კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამძაფრდება რელიგიური დაპირისპირების პროცესი საქართველოში პუტინ-ტრამპის შეხვედრის შემდეგ და ვისთვისაა ხელსაყრელი ისლამის დემონიზაცია #19

რელიგიურ ნიადაგზე გაუგებრობები, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალისთვისაც ნათლად უდის პროვოკაციის სუნი, თავდაპირველად, მულისმან და ქრისტიან ქართველებს შორის წარმოიშვა. საქმე იმ დონემდეც კი მივიდა, რომ ქართველმა მუსლიმანმა დაიჩივლა, ქრისტიანი ქართველის გვერდით ჩვენი მიცვალებულის დაკრძალვა დაუშვებელიაო. ახლახან მორიგი გაუგებრობა პანკისის ხეობაში დატრიალდა, როდესაც ქართველმა ქრისტიანებმა ქრისტიანული სალოცავის დანგრევა გააპროტესტეს, ან პროვოკაციის სურნელი მუსლიმანი ქისტების, ანუ ეთნიკურად არაქართველებისა და ქრისტიანი ქართველების დაპირისპირების მცდელობამ აუშვა. შუაში კი, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებისას, ვიღაც (ქართული პოლიტსპექტრის ხელით) აქტიურად ცდილობდა ქვემო ქართლში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას. ცხადია, მოვლენებს შესაძლოა, ყოფითი და შემთხვევითი სარჩული ჰქონდეს, თუმცა პროვოკაციის ვერსიაც საკმაოდ საფუძვლიანია. ვის წისქვილზე ასხამს წყალს რელიგიური დაპირისპირების კერების შექმნა საქართველოში და რა ხიფათს შეიცავს სახელმწიფოსთვის, –  ამ თემას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად განვიხილავთ.
– ბუნებრივია, ასეთი გაუგებრობები თუ მაინც ხელოვნურია, ვისი ინტერესი შეიძლება, იკვეთებოდეს?
– არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებთ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. საქართველოსა და კავკასიაში გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველა დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, თუმცა სინამდვილეში, ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირებები, რასაც ეთნიკური დაპირისპირების ფორმა ჰქონდა. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო კარგად გაერკვა ამ ეთნიკური დაპირისპირებების ანატომიაში და ძალიან იოლი გამოსავლენია, ვის მიერაა ინსპირირებული და რა პოლიტიკური ინტერესია, მგრძნობიარე აღარ არის ასეთი დაპირისპირებები. დღეს მთელი ცივილიზებული საზოგადოება მგრძნობიარეა რელიგიურ დაპირისპირებებზე, რადიკალური ისლამის გამოხდომებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. საქართველოში და, შესაბამისად, კავკასიაშიც ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება შედეგს ვეღარ მოიტანს, რადგან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ვერც ეთნიკური და ვერც კუთხური ნიშნით ვეღარ ააგორებენ იმ მასშტაბის კონფლიქტებს, როგორიც თავის დროზე ააგორეს ყარაბაღში, ცხინვალსა და აფხაზეთში. ჩრდილო კავკასიაში მსგავი იყო ინგუშებისა და ოსების, ჩეჩნებისა და რუსების დაპირისპირება. ამდენად, ყველა ის ძალა, საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელიც ცდილობს აქ და კავკასიაში გავლენის მოპოვებას, ცდილობს, რელიგიური ნიშნით ააფეთქოს ვითარება, თუ დარწმუნდება, რომ კარგავს გავლენის ბერკეტს. ჩვენი მტრისთვის ეს ძალიან მომგებიანი თემაა, ვინაიდან კავკასია ძალიან ჭრელი რეგიონია ენთიკურადაც და რელიგიურადაც. თუ მოახერხეს და ააგორეს კონფლიქტი რელიგიური ნიშნით, მერე ძალიან იოლად გადაზრდიან მას ეთნიკურ კონფლიქტში.
– ვის გულისხმობთ, ვის უნდა მოხერხება: რუსეთს, თურქეთს, ირანს, დასავლეთს, ისლამისტებს?
– მტკიცებითი ფორმით ვერავის დავადებთ ხელს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, აზრი გამოვთქვათ. მაგალითად, პანკისის ხეობაში ვითარების დაძაბვა და არევა შეიძლება, ხელსაყრელი იყოს კადიროვის ხელისუფლებისთვის.
– რუსეთის ავტონომიის ხელმძღვანელის დონეზე წყდება ეს საკითხი?
– შესაძლოა, შემსრულებელი იყოს რუსეთის სამხრეთის რეგიონში, თუმცა მის უკან, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურის ინტერესები იდგება. თვითონ არ გამოჩნდებიან, მაგრამ მნიშვნელოვანი არგუმენტები მიეცემათ თავის გასამართლებლად, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ტრადიციული ისლამის მიმდევრები და ვაჰაბიტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, ეს კონფლიქტი აიცილოს თავიდან და რადგან ეს მის სამხრეთის საზღვრებზე ხდება, თავს ბევრის უფლებას მისცემენ. ამ ეტაპზე ეს საფრთხე არ ჩანს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ვიღაც გენერალურ რეპეტიციას გადის. წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ რელიგიურ ნიადაგზე დაიწყოს კოფლიქტი, რამდენი კერაა: პანკისი, ქვემო ქართლი და აჭარა. თან, სამივე სხვადასხვა ისლამური მიმდინარეობის რეგიონია: შიიტურია ქვემო ქართლი, სუნიტურია აჭარა და სუნიტურ-ვაჰაბიტურია პანკისის ხეობა. ესე იგი, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა ამ კონფლიქტს შეხვდება მკვეთრად უარყოფითად და დაიწყება ისლამის დემონიზაცია, რაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ძალიან ხელსაყრელია. მათთვის მთავარია, ქართველებს დაუმტკიცოს, რომ ის მათი ერთადერთი მართლმადიდებელი მოკავშირეა. ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ აჭარაშიც, ქვემო ქართლშიც და პანკისის ხეობაშიც შეიძლება, იყოს რუსეთის ხელისუფლების მცირე-მცირე რეპეტიციები, თუმცა თვითონ შეეცდებიან, არ გამოჩნდნენ.
– მაგრამ, თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც ხომ ხეირობს კიდევ ვიღაც ამით?
– ლოგიკურად განვიხილოთ, რომ მკითხაობა არ გამოგვივიდეს. თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვს კავკასიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანს ვგულისხმობ. თურქეთის ხელისუფლებას მკვეთრად დაძაბული ურთიერთობა აქვს ქურთებთან და თავის ოპოზიციასთან და, ამდენად, მათ წინაშე მხოლოდ თავს თუ მოიწონებს იმით, რომ საქართველოსთან კარგი და კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს. ამდენად, ვფიქრობთ, რომ საქართველოში ახალი კონფლიქტის კერა, რომლის უკანაც თურქეთის პოლიტიკური ინტერესები გამოიკვეთება, თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის წამგებიანია. აზერბაიჯანს კი ჩვენთან კონფლიქტი არანაირად არ აძლევს ხელს.
– თუმცა, თუ თურქეთს დასჭირდა, ასიამოვნებს.
– თუ თურქეთს დასჭირდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ეჭვი გვეპარება, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თურქეთისთვის თავის მოწონების მიზნით ქართველებთან ურთიერთობა გაიფუჭოს. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად დაკარგავს შავ ზღვაზე გასასვლელს და მოუწევს ტვირთების ტარება ან ირანის გავლით, რაც ათჯერ ძვირი დაუჯდება, ან ჩრდილო კავკასიის გავლით ნოვოროსიისკისკენ, რაც, ასევე, ძვირი დაუჯდება. ასე რომ, აზერბაიჯანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთან კარგი ურთიერთობა. სამეზობლოში დაგვრჩა ერთი რუსეთი, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა ჩვენი საგარეო პოლიტიკური არჩევნით, მაგრამ აფხაზეთისა და ცხინვალის თემით ვეღარ გვაღიზიანებს ისე, რომ თოფი აგვაღებინონ ხელში ან საპროტესტო აქციები მოვაწყოთ ქუჩებში ხელისუფლების გადასაყენებლად, იმიტომ რომ, ის ვერ ახერხებს დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნებას. ამიტომ სჭირდება ბერკეტები. მისი ბერკეტებია პრორუსული ორიენტაციის, პირდაპირ გეტყვით, სულგაყიდული ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც თემით უნდა გააცოცხლოს. სოციალური თემა ვერ გამოდგება, რადგან ქართველი კაცი არ მოაწყობს აქციას, მშიაო, მაქსიმუმ, ხელისუფალს უთხრას, კორუმპირებული ხარ და ჩემს ფულს იპარავო. ანუ სოციალური თემით ვერ ააფეთქებს სიტუაციას და ერთადერთი დარჩა ერთმორწმუნე მეზობლის კარტის გათამაშება. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს შედეგს და პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებს ხალხს ქუჩაში გამოაყვანინებს, თუკი მოხერხდება საქართველოში ისლამის დემონიზაცია და ისლამისტების მხრიდან რეალური საფრთხე შეექმნება საქართველოს ქრისტიან მოსახლეობას. პანკისის ხეობაში, ჩვენი აზრით, მოსინჯეს ნიადაგი. ვიღაცამ სცადა, ეჩვენებინა და თვითონაც ენახა, რა რეაქცია მოჰყვებოდა ასეთ ქმედებას. შეამოწმეს საქართველოს მოსახლეობის რეაქცია, ხელისუფლების, სპეცსამსახურების მზაობა. პანკისამდე, გახსოვთ, რა სცენარი გათამაშდა 2016 წლის საპარალმენტო არჩევნების დროს ქვემო ქართლში. იქაც იყო სურვილი, რომ ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობა გამოეყენებინათ და ქუჩებში გამოეყვანათ.
– ღამით საარჩევნო პლაკატების ჩამოსახევად გამოსული ქვემო ქართლელი ახალგაზრდების აგრესიული ქმედება ისეთი შემზარავი იყო, რომ, მგონი, ამ ფორმამ საპირისპიროდ იმუშავა და ყველა დააფრთხო.
– ფორმა სასტიკი იყო და უფრო სასტიკ ფორმასაც მიიღებდა. თუ დააკვირდით, იქ ნელ-ნელა მოტივაციაც იცვლებოდა, აზერბაიჯანის დროშაც გამოჩნდა. ამის უკან იდგნენ რუსეთში მცხოვრები საქართველოდან წასული ეთნიკური აზერბაიჯანელები და ჩვენმა დროულმა ჩარევამ, როდესაც მათი ვინაობა გავამხილეთ მედიით, პროცესი შეაჩერა. ასევე, საკმაოდ ეფექტიანად იმუშავეს ჩვენმა დღევანდელმა მთავრობამ და სპეცსამსახურებმა. მეორე ტურს დაესწრნენ მაღალჩინოსნები აზერბაიჯანიდან. მათაც ვერ გადაახტნენ თავზე ჩვენებური აზერბაიჯანელები, რადგან, რაც უნდა ყოფილიყო ეს პროცესი პროვოცირებული ჩრდილოეთიდან, თუ ჩვენს ენთიკურ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეს გვერდში აზერბაიჯანი არ დაუდგა, მათი აქტივობები შედეგს ვერ გამოიღებს. მანამდე, აჭარაში ქართველ ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის იყო დაპირისპირების მცდელობა, მაშინაც ნიადაგი მოისინჯა. ეგონათ, რომ ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად ჩაერეოდა პროცესში, მაგრამ გაირკვა, რომ ადგილობრივ ქართველ მუსლიმანებს ადგილობრივივე ქრისტიანი ქართველები დაუპირისპირდნენ და ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ კონფლიქტი რეგიონის გარეთ ვერ გავიდოდა და ქვეყნის მასშტაბით არეულობას ვერ გამოიწვევდა. თუმცა მცდელობები კიდევ იქნება. მეტსაც გეტყვით, პროცესები დაჩქარდება ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ.
– ივნისში აპირებენ თითქოს.
– სავარაუდოდ. ჩვენი აზრით, ძირითად საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან, მაგრამ ერთ კონკრეტულ თემატიკაზე, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ორივე მხარემ უნდა იბრძოლოს, შეთანხმდებიან. ანუ ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ისინი შეთანხმდებიან ბაშარ ალ ასადის მოშორებაზე სირიიდან ან რუსეთი დათმობს პოზიციებს უკრაინასა და კავკასიაში და ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავის ჯარს გაიყვანს. ამდენად, ეს მიმართულება დარჩება ღია და, შესაბამისად, რუსეთი უკვე რელიგიური ნიშნით დაპირისპირების ბერკეტს გამოიყენებს. იმდენად, რამდენადაც სტალინური ავტონომიების თემა ამოწურა: ისინი წაიღო და ახლა სჭირდება თემა, რომლითაც პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებს გააცოცხლებს საქართველოში და ვფიქრობთ, ეს იქნება რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, ისლამის დემონიზაცია და სოციალური უკმაყოფილება.
– ჩვენი ხელისუფლების მოქმედების ოპტიმალური ვარიანტი რა შეიძლება, იყოს?
– ჩვენმა ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა ახლა უნდა იმუშაონ პრევენციაზე. ივნისადმე უნდა დაიგეგმოს უარესზე და არა უკეთესზე. მათ უკვე უნდა ჰქონდეთ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებისა და პანკისში, ქვემო ქართლსა და აჭარში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი რელიგიური ლიდერების სიები და მათი აქტივობების შესახებ ინფორმაცია. მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჰყავდნენ ისინი. ალბათ, აქვთ მათი სიები, მე არ ვიცი. სპეცსამსახურები არავის ეტყვის, როგორ მუშაობენ. თუ ვინმე ამბობს, რომ იცის, ის იტყუება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროცესები გამწვავდება ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, რადგან რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეეცდება, კავკასიის რეგიონში თავისი საჭიროებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინოს, როგორც მინიმუმ, სავაჭროდ.
ამ თამაშში თურქეთს საქართველოში ვითარების არევა ხელს არ აძლევს. თურქეთისთვის ხელსაყრელია სტაბილური და დინამიკური განვითარების პროცესში მყოფი საქართველო. თუმცა მათაც აქვთ ერთი კოზირი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია არ მომხდარა და სადავოა ჩვენი დავით გარეჯი. აზერბაიჯანში კი ქართულ ეკლესიას სტატუსი არ აქვს და საკმარისია, აზერბაიჯანმა საზღვარი გაატაროს ისე, როგორც ის ბოლშევიკებმა გაატარეს თავის დროზე და ჩვენი დავით გარეჯი მოექცეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომ ინტერესთა კონფლიქტი აშკარაა. მიაქციეთ ყურადღება: ეს არ არის არც გეოგრაფია, არც პოლიტიკა, ესეც რელიგიური ნიშნით ინტერესთა კონფლიქტია. ანუ თურქეთს ეს კოზირი აქვს, მაგრამ ეჭვი გვეპარება, მან ეს გამოიყენოს. მეორე მხრივ, არც რუსეთისთვისაა ხელსაყრელი კავკასიის აფეთქება, ისედაც რთული ვითარება აქვს ქვეყნის შიგნით, მაგრამ, თუ მიხვდება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის გარდა სხვა არაფრის იმედი არ შეიძლება, ჰქონდეს საქართველოში, არ არის გამორიცხული, წავიდეს ამ გართულებაზე და პირდაპირ მიიღებს შედეგს. მოხდება ისლამის დემონიზაცია, ქართველები პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ლიდერების მეთაურობით გამოვლენ და, უარეს შემთხვევაში, მოითხოვენ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, უკეთესში, რაღაც ნაწილი იტყვის: არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც „ნატო“, ჩვენ გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობა ერთმორწმუნე ქვეყანასთან და ის დაგვეხმარება, რომ თავი დავიცვათ რადიკალი ისლამისტებისგან. აი, ასეთი შეიძლება, იყოს სავარაუდო სცენარი.

скачать dle 11.3