კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუძლია ინდივიდუალურ პირს საკუთარი სახლისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავება #18

გქონდეს საკუთარი ელექტროსადგური – ნიშნავს საკუთარ სახლში გამოიმუშავებდე შენთვის საჭირო ელექტროენერგიას და მოიხმარდე უფასოდ. ამისთვის საჭიროა, საკუთარი სახლის სახურავზე მზის პანელები ან ქარის ელექტროსადგურები დაამონტაჟო. ზუსტად ასე მოიქცა პროფესიით იურისტი თორნიკე დარჯანია, რომელიც ენერგიის ალტერნატიული წყაროებით წლების წინ დაინტერესდა. დღეს კი უკვე საკუთარი ოჯახისთვის საკმარისზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს უფასოდ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.
თორნიკე დარჯანია: მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები პირველად რამდენიმე წლის, წინ გერმანიაში ვნახე. პროფესიით იურისტი ვარ, ამ სფეროთი კი 2006 წელს დავინტერესდი. დავიწყე შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა. ამ სისტემისთვის საჭირო მოწყობილობები დროსთან ერთად, თანდათან იხვეწება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და შესაბამისად, ფასმაც თანდათან იკლო. საჭირო მასალის გაიაფებამ ჩვენც მოგვცა მათი შეძენის საშუალება და ამ სიახლის დანერგვა მეგობრებთან ერთად საქარაველოში დავიწყეთ. შევქმენით კომპანია, რომელიც მზის პანელებისა და ქარის სადგურების დაყენებას უზრუნველყოფს. ჩვენთან სემეკმა შარშან მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდა, ინდივიდუალურმა პირებმა გამოვიმუშაოთ ელექტროენერგია.  მისი გამომუშავება შეგვიძლია მზის, ქარის თუ სხვა წყაროს გამოყენებით. ჩვენ შეგვიძლია, თავად გამოვიმუშავოთ ჩვენთვისვე საჭირო ელექტროენერგია, რასაც თავდაპირველად, რა თქმა უნდა, სჭირდება ინვესტიცია. ანუ, თანხას ვდებთ საკუთარ სახლში მზის პანელების ან ქარის სადგურების დასაყენებლად და შემდეგ ვთავისუფლდებით ელექტროენერგიის გადასახადისგან. შეგვიძლია, იმდენი ელექტროენერგია გამოვიმუშავოთ, რომ გავყიდოთ კიდეც. ეს ძალიან კარგი ინვესტიციაა. როგორც ვიცით, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის მარაგი იწურება და ოდესმე აუცილებლად აღმოვჩნდებით მზისა თუ ქარის ენერგიის გამოყენების აუცილებლობის წინაშე. ამიტომ, ჯობია, ამაზე ფიქრი დღესვე დავიწყოთ, რათა იმ დროს ინფრასტრუქტურულად და ინფორმირების თვალსაზრისით მომზადებულები შევხვდეთ.
– თუ ამის გაკეთებას საკუთარ სახლში გადავწყვეტ, რა უნდა გავაკეთო?
– უპირველესად, ელექტროსადგური უნდა გააკეთოთ. ქარის, მზის პანელებისა თუ ჰიდროს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. სადგურის გამართვის შემდეგ, ის უნდა ჩართოთ ქსელში – დაწეროთ განცხადება „თელასში“ და ათი დღის ვადაში ისინი შეამოწმებენ, რომ თქვენ ყველაფერი ნამდვილად სწორად გაქვთ დაყენებული. შემდგომ გადაგახდევინებენ მრიცხველის საფასურს და დაგიყენებენ მას. ამის შემდეგ თქვენ უკვე ქსელში ხართ ჩართული. ახლა ქვითარში, რომელიც მე მომდის, ერთ გრაფაში წერია „თელასის“ მიერ ჩემთვის მოწოდებული ენერგია, მეორე გრაფაში ჩემ მიერ მიწოდებული ოდენობა. თუ მე მეტი მივაწოდე, მაშინ არაფრის გადახდა არ მიწევს, ჩვეულებრივ, გაქვითვის პრინციპი მოქმედებს.
– პანელებისა და ქარის სადგურების შეძენა როგორ ხდება?
– ჩვენ გავაკეთეთ კომპანია, რომელიც ამ საკითხების მოგვარებას ცდილობს. მას სჭირდება ადგილის კარგად შესწავლა, მონტაჟი და ბევრი ტექნიკური დეტალი. ბევრი რეკავს და პანელების დაყენებას გვთხოვს. პირველი კითხვა, რასაც ვუსვამთ, არის – აქვთ თუ არა სახურავი. მაგრამ, შემდეგ მნიშვნელოვანია, რომელ მხარეს იყურება ეს სახურავი. თუ, დავუშვათ, ის დასავლეთისკენ იყურება, უკვე პრობლემურია, რადგან სამხრეთისკენ უნდა იყურებოდეს. ამ შემთხვევაში დაყენებით კი დავაყენებთ, მაგრამ ეს იმდენ ენერგიას ვერ გამოიმუშავებს. შეიძლება, 50 პროცენტი დანაკარგი ჰქონდეს და ნაკლებპროდუქტიული იქნება. სამწუხაროდ, არ არსებობს კადრები, ვინც დააყენებს და ტექნიკურად უზრუნველყოფს. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ ჩემ შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, არაერთმა ახალგაზრდამ მომწერა, ენერგეტიკულზე გადავწყვიტე ჩაბარებაო. ბევრი ხვდება, რომ ეს მომავლის თემაა. რამდენიმე წელში ყველას ელექტრომანქანა ან ჰიბრიდი გვეყოლება.
– უპირატესობა, ალბათ, საკუთარ სახლებს ენიჭება.
– არამარტო. ავიღოთ საწყობი, რომელსაც ზაფხულში ძალიან სჭირდება მაცივარი, ის კი ძალიან ბევრ ელექტროენერგიას წვავს. ეს არის სასაწყობე საწარმო და ელემენტარულად, თუ მას სახურავი აქვს, შეუძლია, დააყენოს მზის პანელი. ამით უზარმაზარ დანაზოგს გააკეთებს. თუ სახურავი ბუნებრივად სამხრეთისკენ არ იყურება, შეგვიძლია, შევქმნათ კონსტრუქცია, რომელსაც ამ მხარეს დავდგამთ, ან თუ ადგილია, შესაძლოა, მიწაზეც დავდგათ. კორპუსის სახურავზეც შესაძლებელია ამ კონსტრუქციის დაყენება. ეს პრობლემა არ არის. ადგილმდებარეობა მოგვარებადია, მაგრამ ამას ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი განათლების მქონე ადამიანები სჭირდება. კარგი იქნება, თუ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ თემით, რადგან ეს ჩვენი მომავალია. ამ დროისთვის, თუ ვინმეს ამის დაყენების სურვილი აქვს, შეუძლია, ჩვენ მოგვმართოს. მე ხშირად მაქვს სახლში ექსკურსია (იცინის). ხალხს აინტერესებს, როგორ მუშაობს ეს სისტემა და სურს, საკუთარი თვალით ნახოს. ამიტომ, ჩემთან ბევრი მოდის და მე ვუხსნი, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. თავიდან, მეგობრებს რომ ვუყვებოდი, ეს დავაყენე და ჩემი მრიცხველი უკან ტრიალებს-მეთქი, როგორ დამცინეს და არ დამიჯერეს, ვერ წარმოიდგენთ. რას ჰქვია  მრიცხველი უკან ტრიალებს?! ერთმა დაწერა, რა თაობა მოდის, ჩვენ დროს დენს ვიპარავდით, ახლა, პირიქით ხდება, იქით ვყიდით. ისინიც, ვალდებულები არიან, იყიდონო.
– ანუ, ერთ სახლში დაყენებული პანელები იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომ შემდეგ ის საერთო ბაზისკენ შეიძლება, გაუშვა?
– ჩემს სახლში ამ პანელებს 15 კვადრატული მეტრი უკავია. ეს აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნილებას. ჩემი სახურავი 70 კვადრატული მეტრია, წარმოგიდგენიათ, რამდენის დაყენება შემიძლია. გამომუშავებელი ელექტროენერგია მეც მეყოფა და კიდევ რამდენიმე მეზობელს. ანუ, რესურსი დიდი გვაქვს და რაც მთავარია, მზე გვაქვს ბევრი, ამით განებივრებული ვართ. დღეს უკვე სწორ ნაბიჯებს ვდგამთ მისი გამოყენებით, მაგრამ მეტი დაინტერესება უნდა წამოვიდეს. უკეთესია, რაც მეტი ელექტროენერგია გვექნება. ენერგოდამოუკიდებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც პირად დამოუკიდებლობას განაპირობებს. ბოლო პერიოდში კარგად დავინახეთ ენერგომატარებლებით მანიპულირება რა მასშტაბებით ხდება პოლიტიკის დონეზე. ამიტომ, როცა რესურსი გაქვს, ის აუცილებლად უნდა აითვისო. თუმცა, არის რეგიონები, სადაც ის სტაბილურად არაა, მაგრამ საქართველოში, ძირითადად, საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება ქარის სადგურებს, ეს ჩვენს შემთხვევაში ცოტა სპეციფიკურია. მას წამში სამი მეტრი სიჩქარე სჭირდება, რომ გენერატორი დაატრიალოს და ის უნდა იყოს სტაბილურად, ერთი მიმართულებისა და სიჩქარის. თუ ამას უზრუნველვყოფთ, კი ბატონო. ასეთი ადგილი ძალიან ბევრია საქართველოში, უბრალოდ, შერჩევა სჭირდება, რაც კვლევის საგანია. მაგალითად, ბათუმში, ზღვასთან, იდეალურად მუშაობს ეს სისტემა, რადგან იქ სტაბილური სიჩქარისა და მიმართულების ქარია.
– ეკოლოგიური სარგებელი, ალბათ, ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი პლუსია.
– ჩენთან დაბინძურების ძირითადი წყაროა: ნავთობი, გამონაბოლქვი, ნავთობპროდუქტები. მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს ელექტრომატარებლებით. თბილისში ათი წლის შემდეგ, მინიმუმ 50 პროცენტი ელექტრომანქანები იქნება, რაც ეკოლოგიურ  პრობლემებს მოხსნის. არის კვლევა, თუ რამდენ რამეს გადაარჩენს მზის პანელის დაყენება. ეს მარტო ელექტროენერგიას კი არ გამოიმუშავებს, ამით შენ წვლილი შეგაქვს გლობალურ კეთილდღეობაში.

скачать dle 11.3