კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოისახება მთელ აფხაზეთში სახლის გატეხილ ფანჯრებზე ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს ხატები და როგორ ადუღდა ჭა ბედიაში #18

აღდგომის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე სასწაულები  ხდება. აფხაზეთის ცაზე ღამით ღვთისმშობელი გამოისახა. სხვადასხვა სოფელში, სახლის ფანჯრებზე ხატები ისახება. თითქოს ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავებივით ეშვება სინათლე, ფანჯარას ეჯახება და ხატად ისახება. ბედიაში ჭამ დუღილი დაიწყო. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ იმ სახლის მცხოვრებს, რომელთანაც ეს სასწაული მოხდა.
მარიკა ძიძუა: თავიდან, 16 აპრილს, პირველად გალში, ქეცბაიების ოჯახში გაჩნდა ეს სასწაული – ფანჯარაზე გამოისახა ღვთისმშობელი, ზუსტად ისეთი, როგორც ფრესკაზე. ოჯახის უფროსს შეშინებია და მეზობლებისთვის უთქვამს. მერე გაიგო მთელმა სოფელმა და მას შემდეგ ხალხის ნაკადი და ლოცვები არ შეწყვეტილა. ახლაც გამოსახულია, არ გამქრალა. მას მერე ყოველდღე რაღაც ხდება და ამ სასწაულმა მთელი აფხაზეთი მოიცვა.
– თქვენს ოჯახში როდის გამოისახა?
– ჩვენს ოჯახში 24 აპრილს, საღამოს საათებში გაჩნდა. ბავშვებმა შეამჩნიეს ფანჯარაზე გამოსახული ღვთისმშობლის ხატი. თავიდან, ნაწილ-ნაწილ ჩანდა. ახლა ბოლომდეა გამოსახული. ჩემებმა სანთლები დაანთეს, ლოცვები წაიკითხეს. ახლა მამაოს მოყვანას და სახლის კურთხევას ვაპირებთ. ასევე გამოისახა სოფელ ფიჩორში კიკალიებთან, ორჟონიებისა და პაპავების ოჯახში. გუშინ კიდევ ოთხ ოჯახში გაჩნდა. ორ ფანჯარაზეა ღვთისმშობელი და იესო ქრისტე. უმეტესობა ღვთისმშობელია. სოფელ რეფში ერთ-ერთ ოჯახში მამა გაბრიელის ხატი გამოისახა, ასევე, ოჩამჩირეში – მიტოვებულ სახლშიც. ძირითადად, გატეხილ შუშებზე ისახება. უკვე ოცამდე მოვლენა დაფიქსირდა. ჭუბურხინჯში, მონასტრის უკანა კედელზე მამა გაბრიელი გამოისახა.
– მართალია, რომ აფხაზეთის ცაზე ღვთისმშობელი გამოისახა და ჭამ დუღილი დაიწყო?
– ერთი კვირის წინ გუდაუთის ცაზე ღამით, დღესავით განათდა და ღვთისმშობელი გამოისახა. რამდენიმე დღეა, ბედიაში ჭამ დუღილი დაიწყო. წყლის ამოსაღებად რომ მიდიან, ჯერ იკლებს, მერე ისევ იმატებს. უკვე რამდენიმე დღეა, ჭის წყალი დუღს და ნაპერწკლები სცვივა. უთქვამთ მამაოსთვის, რომელიც მოსკოვიდან ჩამოსულა. უნახავს მას, მაგრამ ახსნას ვერ უძებნიან.
– სასულიერო პირები თუ იყვნენ მოსულები და ამ სასწაულებს რას უკავშირებენ?
– გალში, სადაც პირველად მოხდა ეს სასწაული, ჩამოვიდნენ რუსული სამღვდელოების წარმომადგენლები. რომ შემოვიდნენ, ეზო ხალხით იყო სავსე და გამოსახულება გაქრა. უნდოდათ, ფანჯარა ჩამოეხსნათ და გამოსახულება ეკლესიაში დაებრძანებინათ. ეს რომ თქვეს, ორი საათის განმავლობაში, სანამ რუსი მღვდლები იქ იყვნენ, გამოსახულება  გაქრა, რომ წავიდნენ, ისევ გამოჩნდა. რუსი მამაოები აღშფოთებული არიან ამ ფაქტით. ჩვენმა პატრიარქმა გაიგო და უტირია. ჩვენი ხალხი ვითხოვთ პატრიარქის ჩამოსვლას აფხაზეთში და ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანებას. ერთ-ერთი ეკლესია რომ აკურთხოს და აფხაზეთი და ხალხი დალოცოს.
– ხალხის რეაქცია როგორია?
–  ხალხს უხარია, თან პანიკაშია. ვერ ხსნიან ამ მოვლენას და არც არავინ არაფერს ამბობს ამის შესახებ. აფხაზები, რუსები, ქართველები – ყველანი მოდიან ამ სასწაულის სანახავად და ლოცულობენ. აფხაზებს ეშინიათ და ამბობენ, ძალიან დიდი ამბის მომასწავებელიაო. თან, აფხაზეთში ბევრი სიწმიდეა, უფალმა ამიტომ აირჩიაო. ხალხი შფოთავს, რადგან სასწაულები ადრეც მომხდარა, მაგრამ აღარ გაგრძელებულა. ეს კი მთელ აფხაზეთს მოედო. ამბობენ, ხალხი გადაგვარდა და რწმენას რომ დაუბრუნდნენ და ხელისუფლებაც აზრზე მოვიდეს, იმიტომ ხდება ეს სასწაულებიო. ზოგი ამბობს, კარგის ნიშანიაო, ზოგი კი ცუდის მანიშნებლად მიიჩნევს და პანიკაში არიან. ერს იმედი აქვს დაკარგული და ამაზე დიდი იმედი რა გინდათ?! ეს ხომ ხალხს იმედს დაუბუნებს, რწმენას და შინ დაბრუნების ნაპერწკალს გაუღვივებს.  რაც მთავარია, ამ მოვლენამ აფხაზები, ქართველები და რუსები გააერთიანა. ყველა მოდის და ერთად ლოცულობენ.

скачать dle 11.3