კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აკეთებინებს გალაწუნების შემდეგ მარკუს მეტრეველს ირა კვიტინსკაია და რატომ ვარდება მის გამო მარკუსი შოკში #19

მომღერალი მარკუს მეტრეველი მაყურებლის წინაშე უკვე პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარდგა. მას პარტნიორობას პროფესიონალი მოცეკვავე ირა კვიტინსკაია უწევს. მიუხედავად იმისა, რომ მარკუსს პროექტმა მთელი ცხოვრება, გეგმები, საქმეები აურია, მაინც დიდი მონდომებით ცდილობს, კარგად და წარმატებულად წარსდგეს მაყურებლისა და ჟიურის წინაშე. მარკუსს და ირას შეგიძლიათ დაუმესიჯოთ ნომერზე: 95 333.
მარკუს მეტრეველი: ეს არის ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთური შრომა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სცენაზე დგახარ და იცი, რას აკეთებ. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მაქვს. მინდა, ყოველ ლაივზე მაგარი შოუ დავდო. ამის გამო ბევრს ვნერვიულობ, განვიცდი და ეს ნერვიულობა მერე ძალიან მიშლის ხელს, ცოტა დაძაბული ვარ ხოლმე. თან, ნავარჯიშები რომ ვარ, რთულია, გავიხსნა და პლასტიკური ვიყო. ამისთვის ბევრი შრომა მჭირდება. რაც შეეხება ირას, სასტიკია.
– ძალიან კარგი მეწყვილე გყავს. აშკარად გაგიმართლა.
– კი და ყველა მეუბნება: რა მაგარი პარტნიორი გყავს, რა გოგოა, როგორი შხვართი და რა ლამაზიაო. მე კი ვეუბნები: თქვენ არ იცნობთ... მოდის რქებით: იცეკვე! მე ვკვდები, ვფიქრობ: იქნებ შემიცოდოს, ირა კი ამიწევს წარბს – იცეკვეო და მეც ვცეკვავ, ვემორჩილები, რადგან პროფესიონალია. როდესაც ადამიანმა იცის თავისი საქმე, მე მისი მონა ვარ და შემიძლია, დავემორჩილო. მაგრამ თუ ვიღაც თავის საქმეში დილეტანტია, ეჭვი ეპარება, იქსი ჩემგან. ამ შემთხვევაში – ირა პროფესიონალია და მას თუ არ დავემორჩილები, ჩემთვის გიჟივით რომ ვიცეკვო, რა შედეგს ვაჩვენებ?!
– რა არის შენთვის ყველაზე დიდი სირთულე?
– ტრიუკების, აზიდვების გაკეთება ძალიან რთულია – ხელში აყვანა, ქალის კისერზე შემოსმა, მერე ტრიალი. იატაკი ძალიან სრიალებს და რთულია წონასწორობის შენარჩუნება. შუქი თავბრუს გახვევს. თან, ყველაფერი ერთად დამემართა: გავცივდი, ფეხები სულ დასისხლიანებული მაქვს. მაგრამ, იმხელა დრაივი, ენერგეტიკა აქვს ამ პროექტს, განსაკუთრებით, როცა შედეგს დადებ, მერე კი დაჯდები, უყურებ შენს ვიდეოს, გსიამოვნებს, რაც გააკეთე შენს პარტნორთან ერთად.
– ირა, როგორი რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, მარკუსი იქნებოდა შენი პარტნიორი?
ირა კვიტინსკაია: მარკუსს საერთოდ არ ვიცნობდი, ცეკვით გავიცანი. ძალიან მონდომებულია, ცდილობს, რასაც დაიწყებს, ბოლომდე მიიყვანოს. მაგრამ, თუ რაღაც არ მოეწონა, ცოცხალი თავით არ გააკეთებს. იწუწუნებს, მოიგონებს 5 ათას მიზეზს, ვითომ რაღაც სტკივა, არ გამოსდის. სინამდვილეში, არ მოსწონს. არადა, ძალიან ადვილია გასაკეთებლად, უბრალოდ, მარკუსს არ მოსწონს ვიზუალურად.
მარკუსი: შენ გგონია, არ გავაკეთებ? მაინც გამაკეთებინებს.
ირა: მთელი ლექცია გვაქვს, რომ პირველივე ჯერზე არავის გამოსდის, პროფესიონალებსაც კი. ასე, ნელ-ნელა ვამუშავებთ და მერე მოსწონს: მოდის – კიდევ გავაკეთოთო.
მარკუსი: არის რაღაცეები, რასაც ვერ ვიხდენ, ჩემს ხასიათთან არ არის ახლოს და ასეთ დროს ვიტანჯები. მეზარება, ნაძალადევად ვაკეთებ და ზოგადად, ცხოვრებაშიც იმას ვაკეთებ, რაც მომწონს.
ირა: თუ რაღაც მოეწონა, თვალები უბრწყინავს, ბედნიერია, იღიმის: მოდი, მალე გავაკეთოთო. რაც ადვილია, არ გამოსდის და რთულს ადვილად აკეთებს – უკუღმა აქვს ყველაფერი. 
– კომფორტული ადამიანია?
– კომფორტულია მანამ, სანამ ცეკვას დავიწყებთ, მერე უკვე – აღარ. მანამდე ძალიან კარგად ვართ, ერთმანეთი გვიყვარს, ვმეგობრობთ, მაგრამ როგორც კი ვარჯიშს ვიწყებთ, სულ ვჩხუბობთ, ვკამათობთ.
მარკუსი: „ტანგოზე” ვიჩხუბეთ ბევრი, განსაკუთრებით ბოლო ილეთზე – პივოტზე, რომელიც ძალიან რთულია. ვეუბნებოდი: ამოიღეთ-მეთქი. რას ჰქვია ამოვიღოთო, დამაყენა და მაინც გამაკეთებინა.
ირა: ოღონდ სამი დღის განმავლობაში სულ ვჩხუბობდით. კარგად ვცეკვავდით და ბოლოს იმ მომენტამდე რომ მივდიოდით, ერთმანეთს ვეღარ ვიტანდით. თან, როცა გაბრაზებულია, ჯუჯღუნებს – ჩემნაირია.
მარკუსი: ჯუჯღუნში ვგავართ ერთმანეთს. ისეთი კარგი მეწყვილე ჰყავს, ირაკლი. ისე მეხმარება, ვენაცვალე მაგას. თეთრი ანგელოზვით მოვა ხოლმე ფრთებით, კი არ დამძაბავს, მეტყვის: ეს გააკეთე და წკაპ, წკაპ – გამოვა. ირა შავფრთებიანი ანგელოზია. განიცდის, რომ ვერ ვაკეთებ და მერე მეც ვიძაბები, შოკში ვარ ხოლმე.
– როგორ გამოსდის აზიდვები? 
ირა: კარგად გამოსდის, ძალა აქვს. უბრალოდ, მიუჩვეველია და პირველად რომ აკეთებს, მერე ყველაფერი სტკივა, წუწუნებს.
მარკუსი: რაჭველი ვარ, ჯერ უნდა გავიაზრო, რა მითხრეს. თან, ვიზუალისტი ვარ: უნდა შევხედო, ვუყურო და მერე ვისწავლო. რომ გააკეთებს და მერე მეუბნება: გაიმეორეო, ეს არის ჩემთვის შოკი. დილით დავდგით ცეკვა და საღამოს მეუბნება: მიდი, იცეკვე და თან, დამითვალეო. მეთქი – ხომ არ მეღადავები. ამაზეც ვიჩხუბეთ და მოჰყვა ერთი გალაწუნება. ერთს გამილაწუნებს, გამომილაწუნებს – მე მაინც ვდგავარ და ვცეკვავ.
– პირველი გოგოა, რომელიც თავის ჭკუაზე გატარებს?
– პირველი ქალია, რომელიც თავის ჭკუაზე მატარებს. თან, იცი, როგორ? – ჰაიდა, ახტა, დახტა. მაგარი გოგოა, გამიმართლა.
– შექება იცის?
– როცა რაღაც კარგად გამოგვივა, მეტყვის: კარგი იყო, ნუ ნერვიულობო. ოღონდ შოუს დროს, რეპეტიციაზე – არა.
ირა: რომ ვეუბნები, კარგი იყოო, მერე აღარ აკეთებს. ხომ მითხარი, კარგი იყოო და აღარ გავაკეთებო.
მარკუსი: ამის მერე დამიჭირა და იარაღი დამადო შუბლზე. 
– მითხარი, ზოგჯერ ირას მოკვლა, დახჩობა მინდაო და როდის გიჩნდება ეს სურვილი?
– როცა ძალიან დავიღლები, ქანცი არ მაქვს, ვეღარ ვსუნთქავ და ეს მეუბნება: დაამთავრე – დაიწყე, დაამთავრე – დაიწყე! შოკში ვარ ხოლმე და უნდა ვიცეკვო იგივე ხასიათში.
ირა: ზოგჯერ მეც მინდება მისი მოკვლა.
– ჯერ არ გავრცელებულა თქვენ შესახებ ჭორები.
მარკუსი: ირას მაგარი შეყვარებული ჰყავს, ძალიან კარგი ადამიანია და რაც მთავარია, კარგი წყვილია.
– ხომ არ ეჭვიანობს მარკუსზე?
– უი, არა, ჩვენ ვმეგობრობთ, მეხმარება ხოლმე და ძალიან კარგი ტიპია.
P.S. ფოტოებისთვის მადლობა ფოტოგრაფ გიორგი ცაავას.

скачать dle 11.3