კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უფინანსებდნენ ირმა სოხაძეს ნაციონალები ყველა პროექტს და რას არ აკეთებს ის ბიძინა ივანიშვილის ხათრით #18

ცნობილი მომღერალი ირმა სოხაძე, მიუხედავად პროფესიულად აქტიური ცხოვრებისა, საოჯახო საქმეებსაც არაჩვეულებრივად ართმევს თავს და როგორც გვითხრა, გემრიელი კერძების მომზადება მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ოჯახური საქმიანობის პარალელურად, ბევრ ახალ პროექტსა და იდეაზე მუშაობს, თუმცა, როგორც ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლების მხარდამჭერია, დღეს ბევრი მისი პროექტი იბლოკება.
ირმა სოხაძე: ჩემი ოჯახი ძალიან ტრადიციულია. მიმაჩნია, რომ ტრადიცია კარგია. ასეთია ახალი წელი, ოჯახის წევრების დაბადების დღეები და უპირველესი – აღდგომა. ჩემს ბავშვობაში, როცა გავარვარებული კომუნისტური რეჟიმი იყო და ორივე ბაბუა მაღალი თანამდებობის პირი გახლდათ და ბუნებრივია, პარტიული მუშაკები იყვნენ, ამ პირობებში ჩვენს ოჯახში, წესით, აღდგომა ზეიმი არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, აკრძალვების მიუხედავად, უნდა გენახათ, რა დღეში იყვნენ ბებიაჩემები. კვერცხსაც ვღებავდით და საფლავზეც გავდიოდით, მაგრამ ამის გამო რეპრესიები არასდროს შეგვხებია. ეს დღე ყოველთვის სიკეთისა და სიყვარულის ზეიმი იყო – თავის წითელი კვერცხებით, პასკის სურნელითა და ოჯახში ფუსფუსით. გასულ წელსაც კი, დედაჩემმა შეღება კვერცხები, თუმცა წელს უკვე ამდენი შეძლება აღარ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი წესის დარღვევით ღებავს, მაინც ჩემზე უკეთესი ფერი გამოსდის (იცინის).
– თქვენი პროფესიული აქტიურობიდან გამომდინარე, შეიძლება, ბევრმა იფიქროს, რომ „სახლის საქმეებიდან“ შორს ხართ.
– რას ამბობთ, როცა საჭიროა, ძალიან კარგი დიასახლისი ვარ და კარგი ხელიც მაქვს. მამაჩემი, რომელიც სამწუხაროდ, ერთი წელია, ჩვენთან აღარ არის, გიჟდებოდა ჩემ გაკეთებულ ჩიხირთმაზე. საცივსაც არ ვაკეთებ დედაჩემზე ნაკლებად. სწრაფი ვარ და შემიძლია, მოკლე დროში ერთდროულად რამდენიმე სახის საჭმელი მოვამზადო. მეუღლის მეგობრებსაც ძალიან უყვარდათ ჩემი მომზადებული კერძები. მეამაყება, რომ „არაფრის გამკეთებელი” ქალი არ ვარ. არიან ასეთი გოგოები და ძალიან ბევრს ამით თავი მოაქვს. „ვაიმე, სად შემიძლია, ხახვს როგორ დავჭრი?!“ – ასეთი ნამდვილად არ ვარ. როცა გავთხოვდი, რომ არ მოვიტყუო,  მეც არ ვიცოდი კარგად, რა, როგორ უნდა გამეკეთებინა. პირველი ხუთი წელი, სანამ დედამთილთან ვცხოვრობდი, ის სამზარეულოში არ შემიშვებდა და გაზქურას არ გამაკარებდა. მერე, როცა მე და ჩემი მეუღლე მარტო გადავედით საცხოვრებლად და პატარა შვილები გვყავდა, რა თქმა უნდა, თვითონ დავიწყე კერძების მომზადება. აბა, რა უნდა მექნა, დავმჯდარიყავი და დედაჩემის მოსვლას დავლოდებოდი?!
– დედის როლიც ცოტა გვიან გააცნობიერეთ?
 – ასეა. ადამიანი რაღაცეებს გვიან აცნობიერებს. 19 წლის რომ თხოვდები და მაშინვე  ბავშვს აჩენ, გაცნობიერებული არ გაქვს, რას აკეთებ. ეს ჩვენთანაა ნორმა, თორემ უცხოეთში არავინ თხოვდება ამ ასაკში. თუ შემთხვევით, მაინც ასე მოხდა, მაშინ რამდენიმე წელი იცდის, სანამ ჭკუაზე მოვა – ოჯახი ოჯახს დაემსგავსება და მერე სრულიად გაცნობიერებულად და დაგეგმილად აჩენს შვილს. ჩვენთან ასე არაა და ჩემთვისაც მთავარი ის იყო, რომ შვილი უნდა გამეჩინა. პარალელურად, ორ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ფრიადოსანი ვიყავი, მერე კვარტეტ „თბილისის“ სოლისტი გავხდი, დავდიოდი გასტროლებზე და ნამდვილად არ ვიყავი მზად შვილის გასაზრდელად. პირველი წლები ჩემი გოგო, სალომე, დედაჩემთან იყო და ის ზრდიდა. მერე სულ ვხუმრობდი, მე და სალომე უფრო მეგობრები ვართ, ვიდრე დედა-შვილი და თუ რამე ამაგზეა საუბარი, სალომეს მეტი ამაგი აქვს ჩემზე, ვიდრე მე მასზე-მეთქი (იცინის). მან ძალიან ბევრ რამეზე ამიხილა თვალი. იცით, რომ ძალიან განათლებული და ჭკვიანია. ბევრ რამეს შემახედა სხვა თვალით. ახლა ხშირად სალომეს დედად რომ მასახელებენ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. მეორე შვილი ცხრა წლის შემდეგ გავაჩინე. უკვე დიდი და ბევრად ჩამოყალიბებული ვიყავი. ის სრულიად გაცნობიერებულად გავზარდე. ორი წელი დეკრეტულ შვებულებაში გავედი. სახლში ვიყავი და შვილს ვზრდიდი. დედა და დედამთილი ძალიან მეხმარებოდნენ, მაგრამ ეს უკვე დახმარება იყო – ისინი აღარ მიზრდიდნენ შვილს.
– სალომეს საყვედური არასდროს უთქვამს, რომ ბავშვობაში, როგორც დედა, მის გვერდით ნაკლებად იყავით?
– გულის წყვეტის მომენტი არ აქვს, რადგან მას არაფერი დაკლებია. მე სხვა ქვეყანაში არ ვყოფილვარ და მაინც გვერდით ვყავდი. 5-6 წლიდან თითქმის სულ ჩემთან იყო, მაგრამ ხუმრობით ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, გვქონია ხოლმე. როცა უკვე გაიზარდა და თვითონაც თინეიჯერობის ასაკში იყო, სულ მეხუმრებოდა, რატომ გამაჩინე, თუ ჩემთვის არ გეცალაო (იცინის). თვითონ 24 წლის გათხოვდა, მაგრამ რვა წელი შეგნებულად არ გააჩინა შვილი. სხვათა შორის, ორივე 24 წლის გათხოვდა.
– რა იყო ყველაზე რთული ორი შვილის აღზრდისას?
– თუ ხედავ, რომ შენი ქალიშვილი ისეთ ნაბიჯს დგამს, რომ თავს იღუპავს, მაშინ შეიძლება, უხეშად ჩაერიო. სხვა შემთხვევაში, როცა რაღაც ცოტა არ მოგწონს, არ უნდა ჩაერიო. ეს საშინელი დანაშაულია. ამიტომ, მათ ცხოვრებაში უხეშად არასდროს ვერეოდი. თუმცა აზრს ხშირად მეკითხებოდნენ. მაგრამ, გათხოვების დროს არცერთს არაფერი უკითხავს, საერთოდ არ დაინტერესებულან ამით. ორივემ ფაქტის წინაშე დამაყენა, მაგრამ ისეთი კარგი არჩევანი გააკეთეს, სიხარულის გარდა, სხვა არაფერი დამრჩენოდა. თუმცა, მანამდე გაგონილი მქონდა, რომ სალომეს რჩეული ძალიან კარგი ალბანელი ბიჭი იყო.
– ალბანელი სიძე როგორ მიიღეთ?
– ეროვნებაზე აქცენტირების მომენტი არასდროს მქონია. ჩვენ ინტერნაციონალური ოჯახი გვაქვს. ჩემმა ძმამ გერმანელი მოიყვანა ცოლად და სამი ძმისშვილი ნახევრად გერმანელი მყავს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მერე სალომეს ადრიანი რომ გავიცანი, მივხვდი, რომ ეს ბედის საჩუქარი იყო. პროფესიით პოლიტოლოგია. ახლა „ილიაუნში“ კითხულობს ლექციებს. პერიოდულად ჩამოდის. ანალოგიური კეთილგანწყობა მაქვს მეორე სიძისადმი. ბექა ნაცვლიშვილი პოლიტიკოსია, პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“. სულ არ მაინტერესებს მისი პოლიტიკური სიმპათიები. თუმცა, ჩემთვის ძალიან მიუღებელი პარტიის წევრი რომ ყოფილიყო, პიროვნულად შეიძლებოდა, კონფლიქტი გვქონოდა. არ მესმის დამოკიდებულება: რადგან ოჯახის წევრია, მეც მის პოზიციაზე უნდა ვიყო და პირში წყალი უნდა ჩავიგუბო.
– პოლიტიკური  სიმპათიების მიხედვით, ხელოვანების, ეგრეთ წოდებული, „დაბლოკვა“ აქტუალური თემაა. თქვენთვის არ უთქვამთ, რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენელი გყავთ სიძე, ამიტომაც გაქვთ ხელშეწყობაო?
– გაგეცინებათ, მაგრამ არანაირი ხელშეწყობა არ მაქვს და ამიტომ ამას ვერავინ წამომძახებს. რატომ არ არის ასე, ეს მეც მაინტერესებს და ბოლომდე ვერ გავერკვიე. ძალიან ბევრ კონცერტზე არ მეძახიან, ბევრ ჩემს პროექტს უარს ეუბნებიან და მეტსაც გეტყვით, წინა ხელისუფლების დროს, იმის მიუხედავად, რომ ნაციონალებთან სულ პრეტენზიები მქონდა,  ყველა ჩემი პროექტი ფინანსდებოდა. ნაციონალები არაფერზე უარს არ მეუბნებოდნენ და დღევანდელ ხელისუფლებაში მეუბნებიან: ფული არ არისო და ჩემს პროექტებს აჩერებენ. მიზეზი ჩემთვისაც გაუგებარია.
– სალომესა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ხომ არ შეიცვალა სიტუაცია?
– არა. ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. როგორც ჩანს, ვიღაც გავაკრიტიკე, რაღაც ისე ვთქვი, რომ არ ესიამოვნათ. კრიტიკა არავის სიამოვნებს, მაგრამ ასე გადაკიდება და გაბუტვა, საბავშვო ბაღის დონეა. როცა ამ ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, გული ისე მტკივა, შეიძლება, ბევრი „ოცნების“ წევრს არ სტკიოდეს ასე. მე ვარ ამათი მხარდამჭერი, აპოლოგეტი და გვერდში მდგომი, ამიტომაც მინდა, ყველაფერი კარგად იყოს. თორემ, წინა ხელისუფლებას რომ ვაკრიტიკებდი, გული არ მტკიოდა. ახლა, როცა ჩემს რწმენას ყოველდღიურად რაღაც აკლდება, ძალიან მძიმეა ამის ყურება. ხელისუფლებაში, ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს და ჩვენ მოკრძალებული კრიტიკის უფლებაც არ გვაქვს, იმწუთას გვებუტებიან. გაბუტვა კი არა, საუბარია საჭირო. თუ მე ვცდები, მაშინ ამიხსენი, რატომ. მაგრამ ეს დამოკიდებულება არაა. პირიქით, გავბედე და რაღაც კრიტიკული ვთქვი, ხელისუფლების წევრები აღარ მესალმებიან.
– ამ ამბების შემდეგ ივანიშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ამ ადამიანს საოცარ პატივს ვცემ და დღესაც ვიმეორებ – თუ მე ამ ხელისუფლების მიმართ არ ვარ ძალიან კრიტიკული, მაშინ, როდესაც ბევრი არგუმენტი მაქვს მეტი კრიტიკისთვის, მაგრამ რაღაცეებისგან თავს ვიკავებ, ველოდები, რომ გონს მოვლენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილთანაა აფილირებული. მე ამ კაცს იმხელა პატივს ვცემ, რომ მისი ხათრით, კიდევ ბევრ რამეს არ ვამბობ.

скачать dle 11.3