კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოულოდნელად დაქუხებული #19

ანუ მაშველი რგოლი – ოკეანის გაღმიდან

 თუმცა ჩვენმა სულზე უტკბესმა ოკეანისგაღმელმა პარტნიორმა (ცხადია, აშშ-მა) ოდნავ იმედები გაგვიცრუა, ვინაიდან ყოველწლიური დაფინანსება 46 პროცენტით შეგვიმცირა (ოღონდ იმ ფონზე, რომ ზოგიერთებს საერთოდაც გაუუქმა, საქმე მაინც სამაღარიჩოდ გვაქვს), აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტადაც კი ქუხს, ვიდრე დაგვაწვიმდა.
სახელდობრ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო აქტს სპეცსამსახურების (საკუთარის) დაფინანსების შესახებ და იქვე შენიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება დახმარების გაწევა მსოფლიოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აღიარებენ საქართველოს რეგიონების, ანუ ამ ჩვენი ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობას.
აშშ-ის სახელმწიფო ორგანოებს კი ეკრძალებათ ისეთი მოქმედება, რომელიც რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაციის მხარდასაჭერად იქნება მიმართული.
დოკუმენტს სულ უახლოეს ხანში სენატიც განიხილავს (ცხადია, დაამტკიცებს კიდეც) და ბოლოს მას თვით პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც კი მოაწერს ხელს!
ჩვენ არ ვიცით, შეუნელებს თუ არა ამ ჩვენს ოკუპანტს ოკუპაცია-ანექსიის ჟინს (ანალოგიურად იზრუნა ზემოხსენებულმა დოკუმენტმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე), მაგრამ ჩვენ კი გვიცოცხლებს იმედს, რომელიც ბოლოს კვდება.
და, ცხადია, მოკვდება, თუ ცოტა ჩვენც არ ჩავუბერეთ სული და მხოლოდ სენატ-კონგრესის დოკუმენტების იმედად დავიკრიფეთ ხელები!

скачать dle 11.3