კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სთხოვეს სომეხმა დიდებულებმა დავით აღმაშენებელს, აიღე ჩვენი ძველი დედაქალაქი ანისი და შენს სამეფოს შეუერთეო #18

დავით აღმაშენებელმა 1124 წლის მაისში დაიკავა სომხეთის ციხეები „გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი“. 20 აგვისტოს ქალაქ ანისის სომეხი დიდებულები ეახლნენ დიდი საქართველოს ხელმწიფეს და მოახსენეს, გითმობთ ჩვენს ძველ დედაქალაქ ანისს და მის მიმდგომ ქვეყანასო. მაშინ სომხური სამეფოები კარგა ხნის გაუქმებული იყო. სომხურ კუთხეებში სელჩუკები, ან გამაჰმადიანებული ქურთები ბატონობდნენ. სომეხი ისტორიკოსის, მათე ურჰაელის სიტყვებით, ანისი სამოცი წელი იყო ტყვეობაშიო. მართლაც, 1064 წელს ანისი აიღეს ჩვენს რეგიონში შემოჭრილმა თურქ-სელჩუკებმა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს.
ახლა ქალაქ ანისის ნანგრევები თურქეთის ტეროტორიაზეა, ყარსის რეგიონში. ის მიტოვებული ქალაქია, მიუტოვებიათ 1319 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო. დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში ანისი ჯერ კიდევ იყო მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი ქალაქი, განსაკუთრებით სომხებისთვის და ქართულ სახელმწიფოსაც აინტერესებდა სტრატეგიულად.
ანისის ადგილას დასახლება და ციხე სომხურ წყაროებში მეხუთე საუკუნიდან მოიხსენიება. მეათე საუკუნიდან ანისის სამეფოს ცენტრი გახდა. ანისი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი გახლდათ სტრატეგიული და სავაჭრო თვალსაზრისით, მასზე გადიოდა სავაჭრო გზები. აშენებული იყო მდინარე არაქსის მარცხენა შესართავის - მდინარე ახურიანისა (თურქულად არფაჩაი) და მის ორ შენაკადს შორის. მდინარე ახურიანისა და მისი იმ ორი შენაკადის ხეობაში არის სამკუთხედის მსგავსი კლდოვანი ამაღლება, რომელსაც გარს უვლის მდინარე ახურიანი და მისი შენაკადები და რომელზეც გაშენებული იყო ქალაქი. ამგვარად, სამი მხრიდან მდინარეზე და მის შენაკადთა ნაპირებზე არსებულ ამაღლებებზე იყო გაშენებული ქალაქი და ეს ამაღლება მტრისთვის ძნელად მისადგომს ქმნიდა ანისს. დაახლოებით ისე, თბილისში, მეტეხის ტაძართან რომ იწყება მტკვრის ხეობის მარცხენა მხარეს კლდე და მთელ ისნის უბანს მოიცავს მდინარის მხრიდან. იმიტომაც აუშენებიათ ანისი იმ ადგილას და მიიჩნეოდა კარგად გამაგრებულ ქალაქად. გარდა მდინარის ხეობებზე აღმართული კლდეებისა, ანისს იცავდა ძალიან სერიოზული საფორტიფიკაციო ნაგებობები, გალავნები, კოშკები. ანისი სომხური კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. ანისში სომეხთა კათალიკოსიც მჯდარა. 1041 წელს, ანისის სამეფოს სომეხი მეფის, ოვანეს-სუმბატის გარდაცვალების შემდეგ, ქალაქი და სამეფო მთლანად, გარდაცვლილი მეფის იძულებითი ანდერძით, ბიზანტიას უნდა გადასცემოდა. სომხებმა სცადეს ქალაქის შენარჩუნება, ოვეანეს-სუმბატის ძმისშვილმა, 16 წლის გაგიკმა, ერთგული ადამიანებისა და სომხური ჯარის დახმარებით, რომელსაც მეთაურობდა სპარაპეტი ვაჰრამ ფახლავუნი, მოახერხა ორგანიზება და ბიზანტიის ჯარმა ანისი ვერ აიღო. ამბობენ, ამ ომში სომხებმა 20 000 ბერძენი მოკლესო. გაგიკი მეფედ ეკურთხა. ბიზანტიელებმა რამდენჯერმე კიდევ სცადეს ანისის აღება, მაგრამ უშედეგოდ. იმპერატორმა კონსტანტინე მეცხრე მონომახმა კონსტანტინოპოლში მიიწვია გაგიკ მეფე, ვითომდა მეგობრული მოლაპარაკებების გასამართავად. ერთგული მრჩევლები სთხოვდნენ გაგიკს, არ წასულიყო ბიზანტიაში. კათალიკოსი პეტროს პირველი გეტადარძი, მეფის რეგენტი სარქისი და სხვები კი არწმუნებდნენ, აუცილებლად უნდა წახვიდეო. გაგიკი ენდო იმპერატორს, საკუთარ კათალიკოსს და გაემგზავრა კონსტანტინოპოლს, სადაც ის დაატყვევეს და აძალებდნენ, ხელი მოეწერა გადადგომისა და ანისის სამეფოს ბიზანტიისთვის გადაცემის დოკუმენტზე. გაგიკი უარზე იყო. ამ დროს გაიგო, რომ სომეხთა კათალოკოსმა პეტროს პირველმა და პრობიზანტიურად განწყობილმა სარქისმა ქალაქ ანისის გასაღები გაუგზავნეს იმპერატორსო. გაგიკს აღარ რჩებოდა ბრძოლის შანსი და გულგატეხილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. ანისის სამეფო გაუქმდა და ტერიტორია ბიზანტიის იმპერიას შეუერთდა. გაგიკს კომპენსაციის სახით ერთ-ერთი ბიზანტიური თემის მმართველობა მისცეს, სარქის ჰაიკაზნი ბიზანტიის ჩინოვნიკად იქცა და დიდი თანამდებობები მიიღო. კათალიკოსი პეტროს პირველი შემდეგში დიდხანს ნანობდაო, ამბობენ.
როცა თურქ-სელჩუკები წინა აზიასა და კავკასიაში შემოიჭრნენ, უმეფოდ დარჩენილი სომხები წინ ვერ აღუდგებოდნენ თურქებს, მით უმეტეს, ბერძნების ხელმძღვანელობით. საქართველოს სამეფოსაც ებრძოდა ბიზანტია და უნდოდა მისი ჩაყლაპვა, მაგრამ ვერ შეძლო. ბიზანტია მეფე ბაგრატ მეოთხის ოპოზიციას, მოღალატე ლიპარიტ ბაღუაშს უჭერდა მხარს. ბაგრატ მეოთხემ შეძლო, შეენარჩუნებინა ხელისუფლება. მას ვერ გაუბედა ბიზანტიამ ის, რაც გაუბედა სომეხთა მეფეებს, ვერ გააუქმა ქართული სახელმწოფოებრიობა. კავკასიის ხალხთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, როგორც ყოველთვის, საქართველო ხელმძღვანელობდა.
სომხებს გაუჩნდათ შანსი, ქართული სახელმწიფოსთვის შეეფარებინათ თავი და ამგვარად ეხსნათ არმენული ეთნოსი განადგურებისგან, რომელიც მაჰმადიანებისგან ელოდათ. ამას მიხვდნენ სომეხი დიდებულები და ამიტომ ეწვივნენ ქართველთა მეფეს ანისის სამეფოს გადაცემისა და ქვეშევრდომობის მოთხოვნით. იცოდნენ არმენებმა, ქართველები დაიცავდნენ სომხებს მტრისა და განადგურებისგან.
როგორც ვთქვთ, 1064 წელს ანისი ძლივს აიღეს თურქ-სელჩუკებმა 25-დღიანი ალყის შედეგად. ამ დროს თურქ-სელჩუკთა სულთანი იყო ალფ-არსლანი (1063-1072), რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა შტურმს. ალფ-არსლანი უნიჭიერესი სარდალი გახლდათ. მან მოახერხა და 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ბიზანტიის არმია და ტყვედ ჩაიგდო ბიზანტიის იმპერატორი. იმპერატორს უღალატეს სარდლებმა და ბრძოლის ველზე მიატოვეს, რათა წაერთმიათ კეისრობა. ბიზანტიის აღმოსავლეთი საზღვრები მოიშალა. ბერძენთა გარნიზონები ტოვებდნენ ციხეებს და გარბოდნენ. ერთადერთი ძალა, რომელიც წინ აღუდგა სელჩუკებს აღმოსავლეთში, იყო საქართველოს სამეფო.
1072 წელს ანისი სელჩუკებმა მიჰყიდეს გამაჰმადიანებულ ქურთ შედადიანებს. შედადიანები თავიდან ნორმალურად იქცეოდნენ, მოსახლეობაც დაბრუნდა მიმდებარე ტორიტორიებიდან. ქალაქიც აღდგა, დასახლდნენ ქურთებიც, თურქებიც და სხვები. თუმცა შემდეგ, მაჰმადიანმა მმართველებმა დაიწყეს ქრისტიანების დევნა და ტაძრების მეჩეთებად გადაკეთება, რამაც გაამწარა სომეხი მოსახლეობა. 1118 წელს გარდაცვლილი მანუჩერ შედადიანი შეცვალა მისმა ვაჟმა, აბულ-ასვარმა. მან ქალაქ ხლათში ჩამოასხმევინა ვერცხლის დიდი ნახევარმთვარე და ანისის ტაძრის თავზე წამოჭიმა, რომელიც მეჩეთად აქცია.
ჩვენმა ხელმწიფე დავითმა ჯარის მზადყოფნის ბრძანება გასცა. დაგზავნეს წვევის წერილები ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეში და სასწრაფოდ შეიყარა სამოციათასიანი ქართული არმია. მივიდა ქართული ჯარი სომხეთში. სამ დღეში აიღო დავით აღმაშენებელმა ანისის გარშემო არსებული ციხეები, მთელი კუთხე – გაუჭირვებლად და ქალაქიც.
შეიპყრეს ალფ-არსლანიანნიო ანუ თურქები და ამოწყვიტეს ისინი, რომელთაც ანისის ტაძარი მიზგითად გადაეკეთებინათ და ქრისტიანების სისხლით ჰქონდათ მორწყული ტაძარიც და მთელი ქალაქიც. სომეხი ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის ცნობით, 20 000 მაჰმადიანი მეომარი მოუკლავთ ქართველებს ანისის აღებისას.
ანისში, თურმე, ერთ-ერთი ტაძარი აშენებული იყო ბერძენთა მეფის ასულის, კატრონიტეს მიერ და თვითონაც იქვე იყო დასაფლავებული. ხელახლა აკურთხეს ტაძარი, პანაშვიდი გადაუხადეს დედოფალს. მივიდა დავით აღმაშენებელი დედოფლის საფლავთან და სამგზის ჩასძახა: „გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ ღმერთმა იხსნა საყდარი შენი უსჯულოთა ხელიდან”. ამბობენ, სიხარულით დედოფლის ძვლებმა საფლავიდან ხმა გამოსცესო. რადგან საუბარია ბერძენ დედოფალზე და მას წმიდანად მოიხსენიებს დავით აღმაშენებელი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ტაძარი მართლმადიდებლური იყო. მაშინდელ ანისში, ამბობდნენ, 1001 ტაძარი იდგაო, მათ შორის, იქნებოდა მართლმადიდებლურებიც.
შეიპყრეს ანისის მთავარი, წარმოშობით ქურთი, მაჰმადიანი აბულასვარი, გვარად შედადიანი, თავისი რვა ძითა და მთელი ოჯახით და აფხაზეთს გამოაგზავნეს ტყვედ.
ქართველთა და სომეხთა ხელმწიფემ ანისის მცველად დატოვა მესხი აზნაურები თავისი ციხიონით. თვითონ დავით მეფე დაბრუნდა ქართლში. ამგვარად, ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთდა.

скачать dle 11.3