თემო გვალიას ანეკდოტები
სადარბაზოში, კიბეებზე ახალგაზრდა კაცი შეხვდება ხანში შესულ მეზობელს, ამირანოვიჩს და ეკითხება:
– როგორ ხარ, ამირანოვიჩ?
– ბიჭო, მე კი ვარ კარგად, მაგრამ რა დღეში ხართ შენ და შენი ცოლი ღამე, ჰა? რა უბედურებაა, შენი ცოლი სექსის დროს, რომ ბოლო ხმაზე გაჰყვირის? მთელ მეზობლებს ესმით. სირცხვილია, შვილო, ასე როგორ შეიძლება?
– რა ვქნა, ამირანოვოჩ, სულ მაგას ვეუბნები, მაგრამ ესმის?!
– ხოდა, თუ არ ესმის, ააკარი პირზე სკოჩი და გაჩუმდება!
იმ ღამეს, მართლაც ააკრა სკოჩი პირზე ახალგაზრდამ თავის ცოლს სექსის დროს. უცებ, შუა საქმის დროს ახალგაზრდა უყვირის ამირანოვიჩს:
– ასე კარგია, ამირანოვიჩ?
– კი, კი, კარგია, კარგი!!
ცოტა ხანში ისევ უყვირის:
– ასე ხომ ჯობია, ამირანოვიჩ?
– კარგია, კარგიიი!
მესამედაც დაუყვირა ახალგაზრდამ:
– აბა, როგორია, ამირანოვიჩ?
– ე ბიჭო, მოხსენი ეგ სკოჩი შენს ცოლს, თორემ მეზობლებს ჰგონიათ, მე მხმარობ!
***
ბავშვი ეკითხება მამას:
– მამა, მე როგორ გავჩნდი?
– შენ, შვილო, წერომ მოგიყვანა და სახლის კართან ჩამოგაგდო.
– ე, კარგი რა, მამა... რა სასწაული კაცი ხარ... ანგელოზივით დედიკო მყავს და წერო რამ მოგა...ნა?
***
გურული შესჩივის მეგობარს:
– ყოველდღე მთხოვს ეს ჩემი ცოლი ფულს, აღარ შემიძლია.
– კი მაგრამ, რაში ხარჯავს?
– არ ვაძლევ და რას დახარჯავს?
***
– რამდენი წლის ხარ?
– თვრამეტის.
– კი მაგრამ, რამდენიმე წლის წინაც იგივეს არ ამბობდი?
– მე მათ არ ვგავარ, ვინც დღეს ერთს ამბობს, ხვალ – მეორეს!
ზურა გორგაძის ანეკდოტები
გინეკოლოგის კაბინეტიდან გამოდის სვანი გოგო. უხასიათოდაა და დაფიქრებული. იქვე მყოფი ქალი ეუბნება:
– რა გჭირთ, გოგონი?
– ორსულად ვარ!
– მერე მაგას რა ჯობია! გილოცავთ!
– ორსულად რომ ვიყავი ვიცოდი, მაგრამ ახლა გავიგე, რომ ტყუპები მეყოლება და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.
– რატომ?
– რა ვუთხრა ქმარს? როგორ ავუხსნა, ვისგან არის მეორე ბავშვი...
***
დაფიქრებული დგას ტიპი. მივა უბნელი და ეუბნება:
– რა იყო, გიგი, რას ფიქრობ?
– აუ, ბიჭო... უკნიდან კისერში კოცნა ხომ სასიამოვნოა?
– კი, მერე?
– ხოდა, ვერ ვხვდები, ამის გამო რატომ მიბრაზდება და მლანძღავს ხალხი მეტროში.
***
– ჩემი გოგო იაპონური მანქანის ძრავასავიათაა.
– ეგ როგორ?
– ერთი ჩახუტება ორი დღე ყოფნის.