კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #19

კითხვა: რატომ მოეთხოვება ქრისტიან ადამიანს, უყვარდეს მოყვასი, რომელიც ცოდვილია?
პასუხი: ქრისტიანს უნდა უყვარდეს ცოდვილნი, როგორი მძიმეც უნდა იყოს მათი ცოდვები. თუმცა ისინი ცოდვილნი არიან, მაინც რჩებიან თქვენს მოყვასებად და მათ შეუძლიათ, შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ცოდვილები, როგორც ჩვენი ერთი მამის შვილები, თუმცა გვძულდეს მათი ცოდვები.
კითხვა: აქვს თუ არა უფლება მოძღვარს, საჯაროდ გაამხილოს მორწმუნის მიერ მისთვის აღსარებაზე განდობილი ცოდვები?
პასუხი. მოძღვარს აღსარებაში ნათქვამი ცოდვების გამხელის უფლება არ აქვს. ამით ის დაარღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოს წესს და დათესავს უნდობლობას სინანულის წმიდა საიდუმლოს მიმართ. თუმცა, მოძღვარს შეუძლია, ზოგადად ქადაგებაში განიხილოს ესა თუ ის ცოდვა.
კითხვა: გველი სიბოროტის სიმბოლოდ მესახება, თუმცა შევნიშნე სასულიერო იერარქების კვერთხზე პირდაღებული გველის გამოსახულება. რაზე მიუთითებს ის?
პასუხი: გველი მრავალმხრივი სიმბოლოა და ის არა მარტო ბოროტს განასახიერებს, არამედ, ზოგ შემთხვევაში სიბრძნესაც. სასულიერო იერარქების კვერთხზე გამოსახული გველიც სიბრძნეზე მიუთითებს.
კითხვა: რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი ყველაზე მეტად?
პასუხი. დაფიქრდით, ვინ გიყვართ ყველაზე მეტად. ალბათ, გიყვართ დედა, მამა, მეუღლე, შვილი, ნათესავები, მეგობრები. ბუნებრივია, ისინი უნდა გიყვარდეთ კიდეც, ისევე, როგორც ზოგადად ყველა ადამიანი – მოყვასი. მაგრამ ვინ გიბოძათ ეს ადამიანები, ვინც თქვენ ასე გიყვართ? – რა თქმა უნდა, ღმერთმა! ჰოდა, რადგან ყველა და ყველაფერი ღმერთმა გიბოძათ, ის უნდა გიყვარდეთ კიდეც ყველაზე მეტად.
კითხვა: ხშირად, როდესაც ადამიანი ცოდვას სჩადის, ვერაფრით არწმუნებ მისი საქციელის უკეთურებაში, რადგან მას გულწრფელად სჯერა, რომ ცუდს არაფერს სჩადის. რატომ არის ასეთი ძნელი საკუთარი ცოდვების დანახვა?
პასუხი: ადამიანის ბუნება იმთავითვე დამძიმდა ცოდვებისგან და ნელ-ნელა ხდებოდა ცოდვათა დაგროვება. ამიტომაც ადამიანი დაბადებიდანვე ადვილად მიიდრიკება ცოდვების ჩადენისკენ. თუმცა, თუკი შეძლებს და უფალს დაუახლოვდება ამ ცოდვებსაც დაშორდება, ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგება და ქრისტეს თვალით შეხედავს საკუთარ თავს. უფალი გვაძლევს საშუალებას, მოვინანიოთ ცოდვები და განწმენდილი სულით მივეახლოთ მას.

скачать dle 11.3