კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უბიწოდ შერყვნილი #19

ანუ კოჭლი თემიდა?!

 ისე მოხდა, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე ქართული სასამართლო სისტემის აქილევსის ქუსლად იქცა (თან, იმ ფონზე, რომ ეს ჩვენებური თემიდა ისედაც წაიკოჭლებს. ან კი როგორ იქნება ფეხგამართული, როდესაც იქით – საბჭოთა მემკვიდრეობა, აქეთ – „ნაციონალური“ ცინცხალი წარსული, ჩვეულება კი, მოგეხსენებათ, რჯულზე უმტკიცესია).
ჰოდა, მტკიცეა თუ უმტკიცო, ასეა თუ ისე, ამ თუ იმ მიზეზით, ზემოხსენებულ მოსამართლეს ვერავინ (ანუ ვერც ერთი ხელისუფლება) ვერ ელევა (ნეტავ, თაფლი სცხია თუ რამ უფრო ტკბილი?!).
შეგახსენებთ, რომ მას საზოგადოება სანდრო გირგვლიანის ამბავს ედავება (სწორედ ბ-ნმა მურუსიძემ გაჭრა და შეკერა ის საქმე).
თუმცა ტრაგიკომიკური ისიცაა, რომ მას აწ ოპოზიცია და იმხანად ხელისუფლებაც (აქეთ – „ნაციონალური მოძრაობა“, იქით – მისი განაყარი „ევროპული საქართველოც“) ედავება (თითქოს ლევან მურუსიძეს მათი დავალებით თუ დაუვალებლად არ ეჭრა და ეკერა სამართალი?!).
რაც მთავარია, თავად მოსამართლე (აწ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე) დარწმუნებულია საკუთარ უბიწოებაში (სამართლის მიმართულებით) და ამბობს (მომყავს ციტატა): „ლევან მურუსიძის გასამართლება რომ დაიწყოს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, კანონიერად, წერტილ-მძიმეში ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებს. მიღებული იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ითვალისწინებდა კანონი.“
მეტიც, გამოსავალიც არ მქონდაო (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „პროტესტის ნიშნად გამეხადა მანტია და წავსულიყავი პოლიტიკაში? თუ რა? ჩემ მაგივრად მეორე მურუსიძე მოვიდოდა და რა მნიშვნელობა აქვს?!“
თითქოს ლოგიკური ახსნაა, რომ არა ერთი მაგრამ: პირობითად, მურუსიძე უბრალოდ არ უნდა იყო! –

скачать dle 11.3