით, ხოლო იმქვეყნად რაც იქნება – ვნახავთ?
ჰოი, როგორ მწარედ ინანებენ ამგვარი ადამიანები. რამდენი მიეცემა ტანჯვას და მათი შემბრალებელი არავინ იქნება. მათი გმინვა დაუსრულებლად გაისმება, მაგრამ ვერავინ იხსნის. არაერთხელ იტყვიან ისინი გატანჯული ხმით: ვაი, ჩვენდა, საკუთარ თავს თვითონ დავცინეთ. გვასწავლიდნენ და ყურად არ ვიღებდით, გვარიგებდნენ და აღარ ვიწყნარებდით, გვიმტკიცებდნენ და აღარ გვწამდა წმიდა წერილისა. ვიტყუებდით საკუთარსავე თავს. სამართლიანია ღვთის მსჯავრი. ჭეშმარიტი და სამართლიანია ჩვენი განაჩენი, რომელიც საქმეთაებრ მოგვეგო.
ამიტომაც ვიზრუნოთ და ვიღვაწოთ სულისათვის, სანამ კიდევ არის დრო. განვიფრთხოთ სულიერი ძილი, გავისარჯოთ აქ, რათა არ ვიტანჯოთ მარადიულად. ამინ!
  
ვისწრაფოთ სინანულისკენ
ქრისტიანო, თუ სხეულითა ხარ ავად, მიმართე ექიმს, რადგან „უფალმა მიწისაგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულვებელსყოფს მას“ (ზირ. 38,4), მაგრამ, თუკი სული გტკივა, მიდი სულიერ სამკურნალოში, ჩვენი სულისა და სხეულის მკურნალთან: „რადგან ძე კაცისა მოვიდა დაღუპულთა საძებნად და დასახსნელად“. ყველა უძლურს სიყვარულით უხმობს თავისთან ჩვენი ზეციერი მამა, ხოლო შვილებისმოყვარე დედამ – წმიდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ – ჩვენი სულიერი ვნებების საკურნებლად კეთილი დროც განაჩინა. „რატომ აავადებ სულს ცოდვით? – კითხულობს ეკლესია. – რატომ არ მიმართავ ზეციერ ექიმს ავადმყოფი? დროა კეთილი, მხსნელი, ჭეშმარიტი! აღდეგ! განიბანე შენი სახე სინანულის ცრემლითა და მადლმოქმედების ზეთით განაბრწყინვე კანდელი, რათა ჰპოვო განწმენდა და უდიდესი მოწყალება ქრისტე იესოს მიერ“.
მაშ, ისწრაფე ღვთისკენ! განიძარცვე ცოდვის სამოსელი და შეიმოსე ხსნის ნათელი, უხრწნელი სამოსი სიყვარულისა და კეთილი საქმეებისა, სათნო ღვთაებისთვის. და, თუკი ქრისტეს სამგზის უარმყოფელი პეტრე, ან საკუთარი ცოდვების შემცნობელი ზაქე მეზვერე უფალმა შეიწყალა, არც შენ მიგატოვებს თავისი ყოვლადძლიერი მადლის გარეშე: ის შენს სინანულსაც მიიღებს, რადგან მოწყალეა და კაცთმოყვარე. ოღონდაც მოინანიე გულწრფელად და არა ფარისევლურად. მოინანიე, როგორც ეს ჰყო ზაქე მეზვერემ, რომელმაც საკუთარი ქონების ნახევარი ღარიბებს განუყო, ხოლო გულნაკლული მეოთხედი დაუბრუნა. ასევე შენც, შენ მიერ ქმნილი ბოროტების სანაცვლოდ, ჰქმენ კეთილი და ნუღარა სცოდავ.
რომ იოდეთ, ძმებო, როგორი სიხარულია ცაში. ერთი ცოდვილის სინანულის ჟამს, ხარობენ ღვთის ანგელოზები, ხარობენ წმიდანები. ნუთუ არ გინდა, იმყოფებოდე უფლის სიხარულში და იყო თანაზიარი წმიდანთა ცხოვრებისა?
ილოცე, მოინანიე, ცოდვილო და ითხოვე ღვთისგან ცოდვათა დახსნა და შენდობა. ილოცე ასე: „მოწყალეო უფალო, მიმიღე მე, მონანული, და გამოაჩინე მოწყალება შენი ჩემზე, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე“. ამინ!

скачать dle 11.3