კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთხელ, ისიც მხოლოდ ძილში?! #19

ანუ მოგშივდა? დაიძინე!

 იმ მარტივი მიზეზით, რომ დიეტომანია არცთუ უცხო ხილია ჩვენთვის, საზოგადოების, გნებავთ, მამრობითი, გნებავთ – მდედრობითი ნაწილისთვის, მისწრებასავით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ ბრიტანეთში, სახელდობრ, ლონდონში, უჩვეულო სპორტდარბაზი გაიხსნა.
უჩვეულო, ვინაიდან იმ საოცრებათა სპორტდარბაზში წონაში დასაკლებად არა ვარჯიში, არამედ ძილია საკმარისი.
როგორ? როგორ და მეტად მარტივად: იქ მხოლოდ კომფორტული ლოგინებია, რომლებშიც წონის დაკლების მსურველებს 45 წუთის განმავლობაში სძინავთ, ცხადია, სარელაქსაციო მელოდიის ფონზე.
საქმე ის არის, რომ საოცრებათა სპორტდარბაზში ისეთი ტემპერატურაა, რაც ადამიანს ძილში კალორიების დაწვაში ეხმარება.
იდეის ავტორები ირწმუნებიან, რომ ასეთ პირობებში ძილის შედეგად კიდეც გატანკენარდებით (წელის გარშემოწერილობა შეგიმცირდებათ) და გუნება-განწყობილებასაც გაიუმჯობესებთ.
რაკი რეალური შედეგი ჯერ უცნობია, თუ საქმე კარგად წავიდა, იქაურებს ჰპირდებიან, ფილიალები ბრიტანეთის სხვა ქალაქებშიც გაიხსნებაო.
დღესავით ნათელია, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავს სპორტდარბაზს არცთუ ცოტა კლიენტი გამოუჩნდებოდა, ხოლო, თუ სპორტდარბაზის სლოგანს გავიხსენებთ (თუ ვარჯიში გეზარებათ) და დავამეტებთ, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დაცვაც გვეზარება („გირჩთა“ სექტაში გაწევრიანების მსურველებიც ამის დასტურია), ისეთი სამხედრო ნაწილი ხომ არ გამოგვეგონებინა, სადაც ძილში ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადავიჭიმებოდით?! –

скачать dle 11.3