კითხვა-პასუხი #18
კითხვა: ხშირად მიჩნდება სახეზე დიდი ანთებითი მუწუკი. ის რომ ნაკლებად შესამჩნევი გახდეს, რა მოვიმოქმედო?
პასუხი: თუ სახეზე დიდი ანთება გაგიჩნდათ, მისი მოცილება თვალის წვეთებით შეგიძლიათ. წაუსვით ცოტაოდენი საშუალება ბამბის დისკზე და მოათავსეთ მაცივარში 5 წუთით. შემდეგ, დაიდეთ ბამბა პრობლემურ ადგილას. მუწუკი გაცილებით ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
კითხვა: როგორ დავამზადო სახლის პირობებში თვალიდან მაკიაჟის მოსაცილებელი წყალი?
პასუხი: შეურიეთ ზეითუნის ზეთი და მინერალური წყალი პროპორციებით 1:3-ზე. ეს მიცელარული წყალი, ეფექტურად აცილებს მაკიაჟს და კვებავს თვალის გარშემო კანს.
კითხვა: როგორ მოვიცილო თვალების ქვეშ კანის სიშავე?
პასუხი: დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა ჭიქა წყალს ან ჩაის. კარგად მოურიეთ და ჩაალბეთ ხსნარში ბამბის დისკი. დაიდეთ თვალების ქვეშ 10-15 წუთით, შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი.
კითხვა: მინდა, თმას მბზინვარება დავუბრუნო და მითხრეს, ამისთვის კარგია თაფლის, ლუდისა და ბანანის ნიღაბიო. როგორ მოვამზადო ის?
პასუხი: ნიღბისთვის დაგჭირდებათ: 1 ცალი ბანანი, 1 სადილის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა ლუდი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და წაისვით თმაზე 1-2 საათით. შემდეგ, დაიბანეთ. გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ.
კითხვა: როგორ გავხადო წამწამები უფრო გრძელი?
პასუხი: შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი და 2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი. წაისვით ეს საშუალება წამწამებზე ძილის წინ, კვირაში 3-ჯერ.