გიჟმაჟი #19
ანუ რომელ პარტიას ეკუთვნი, ლუკაშენკო ალექსანდრე?!
ბელარუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს. ეს ინფორმაცია განა მასობრივ ინფორმაციის საშუალებებით, თვით ბელარუსის მთავრობის საიტზე განთავსდა: „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, დაევალა, საავტომობილო ტრანსპორტით უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა“.
ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის „დაზარალებული მოსახლეობისთვისაა“ განკუთვნილი.
შემადგენლობა კი შემდეგნაირია: საპონი, სარეცხი ფხვნილი, ტუალეტის ქაღალდი, კბილის პასტა, მცენარეული ზეთი, შაქარი და საფუარი (სულ 62 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელია).
დახმარებას ალექსანდრ ლუკაშენკო თავის უკრიანელ კოლეგას 26 აპრილს დაჰპირდა (ჰოდა, თქვა და აასრულა!) და თუმცა მას დაჰპირდა, ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ ჰუმანიტარულმა ტვირთმა ბარიკადების ორივე მხარეს დაზარალებულებამდე მიაღწიოს.
მართალია, 62 000 აშშ დოლარი დიდი ფული არ არის (და, მაინცდამაინც, არც ტუალეტის ქაღალდი და საფუარი უთავსდება ერთმანეთს ჰარმონიულად, ოღონდ ისიცაა, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ერთ დროს ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილი ბ-ნი ლუკაშენკო ისეთი გიჟმაჟია, თითქოს მასზე დაწერესო: „რომელ პარტიას ეკუთვნი, ეძგვერაძე ბარნაბა“?! –