კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებდა თენგიზ არჩვაძეს ილიას მკვლელთან, გიგლა ბერბიჭაშვილთან და რატომ დაჰყავდა ის დაკითხვებზე ორი კვირა „კაგებეს“ #18

…ცხოვრების დასაწყისი ბედნიერი ჰქონდა. საბჭოს ქუჩაზე ცხოვრობდა, 7 წლის რომ გახდა, იქვე, ახლად გახსნილ სკოლაში მიაბარეს. „მახსოვს, ახალი შენობა იყო. შესანიშნავი პედაგოგი მასწავლიდა პირველ სამ წელს. ეს ქალბატონი გახლდათ მარო კოპალეიშვილი, უბრწყინვალესი ადამიანი. აი, რამდენი წელი გავიდა და ეკლესიაში, ჩემს მშობლებთან ერთად, მისი სულის მოსახსენიებლადაც უეჭველად ვანთებ ხოლმე სანთელს”. მერე ომი დაიწყო. გოგოები და ვაჟები დააცალკევეს. ის ახალი სკოლა სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთეს და ვაჟები ჩუღურეთში, ერთ ძველისძველ, ბებრის კბილივით მოფამფალებულ შენობაში გაამწესეს. იყო ომი და საშინელება. შავი პური და ჩაი უშაქროდ. და მაინც, ბედნიერი წლები ბავშვობის… „შავი პური კი არა, მახსოვს, ბავშვობაში „რაშკებსა” ვჭამდით. „რაშკა” დიდი, ხის, კიტრივით მოგრძო, მაგრამ თხელი, ყავისფერი ნაყოფია, იმას ვღეჭავდით, ტკბილი წვენი ჰქონდა. ბავშვები ვიყავით, ტკბილი გვინდოდა, მაგრამ სად იყო. სამაგიეროდ იყო ერთმანეთის გატანა, სიყვარული…” და იყო ოპერა… საჯაროდ მოსმენილი ოპერები და ჩუმად წაკითხული აკრძალული ლიტერატურა.
„არაფერი მესმოდა, არც მარქსიზმის, არც პოლიტეკონომიის. არ მინდოდა და იმიტომ არ მესმოდა. რაც მინდოდა, გასაქანს არ გვაძლევდნენ. 10 წლისას ჯავახიშვილი და რობაქიძე მქონდა ჩუმად წაკითხული. ამაზე საუბარი არ შეიძლებოდა. ეს რომ სადმე დამცდენოდა, ჩემს მშობლებს დაიჭერდნენ”. იყო პიონერთა სასახლე და დრამწრე, რომლის სპექტაკლებზე მთელი თეატრალური საზოგადოება დადიოდა და ამიტომ, როცა თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა საბუთები, მისთვის გამოცდა გასეირნებას ჰგავდა. მეოთხე კურსზე იყო, ვასო ყუშიტაშვილმა მარჯანიშვილის თეატრში რომ წაიყვანა. მალე სიკო დოლიძემ ეპიზოდი ათამაშა „ფატიმაში”. მერე კი გამოჩნდა კეთილი ადამიანი შოთა მანაგაძე და ერთ-ერთი მთავარი როლი მისცა „კეთილ ადამიანებში”. ერთი შეხედვით, ყველაფერი იოლად მოვიდა მასთან, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იყო. მან ძალიან  ბევრი იმუშავა მეტყველების დახვეწაზე: „ნერვიული ვიყავი და ხმა მეხშობოდა – ჯერ ამის შეკავება არ გინდა? ეს რომ არ გამოჩნდეს? ეს უნდა ჩაკლა, გაანეიტრალო, მართლაც დიდი შრომა და ოფლისღვრა დამჭირდა…” თავდადებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. არც კინოში აკლდა როლები და არც თეატრში. ის უყვარდათ, როგორც მსახიობი, როგორც პიროვნება და როგორც კაცი  – ბევრ მსახიობ მამაკაცს არ ჰყოლია თაყვანისმცემელ მანდილოსანთა იმხელა ლაშქარი, რაც მას. თუმცა, თვითკმაყოფილებას არასდროს მისცემია. აღიზიანებს ფრაზა, რომელსაც ხშირად ამბობენ, როგორც მის, ისე სხვა მსახიობების მიმართ: „ქართულმა კინომ არ გამოიყენა”. „გამოსაყენებელი, რა, ცხვირსახოცები ვიყავით თუ სკამები? უბრალოდ, ჩვენ შეგვეძლო, ბევრი გვემუშავა და სიკეთე მოგვეტანა. არ მოგვცეს საშუალება. მერე ეს ყველაფერი დაიშალა და მოგვისროლეს ყველა…” მანამდე კი, მან მართლაც ბევრი მოასწრო –  სცენაზეც და კინოშიც. მხოლოდ კინოში 50-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. ამბობს, რომ თითოეულ მათგანში თავის სათქმელს, თავისი სულის ნაწილს დებდა. „როგორ გგონიათ, ზარანდიაში ჩემი არ დევს? ბევრი დევს ძალიან… მეუბნებიან ხოლმე, შენ რა საერთო გაქვს, როგორც პიროვნებას, ზარანდიასთანო. ადამიანი რთულია ძალიან, ჩვენ რომ არ ვიცით, იმდენი რამე გვაქვს საერთო. ბევრ რამეში დამიჭერია თავი, მაგრამ არ ვიტყვი, ბევრი რამე არსებობს, რასაც უახლოეს მეგობარსაც, ხანდახან საკუთარ თავსაც, ვერ გაუმხელ. გახსნა და ყველაფრის ამოლაგება ძალიან ძნელია. მერე ცუდ მდგომარეობაში მაყენებს ხოლმე შინაგანად. არის შრეები, რომელსაც მხოლოდ უნდა ელოლიავო და ხელი არ უნდა ახლო”. მისი ყოველთვის შურდათ და მის ბოჰემურ ხასიათს ყოველთვის სარფიანად იყენებდნენ მის წინააღმდეგ. „ხუთი წელი მოსკოვში ვიყავი. ბევრი ფილმი მაქვს „მოსფილმში” გადაღებული. გამოცდილება მომცა, ცოტა მოვშორდი აქაურობას, რაღაცაზე გაჯავრებული ვიყავი. უცხოეთში არავინ გვიშვებდა. ამ მხრივ, უიღბლო ვიყავი. რატომ? – არ ვიცი, ალბათ, იმიტომ რომ, უპარტიო გახლდით. მერე კალატოზიშვილმა „წითელ კარავზე” დამიძახა. იქ გავიცანი პიტერ ფინჩი, შონ კონერი. შონ კონერს „ჯეიმს ბონდის“ რამდენიმე სერია უკვე ნათამაშები ჰქონდა. კალატოზოვმა მოახერხა მისი ჩამოყვანა, სხვას არ მისცემდნენ ამის ნებას. კალატოზოვი დიდი ავტორიტეტი იყო. მთელი ეპოქა შექმნა კასპელმა კაცმა რუსულ კინოში. შონ კონერთან საერთო სცენებიც მქონდა. გადაღებისას დავძმაკაცდით. მერე ჩვენი სცენები მონტაჟმა შეიწირა, ალბათ, განგებ გააკეთეს… ერთხელ შონ კონერმა მითხრა, შოტლანდიელი ვარ და იქ მითხრეს, საბჭოთა კავშირში არის ერთი ქვეყანა, საქართველო, რომელიც ჩვენი ბუნებისააო. მე მთის მოყვარული კაცი ვარ, მინდა, როგორმე მოვახერხო და ჩამოვიდე თქვენთან, მეგზურობას ხომ გამიწევო, – კი-მეთქი, უარს როგორ ვეტყოდი. ამის გამო მთელი ორი კვირა „კაგებეში” მარბენინეს, რა უფლებით ეპატიჟებოდი შონ კონერს საქართველოში, მოსკოვიდან გასვლის უფლება არ აქვსო. არ ვიცოდი-მეთქი, ვამტკიცებდი, მაგრამ ორი კვირა მაინც მაწვალეს, მატარეს, მერე თვითონ კონერმა თქვა, აღარ მივდივარო...“  ბავშვობიდან ხატავდა. მეოთხეკლასელმა ხატვის წრესაც მიაკითხა პიონერთა სასახლეში. ის წრე მალე მიატოვა, მაგრამ ხატვა არ მიუტოვებია, არც მაშინ და არც შემდეგ. „ხევსურულ ბალადაში” მხატვარიც ითამაშა. „კეთილ ადამიანებში” კი, თეფშებზე რომ კარიკატურებია, უმეტესობა მისი დახატულია. ხატავდა შინაც და ხატავდა რეპეტიციებზეც. „რეპეტიციებზე რომ ვიჯექი, ან პიესას რომ კითხულობდნენ, არ შემეძლო, ისე მოსმენა, ჩემთვის ვჩხაპნიდი. მერე ჯემალ გაგნიძე აგროვებდა თურმე ჩემს ნამუშევრებს და ერთ მშვენიერ დღეს გამოფენაც კი მოაწყვეს მარჯანიშვილის თეატრში. ერთხელ, ნაღვინევი, ნერვებაშლილი, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. მივედი სახლში და რაც მქონდა, ყველაფერი დავხიე. ჩავიტანე სახლის უკან ეზოში და დავწვი. ერთი ფანქარში შესრულებული პორტრეტი დავტოვე მარტო. 1947 წელს დახატული ავტოპორტრეტი. დანარჩენი, დიდი ნახატები მქონდა და სულ გავანადგურე. ისეთ დღეში ჩავარდნენ ჩემი შვილები… თავიდან არ ვნანობდი, მაგრამ  დრო რომ გავიდა, ვინანე…“  ფერფლად აქცია ყველა ნახატი, გადარჩა მხოლოდ ავტოპორტრეტი. ამ ცხოვრებამაც ბევრი რამ უქცია ფერფლად, მაგრამ ავტოპორტრეტი ცეცხლს გადაურჩა, ამ შემთხვევაში, დრო-ჟამის ალებს. რამდენიმე წელია, თბილისიდან არაგვისპირში გადასახლდა, ხეხილი ჩაყარა, დარგო ბალი, ალუბალი, ლეღვი, ვაშლი, კარალიოკი, ნუში… „ჩემთვის ყველაფერი აქ არის, ამ მიწაზე. ის 50 წელი, მსახიობად რომ გავატარე, ზოგჯერ მინდა, ბიოგრაფიიდანაც ამოვკვეთო. მიჭირს თეატრზე ლაპარაკი. ძალიან გთხოვთ, არაფერი მკითხოთ. იშვიათად, მაგრამ მაინც წამცდება თვალი. ტელევიზორში რაღაცას შევხედავ, მაშინაც ვღელავ…” (რ. შატაკიშვილი).
„ილია რომ მოკლეს, ძველი სტილით 30 აგვისტოს, მას მერე 15 სექტემბერს – ბაბუა ემსხვერპლა მკვლელებს. საიმათო საქმეს არ აკეთებდა და იმიტომ, მაგრამ კონკრეტულად, რა მოხდა, არ ვიცი... მერე მკვლელები ვითომ დაიჭირეს, მაგრამ რა... ასე ვითომ ილიას (წყარო: „კვირის პალიტრა”) მკვლელებიც დაიჭირეს... სხვათა შორის, ბერბიჭაშვილი ვორონცოვზე ჩვენი მეზობელი იყო, კანფეტებს მაჭმევდა ხოლმე... მაღალი კისერი ჰქონდა, ჭროღა თვალები, პატარა თავი, ფართო ბეჭები, გრძელი კიდურები... გამოკვეთილად განსხვავებული გარეგნობისა იყო. ვხატავდი ხოლმე... მახსენდება ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობდი: შიო დედაბრიშვილი ნიკოლაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. იქვე იდგა გივი თოხაძის სახლი, მეზობლად - გიზო სიხარულიძისა. მე, გივი და გიზო ერთად ვიყავით პიონერთა სასახლეში. შიო დედაბრიშვილი (არქეოლოგი, შიო არაგვისპირელის შვილიშვილი) სულ ნასვამი დადიოდა, სიგარეტს ეწეოდა, ფული კი არასდროს ჰქონდა. ყოველ საღამოს ვხვდებოდით რუსთაველზე და დილის 6 საათამდე დავდიოდით, ვლაპარაკობდით პოეზიაზე. გალაკტიონი გადაღმა იდგა - ოპერასთან. ჩვენ იქით არ გადავდიოდით... თუ სპექტაკლზე მივდიოდით, პირდაპირ ოპერასთან გადავჭრიდით ქუჩას... ვერის დაღმართი... ელბაქიძის ქუჩა... იქ რეზი თარხან-მოურავი ცხოვრობდა, პეროვსკაიაზე - ავთო ვარაზი. სამაიას ბაღთან ექვთიმე თაყაიშვილი და შალვა ნუცუბიძე სეირნობდნენ ხოლმე. ექვთიმეს ფეხი აწუხებდა, ამიტომ ერთი ფეხსაცმლის ქუსლი საგანგებოდ ჰქონდა ამაღლებული. შორიდანვე ვცნობდი... ფეხს ავითრევდი, რომ იქნებ, ყური მომეკრა, რაზე საუბრობდნენ... ორივემ იცოდა კომუნისტური მათრახის ძალა, ხმადაბლა საუბრობდნენ... ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტიდან რომ გამოასვენეს, ორმოცი კაციც არ იყო... შორიდან მივყვებოდი, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა. მე მოსკოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი - ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ ძმები კაკაბაძეები - დავითი და მისი ძმა. დავითი დიდი პიროვნება და მხატვარი იყო. როცა საბჭოთა იდეოლოგიამ შეავიწროვა და თავისი ჭკუით ხატვას ჩამოაშორა, ჯერ ფრანგულს, მერე კი ფიზიკასაც ასწავლიდა სკოლაში. საოცარი ადამიანები იყვნენ”.

скачать dle 11.3