კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავხადოთ ტუჩები მიმზიდველი და ლამაზი #18

ტუჩებზე დაკვირვებით, ადვილად გამოიცნობთ ადამიანის ასაკს და იმას, როგორ უვლის ის თავს და რამდენად აქცევს ყურადღებას საკუთარ გარეგნობას. ფაქტია, ლამაზი და მოვლილი ტუჩები ადამიანს ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებს, მიმზიდველსა და სასურველს ხდის მას.
მოცულობა
უპირველეს ყოვლისა, ტუჩები სავსე უნდა იყოს. თხელი ტუჩები, ასაკთან ასოცირდება, რადგან დროთა განმავლობაში, მოცულობას თანდათან კარგავს. ეს დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან, კერძოდ: ზედა ყბის ძვლების ცვლილებებთან; კანქვეშა ცხიმის ატროფიასთან; ტუჩის კუთხეების დაშვებასთან. ტუჩების ფორმის შესწორება-შევსება ჰიალურონის მჟავით შეიძლება. შედეგის ხანგრძლივობა, დაახლოებით, ერთი წელია. მხოლოდ ერთი პროცედურით თქვენ 12 თვის განმავლობაში სავსე და მიმზიდველი ტუჩები გექნებათ.
სიკაშკაშე
ტუჩები გამოკვეთილი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტუჩის კონტური და ფერი იგულისხმება. თუ ტუჩები ძალიან ფერმკრთალი და გახუნებულია, ცხადია, ეს ასაკს მოგიმატებთ. ეს არ ნიშნავს, რომ კონტური ძალიან უნდა ,,ყვიროდეს” ან ტუჩზე მეტისმეტად კაშკაშა პომადა წავისვათ. სასურველია, ფერი ბუნებრივთან იყოს მიახლოებული, რომ ასაკის დამალვის მცდელობა აშკარა და უშედეგო არ აღმოჩნდეს.
ორი ხაზი ტუჩის ზემოთ
ეს, ის დეტალია, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეთ. თუ სრულყოფილი ტუჩები გსურთ, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოთ. სვეტი, რომელიც ზედა ტუჩს და ცხვირს აკავშირებს, ასაკთან ერთად, თავის გამოხატულებას კარგავს და ქრება. ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელო სახის იერს საგრძნობლად ცვლის. ამ პრობლემის მოგვარებაც ჰიალურონის მჟავათია შესაძლებელი.
მოწევა
თამბაქო ტუჩის სრულყოფილების მთავარი მტერია. მოწევა ტუჩებს ყველაზე მეტად აზიანებს.  ის ტუჩების გარშემო ნაოჭებს ქმნის და ასაკთან ერთად, მათთან გამკლავება, თითქმის შეუძლებელია.
დეჰიდრატაცია
ზოგიერთ ადამიანს, ქრონიკული დეჰიდრატაცია აწუხებს. თუ ტუჩები ძალიან მგრძნობიარეა, ხშირად სკდება და ჩნდება ნაოჭები. არ დაგავიწყდეთ მათი დატენიანება შიგნიდან და გარედან. მიიღეთ ბევრი წყალი და ზამთარსა და ზაფხულში იზრუნეთ ტუჩის დატენიანებაზე.

скачать dle 11.3