,,Mr. Cook” – მყუდრო და კომფორტული გარემო ჯანსაღი და გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად #18
კომპანია „Mr. cook-ის“ კაფეტერია მომხმარებელს სთავაზობს საკუთარი წარმოების, უმაღლესი ხარისხის უგემრიელეს კერძებს და საკონდიტრო ნაწარმს, როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოდან. ,,Mr. Cook”-ის გუნდი ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე და მათი მიზანია, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის, ხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქციისა და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა. კომპანიის განვითარება ხარისხსა და მომხმარებლის მოთხოვნილებაზეა ორიენტირებული. ,,Mc.Cook” მომხმარებელს სთავაზობს კულინარიული პროდუქციის ფართო არჩევანს, ცხელი და ცივი კერძების სახით. კაფეტერიის მენიუში განსაკუთრებული ადგილი უკავია საუცხოო იტალიურ ყავას და უგემრიელეს ქართულ კომპოტს. „Mc.Cook-ის” შექმნის ისტორიაზე, წარმატების საიდუმლოსა და ბევრ საინტერესო დეტალზე, კომპანიის დამაარსებელი და დირექტორი, ბატონი დავით ჯანჯღავა გვესაუბრა.
დავით ჯანჯღავა: გარკვეული პერიოდი ინგლისში ვცხოვრობდი, სადაც კვების ინდუსტრიაში მუშაობის გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. შესაბამისად, ეს სფერო ჩემთვის უცხო არ იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ შემომთავაზეს, ამერიკის საელჩოს კაფეტერიის მენეჯერობა და დაახლოებით ორი წელი ამ პოზიციაზე ვიმუშავე. შემდეგ მივხვდი, რომ აღარ მინდოდა, სხვისი დასაქმებული ვყოფილიყავი და გადავწყვიტე, საკუთარი ბიზნესის შექმნა. მართლაც, 2009 წელს შევქმენი კომპანია. აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას ტენდერებში და ვიმარჯვებდით. გვევალებოდა არაერთი დახურული ტიპის კვების ობიექტების მოწყობა და მართვა. იმ პერიოდში დასაქმებული გვყავდა 140 ადამიანი. 2015 წელს მივხვდით, რომ დახურული ტიპის ობიექტები ზედმეტი თავის ტკივილი იყო ჩვენი კომპანიისთვის და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი კვების ობიექტი, სადაც მოვემსახურებოდით ხალხს და ყველა ფენის წარმომადგენელს ექნებოდა საშუალება, მყუდრო და კომფორტულ გარემოში შექცეოდა ჯანსაღ და გემრიელ საკვებს. მანმადე იყო პერიოდი, როდესაც ისევ ემიგრაციაში დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ შემეძინა შვილები და ამ ფაქტმა განაპირობა ჩემი აქ დარჩენა. მყავს მეუღლე, სამი შვილი და ვხელმძღვანელობ ,,Mr. Cook-ს”. ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ერთი ობიექტი, მაგრამ გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებსაც ვემსახურებით გარე შეკვეთებზე, როგორიც არის – ფურშეტები, წვეულებები, დაბადების დღეები და ასე შემდეგ. ვაპირებთ სხვა ობიექტების დამატებას. ამ ეტაპზე ვართ კადრების გადამზადების პროცესში. ,,Mr. Cook” არ არის სწრაფის კვების ობიექტი. ჩვენთან არის ჯანსაღი საკვები – ყველაფერი ორი საათის განმავლობაში მზადდება.
– როგორ მოიპოვა ,,Mr. Cook-მა” მომხმარებლის ნდობა და სიყვარული?
– ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ჩვენ ვქმით გემრიელ და რაც მთავარია, ჯანსაღ საკვებს, რისი შეყვარებაც ძალიან ადვილია. ჩვენ ვქმნით პროდუქტს ზეთის გარეშე. ჩვენი პროდუქცია არ შეიცავს არანაირ დანამატებს. არ ვიყენებთ ქიმიურ შენაერთებს და თუ პროდუქტი არ არის ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური, ის ჩვენს კომპანიაში ვერ მოხვდება. ყოველდღიურად ძალიან ბევრი სტუმარი მოდის ,,Mr. Cook-ში” და როგორც წესი, შუადღის შემდეგ დასაჯდომი ადგილები ფიზიკურად აღარ გვაქვს. ხშირად მოდიან ტურისტები, რომელთა უმრავლესობასაც უკვე აქვს საყვარელი საკვები ჩვენთან. მაგალითად: როცა უცხოელები შემოდიან მაშინვე ჩვენს ისპანახის სალათს კითხულობენ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.
– როგორია „Mr. Cook-ის” მენიუ?
– გვაქვს არაერთი ისეთი კერძი, რითიც შეგვიძლია თავი დავამახსოვროთ მომხმარებელს. ჩვენ მათ ვთავაზობთ გემრიელ წვნიანებს, სალათების ფართო არჩევანს, სხვადასხვა ფხალეულსა და გარნირებს. რაც შეეხება საკონდიტრო ნაწარმს, თითოეული პროდუქცია მზადდება უნიკალური რეცეპტურით. ჩვენს მენიუში ჭარბობს ქართული კერძები – უგემრიელესი ცომეული, რომელიც განსაკუთრებული გემობრივი თვისებებითა და ვიზუალური ნაირსახეობით გამოირჩევა. გარდა ქართული კერძებისა, ,,Mr. Cook-ის მენიუში გვაქვს თურქული, ინდური, მექსიკური და იტალიური სამზარეულოს უგემრიელესი კერძები.
– როგორ დაახასიათებთ ,,Mr Cook-ის” მზარეულებსა და მომსახურე პერსონალს?
– როდესაც ,,Mr.Cook-ს” ვხსნიდით, საკმაოდ გართულდა ღირსეული პროფესიონალი მზარეულების შერჩევის პროცესი. დღეს ჩვენ გვყავს მრავალწლიანი გამოცდილების კარგი პროფესიონალი მზარეულები, რომლებიც ერთგულად იცავენ ხარისხიანი საკვების მომზადების პროცესს. რაც შეეხება მომსახურე პერსონალს, ამ მიმართულებით აქცენტს ვაკეთებთ ახალგაზრდა, ხალისიან მომსახურე პერსონალზე, რადგან ისინი, გარკვეულწილად, ქმნიან მომსახურების დონეს ჩვენთან. ჩვენი პრიორიტეტია თითოეულ მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო და მივცეთ ჯანსაღი და გემრიელი კერძების დაგემოვნების საშუალება.
მისამართი: თბილისი, შევჩენკოს ქ. ¹5, შესასვლელი ლესია უკრაინკას ქუჩიდან.
საკონტაქტო ტელ: +995 322 47 74 32
ვებ-გვერდი: www.mrcook.ge
facebook: mr.cook