კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვუმკურნალოთ კუჭ-ნაწლავს, ანთებით პროცესებსა და ჩირქოვან ჭრილობებს #18


ბალბის ყვავილები და ფოთლები გამოიყენება, როგორც სპაზმოლიტური, ხველის საწინააღმდეგო საშუალება. ასევე, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ბალბის ნაყენი ან ნახარში (დამტკბარი) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობისა და სასუნთქი გზების ანთების დროს. მისი ნახარშის მიღებას ურჩევენ აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის ჭვალის არსებობის შემთხვევაში. კარგია მისი ნახარშებისა და ნაყენის გამოვლება საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროს, კანის გაღიზიანებისა და დამწვრობისას. ბალბას აქვს დამარბილებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მიწისზედა ნაწილისა და ფესვების ნახარშს იყენებენ გულის დაავადებების დროს.
ბალბის ყვავილები და ფოთლები შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთს, ტანინს, კაროტინს, შაქარს, C ვიტამინს, მინერალურ მარილებს, ფიტოსტეროლს.
სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები და ფოთლები, ასევე ფესვებიც. ყვავილებს კრეფენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც ბოლომდე არაა გაშლილი. კრეფენ ხელით, მთელ ყვავილებს ჯამთან ერთად, ყვავილსაჯდომის გარეშე. ფოთლებსაც ამავე დროს აგროვებენ ყუნწების გარეშე. შეგროვილ ნედლეულს აშრობენ  ჩრდილში, ჰაერზე ან თბილ და ვენტილაციიან შენობაში. გაშრობის შემდეგ ნედლეული შეინახეთ ქილებში, ან კოლოფებში. ფესვებს შემოდგომით აგროვებენ, როდესაც ღეროები ხმება ან უკვე გახმა. კარგად რეცხავენ, აშრობენ ჩრდილში და ტომრებში ინახავენ. ფოთლებსა და ყვავილებს ქაღალდჩაფენილ თუნუქის ქილებში ინახავენ. ფოთლების შენახვის ვადა 1 წელია, ყვავილებისა – 2 წელი, ფესვებისა – 3 წელი.
ნაყენი შეიძლება, მომზადდეს შემდეგნაირად: 20 გრამი ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) წყალი, თავი დაახურეთ და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ და შეავსეთ საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე ანადუღარი წყლის დამატებით. დალიეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში. ნახარში მზადდება პროპორციით 1:20.
ბალბას ყვავილების ნაყენი: 30-40 გრამი ხმელ ყვავილს ან ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ 6 საათის განმავლობაში. გამოიყენეთ პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად ანგინის, ღრძილების ანთების დროს; ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულების, მოყინული ადგილების, დამწვრობების მოსაბანად, ბუასილის კვანძებზე კომპრესების სახით.
ხალხურ მედიცინაში ბალბა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადებების, ხველების, ცისტიტების, ქოლეცისტიტის დროს, კონიუნქტივიტების, ჩირქოვანი ჭრილობების მოსაწმენდად: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცივი წყალი, გააჩერეთ 5 საათი, გადაწურეთ. ნაყენი დალიეთ ყლუპებით 2-3-ჯერ დღეში.
ბალბას ფოთლების ნაყენი: 20 გრამ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 200 მილილიტრი ცივი, ანადუღარი წყალი და 2 საათის განმავლობაში გააჩერეთ. გაწურეთ. მიიღეთ 100 მილილიტრი, 2-ჯერ დღეში ბრონქიტის, ლარინგიტის, გაციების, ხმის ჩახლეჩის, ღვიძლისა და შარდის ბუშტის დავადებების დროს.
ყვავილების ცხელი ნაყენის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ მშრალ ყვავილს დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი, 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ერთი დღის განმავლობაში 3 ჯერზე.
პირის ღრუში გამოსავლებად და კომპრესებისათვის 2 ჩაის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი და გადაწურეთ.
ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალბის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დადგით დაახლოებით, ხუთი საათი და შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ ნაყენი ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპით.

როგორ ვებრძოლოთ ტოქსიკოზს
გაღვიძების შემდეგ მაშინვე ნუ წამოდგებით, შეეცადეთ, თავს ძალა დაატანოთ და საწოლშივე მსუბუქად წაიხემსოთ. ტოქსიკოზზე გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის დონე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. საწოლთან დაიდეთ მსუბუქი საკვები, რათა ღამით ან დილით, გაღვიძებისთანავე, წაიხემსოთ. გულისრევის შეგრძნებას, ეფექტურად უმკლავდება მწვანე ვაშლი. შეგიძლიათ, მიირთვათ ცოტაოდენი გარგარის ჩირი (კურაგა) და მსუბუქი ბუტერბროდი.
ნურც იშიმშილებთ და ნურც  ზედმეტ საკვებს მიიღებთ. შეეცადეთ, ჭამოთ, რაც შეიძლება, მეტჯერ, დღეში, მხოლოდ მცირე დოზებით.
შეეცადეთ, საკვები მიირთვათ მაშინვე, როგორც კი, ოდნავ მაინც იგრძნობთ შიმშილს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კუჭის წვენს არ ეცოდინება, რა გადაამუშაოს. ამან კი შეიძლება, ღებინების შეტევა გამოიწვიოს.
კარგად დააკვირდით, რომელ პროდუქტს იღებს თქვენი ორგანიზმი და - რომელს ვერა. ამის მიხედვით განსაზღვრეთ თქვენი მენიუ.
ცხიმიანი საკვები მძიმე გადასამუშავებელია, ამიტომ ერიდეთ. ტოქსიკოზს პროვოცირებას უწევს ცხარე, მჟავე და შემწვარი კერძებიც.
ყოველი შემთხვევისთვის, ყველგან თან გქონდეთ ის პროდუქტები, რომელიც ყველაზე კარგად გერგებათ. თავი აარიდეთ რთულად მოსანელებელ პროდუქტებს. ნუ მიირთმევთ ცხელ საკვებს.
ზოგიერთ ქალბატონს, შეიძლება, ღებინების შეგრძნება არ მოუხსნას, მაგრამ შვებას აძლევს მჟავე ხილი: ვაშლი, ლიმონი, კივი, ფორთოხალი.
იცოდეთ, ლუდის საფუარი ორსულთა ტოქსიკოზს ამსუბუქებს.
თავი აარიდეთ მკვეთრ სუნს, შეეცადეთ, არ გქონდეთ კონტაქტი, პროდუქტებთან, რომლებიც თქვენში გულისრევის შეგრძნებას იწვევს. უარი თქვით ყოველგვარი სუნამოსა თუ სხვა მრავაფეროვანი სუნის მქონე საოჯახო საშუალების გამოყენებაზე როგორც თქვენ, ისე თქვენმა გარშემო მყოფებმა.
შეეცადეთ, მიიღოთ, რაც შეიძლება მეტი სითხე. ნუ შეგეშინდებათ, თუ გამოგივლინდებათ შეშუპებები. იმ შემთხვევაში, თუ  გულისრევის სიხშირე მაღალია, აუცილებელია ბევრი სითხე – ჩვეულებრივი სასმელი წყალი, ნატურალური ხილის წვენი, მინერალური წყალი გაზის გარეშე, მსუბუქი მწვანე ჩაი.
სითხეში არ იგულისხმება მხოლოდ წყალი და წვენები, შეგიძლიათ, მიიღოთ ყველანაირი სუპი და ბულიონი.
კარგია სახლის პირობებში დამზადებელი კომპოტები. თუ დალევას ვერ შეძლებთ, შეიძლება, მაცივარში მისგან ყინულის პატარა კუბიკები დაამზადოთ და წუწნოთ გულისრევის შეტევის დროს.
თუ ბევრი სითხის მიღება პროვოცირებას უწევს ღებინებას, შეეცადეთ, მის მაგივრად, მიირთვით ნესვი, საზამთრო, ციტრუსი.
ერიდეთ დაკონსერვებულ წვენებს, ტკბილეულს.
ეფექტურია პიტნა, რომელიც ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და გამაგრილებელი თვისებებით. პიტნის ჩაი კი არა მარტო ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას, არამედ კარგად უმკლავდება ღებინების შეგრძნებასაც.
ღებინების შეგრძნების მოხსნისთვის კარგია ჯანჯაფილი. მისი გამოყენება როგორც სანელებლის, ასევე ჩაის სახითაც შეიძლება.
ლიმონს შეუძლია, შეაჩეროს გულისრევა. გაჭერით ოთხად და როდესაც გულისრევას იგრძნობთ, მოწუწნეთ.
ძალიან ბევრს შვებას აძლევს ძილის წინ ვალერიანის ნაყენის მიღება, რომელიც ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, ადუნებს და ხელს უწყობს მშვიდ ძილს.
ხშირად სასურველ შედეგს იძლევა ცოტა რაოდენობით თაფლი.
თუ მგზავრობას  ვერ იტანთ, შეეცადეთ, ზედმეტ ტრანსპორტირებას თავი აარიდოთ. აუცილებლობის შემთხვევაში, მოიმარაგეთ მინერალური წყალი, ის დაგეხმარებათ ღებინების შეტევის შემცირებაში. ზოგიერთს ძალიან შველის საღეჭი რეზინი, კბილის პასტა, ეფექტურია მენთოლიანი ან მომჟავო საწუწნი კარამელი.
 ნუ გააკეთებთ საკვების მიღების შემდეგ მკვეთრ მოძრაობებს. შეეცადეთ, გარკვეული ხნით ფეხზე იდგეთ. საკვები ასე უფრო შეგერგებათ.
შეძლებისდაგვარად, დიდი რაოდენობით მიირთვით მარცვლოვნები, პარკოსნები, კვერცხი, თევზი, ქათმის ხორცი, კაკალი და ავოკადო – ისინი მდიდარია ვიტამინ B6-ით, რომელიც ტოქსიკოზის გამოვლენას ამცირებს.
მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი. თქვენთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობის ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება.
კარგია, თუ ვიტამინი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ხელს უშლის ტოქსიკოზს და იმავდროულად, იცავს ნაყოფს მავნე გენეტიკური ფაქტორებისგან.
ზოგჯერ გულისრევას შველის კოჭა. შეგიძლიათ, დაღეჭოთ მისი ფესვი ან ჩაიში ჩააგდოთ.
თავი აარიდეთ ყოველგვარ სტრესსა და ნერვიულ დაძაბულობას. სტრესი ახდენს გულისრევის პროვოცირებას. შეეცადეთ, არეგულიროთ სუნთქვა. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ეს დაგეხმარებათ მოზღვავებული ემოციების გადალახვაში. გაესაუბრეთ უახლოეს ადამიანებს. ისეირნეთ, შეეცადეთ, გაერთოთ და უარყოფითი ემოციები უკანა პლანზე გადაიტანოთ.

ენდროს სამკურნალო თვისებები
ენდროს რომ ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება აქვს, დიდი ხანია, ცნობილია. მას ამ დანიშნულებით, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იყენებდნენ. განსაკუთრებით ეფექტურია ის შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. ის საშარდე გზებიდან გამოდევნის წვრილ ქვებსა და ქვიშას. ენდროს ექსტრაქტი რეკომენდებულია შარდკენჭოვანი დაავადების დროს. 3-4 წვეთი დააწვეთეთ შაქრის ნატეხზე და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით დღეში სამჯერ. კოლიკის,  ანუ შეტევისებური ტკივილის დროს, ჭამის შემდეგ ერთჯერადად, 20 წვეთის მიღებაც კი შეიძლება. მკურნალობის კურსი 20-30 დღეს მოიცავს. კურსის განმეორება შეიძლება, 4-6 კვირის შემდეგ.
ასევე, აქვს სპაზმების მომხსნელი და შარდმდენი მოქმედება. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ანგინის, დიფტერიის მკურნალობისას. ასევე, გამოიყენებენ მენსტლუალური დარღვევების, კერძოდ, მენსტრუაციის უქონლობის და ანურეის, ანუ თირკმელების მიერ შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტის დროს. გარეგანი გამოყენებისას ეფექტურია მოტეხილობების, ამოვარდნილობებისა და დაჟეჟილობათა სამკურნალოდ; წყლულების, პიგმენტური ლაქების, დიზენტერიისა და პოდაგრის წინააღმდეგ.
ჩვენი წინაპრები მისი ფესვებისგან და თაფლით დამტკბარი წყალით ამზადებდნენ სასმელს, რომელიც გამოიყენებოდა საჯდომი ნერვის ანთების, ქსოვილთა მგრძნობელობის დაკარგვისა და პარეზების სამკურნალოდ. ენდროს ნაყოფისგან თაფლის დამატებით ამზადებდნენ გადიდებული ელენთის სამკურნალო წამალს.
ენდრო აუმჯობესებს მეხსიერებას. კარგია მისი მიღება გულის სარქვლოვანი უკმარისობის დროს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ენდროს ფხვნილი, ასევე ნაყენი, ნახარში და ექსტრაქტი თირკმელების, საშარდე გზების, ღვიძლის, ელენთის, სასუნთქი სისტემის, ნაწლავთა და ძვლის ტუბერკულოზის, რაქიტის, ოსტეომიელიტის, ამენორეის, ანემიის, ასციტის, დიზენტერიის, იშიაზისა და პოდაგრის სამკურნალოდ. მის შესაძლებლობებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ნახარშის ეფექტურობა გარეგანი გამოყენებისთვის კანის კიბოს არსებობის შემთხვევებში.

скачать dle 11.3