კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები #18

კანტი: რაც მეტია ჩვევა, მით ნაკლებია თავისუფლება.
ჯონსონი: სიკეთე ჩვენს ხელთაა, ბოროტება – არა.
პასკალი: ჩვენ არ ვცხოვრობთ, ჩვენ მხოლოდ ვაპირებთ ცხოვრებას.
ლესინგი: როგორც კი დათანხმდები იმაზე ნაკლებს, რასაც იმსახურებ, მიიღებ იმაზე ნაკლებს, რასაც დათანხმდი.
მურინიო: თუ თქვენ მოსწონხართ ადამიანებს, ესე იგი, კარგი პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ თუ ისინი ვერ გიტანენ, უკეთესი ხართ.
ბუტულესკუ: სასტიკი სასჯელია – დასაჯო.
კონფუცი: თუკი გულში სიძულვილი მძლავრობს, მაშასადამე, დაგამარცხეს.
გოეთე: ვინ როგორია, ისეთივეა მისი ღმერთიც. აი, სად არის სასაცილო ზოგჯერ ღვთაება.
როლანი: მამაკაცს უნდა უყვარდეს სამი ქალი – რომელმაც გააჩინა, ვინც გაუჩინა და რომელიც გაუჩნდება.
ტოლსტოი: როდესაც გიღალატებენ, ეს ხელების მომტვრების ტოლფასია. პატიება შესაძლებელია, თუმცა ჩახუტება – უკვე შეუძლებელი.
კოელიო: ხანდახან უნდა გაიქცე, რომ დაინახო, ვინ გამოგყვება. ხანდახან არასწორად უნდა მოიქცე, რომ გაიგო, ვინ არის შენ გვერდით, როცა ყველაფერი თავზე გენგრევა.
ბუფონი: ადამიანებმა ისწავლეს ბრძნული ფრაზები ზეპირად და გაჭირდა იდიოტების გამოცნობა.
გოეთე: სიამაყე გართმევს ცხოვრებას.
დიკენსი: თუ ღმერთი შენკენაა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა შენ წინააღმდეგ.
ავგუსტინე: როდესაც ლოცულობ, ღმერთი გისმენს, როდესაც უსმენ, ღმერთი გესაუბრება, ხოლო, როდესაც გწამს, ღმერთი მოქმედებს.
ჩეხოვი: სანამ ადამიანი გრძნობს ტკივილს, ის ცოცხალია; როდესაც გრძნობს სხვის ტკივილსაც – ადამიანი.
სტენდალი: ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომლის შემდეგაც სხვანაირი ხდები. არ აქვს მნიშვნელობა, ის დიდ ბედნიერებას მოგიტანს თუ დიდ ტკივილს, მაგრამ ისეთი, როგორიც იყავი, ვეღარასდროს იქნები!
ვოლტერი: ყოველთვის თქვით სათქმელი ბოლომდე, თორემ თქვენი გაუბედაობის გამო, ერთ დღესაც თავზე დაგაჯდებიან.
ჟირარდენი: თუ წყვილმა დაშორების შემდეგ მეგობრობა გადაწყვიტა და ეს კარგად გამოსდით, მაშინ მათ კვლავ უყვართ ერთმანეთი ან არც არასდროს ჰყვარებიათ.
მოპასანი: მე მომწონს, როგორ მიდიან ლამაზი და ამაყი ქალები – სწრაფად და მიზანმიმართულად, ქუსლების კაკუნით და კარების ჯახუნით... შეიძლება, შემდეგ ისინი სიმწრისგან ხმამაღლა ტირიან, მაგრამ მიდიან შესანიშნავად.

скачать dle 11.3