კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და რატომ გაუჩინარდნენ კლაუდია კარდინალე და ოთარ კობერიძე ცნობილი საბჭოთა ფილმის გადაღების დროს #18

ცნობილი ქართველი, საბჭოთა კინორეჟისორი მიხეილ კალატოზოვი (კალატოზიშვილი) იხსენებდა: „ჩემს ფილმში, „წითელ კარავში“, მსოფლიო კინოვარსკვლავებთან, კლაუდია კარდინალესთან და შონ კონერთან ერთად, ცნობილი საბჭოთა კინომსახიობებიც მოვიწვიე, მათ შორის, ქართველებიც და ერთ-ერთი იყო ოთარ კობერიძე. ულამაზესი, 30 წლის კლაუდია კარდინალე, ფაქტობრივად, ჭკუას აკარგვინებდა ფილმში მონაწილე მამაკაცებს. ყველა მას ეტრფოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ქალმა არც 38 წლის უსიმპათიურესი და უცნობილესი  შონ კონერი გაიკარა, რომელსაც ქალები საწოლში უხტებოდნენ და არც 24 წლის „კრასავჩიკი“ – ნიკიტა მიხალკოვი. კარდინალეს, ჟარგონით რომ ვთქვა, ჩვენი ოთარ კობერიძე „დაევასა“, რომელიც თავის მექალთანე კოლეგებზე ბევრად უფროსი იყო – 45 წლის სწორედ ფილმის გადაღებებისას შესრულდა. გადაღებები სხვადასხვა ადგილებში მიმდინარეობდა. მათ შორის, ლენინგრადშიც შევყოვნდით ერთი თვით და ფინეთის ყურეში ვმუშაობდით. კლაუდია კარდინალე სასტუმრო „ასტორიაში“ ცხოვრობდა, ისევე, როგორც შონ კონერი და მას „ლიმუზინი“ ემსახურებოდა. როგორც  კონერი და მიხალკოვი ცდილობდნენ ულამაზესი ქალის გულის მონადირებას, ასევე გასაქანს არ აძლევდა ოთარს კარდინალე. ბოლოს, კარდინალემ ოთარი თავის ნომერში დაპატიჟა სტუმრად. კობერიძე კაცი იყო, გაეცინა და დაეთანხმა. ამის შემხედვარე გაწბილებულმა „ჯეიმს ბონდმა“ (კონერმა) ქართველ კოლეგა მეტოქეს შესთავაზა – ხელი გადავწიოთ და ვინც მოიგებს, კლაუდიასაც ის ესტუმროსო. კინოვარსკვლავი ქალიც იქვე იყო და „ჯეიმს ბონდს“ დასთანხმდა. უარი არც ოთარს უთქვამს, მაგრამ ეშმაკმა, ახალგაზრდა ნიკიტა მიხალკოვმა უფროს კოლეგებს შესთავაზა:
– მოდი, ეს დავა ძველი, ჰუსარული წესისამებრ გადავწყვიტოთ. ფანჯრის რაფაზე დადექით, სპირტიანი სასმელი მოიყუდეთ და ვინც არ გადავარდება, გამარჯვებულიც ის იყოსო.
ჩემი აზრით, ნიკიტა ფიქრობდა: კონერი და კობერიძე გაილეშებიან, შერცხვებიან და კარდინალეს მე დავეუფლებიო. „ბონდიც“ და ოთარიც დათანხმდნენ ნიკიტას, მაგრამ ოთარმა დააზუსტა – ქართული არაყი დავლიოთო, რაზეც „ბონდმა“ თანხმობა განაცხადა და კობერიძემ თბილისიდან წამოღებული ჭაჭა მოიტანა. ფანჯრების რაფის ნაცვლად, ორივე მსახიობი კინოგადამღები ფურგონის სახურავზე ავიდა და შეჯიბრებაც დაიწყო... ოთარმა ჭაჭა ბოლომდე გამოსცალა, კვლავ ფეხზე იდგა და შონ კონერს უყურებდა, რომელმაც მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი დალია, შემდეგ ამოყირავდა და ქვიშაში თავით ჩაერჭო. ეს კიდევ არაფერი. ჭაჭამ ის ისე ცუდად გახადა, რომ ხუთი დღე ქმედითუუნარო იყო და გადაღებები შევაჩერეთ. არადა, ფილმის ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარი იყო, რომელსაც ცნობილი პროდიუსერი, ფრანკო კრისტალდი აფინანსებდა და კონერის ჭაჭით თრობამ მას 200 ათასის ზარალი მოუტანა. სანამ ფილმის გადაღებები შეჩერებული იყო, კარდინალე და ჩვენი ოთარი ხუთი დღით გაუჩინარდნენ.“

скачать dle 11.3