რა უნიკალური თვისებებით გამოირჩევა „კამელინი მ-4“ – სანთლები ქალური დაავადებების, ვაგინალური ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ორსულებში ანთებითი პროცესებისა და ბუასილის დროს #18
„კამელინის“ სამკურნალო უნიკალური თვისებების შესახებ ჩვენს მკითხველს არაერთი ინფორმაცია მივაწოდეთ. თაფლზე დამზადებული ბუნებრივი, ქართული პრეპარატი დღეს გავრცელებული არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მათ შორის, სიმსივნისაც. სამწუხაროდ, დღეს ეს მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დღემდე მიმდინარეობს მასთან ბრძოლა. „კამელინის“ გამოყენება ამ დაავადების სამკურნალოდ ხშირად ძალიან ეფექტურია, რასაც მისი სხვადასხვა თვისება განაპირობებს. „კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას. თუმცა, „კამელინის“ მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ უპირობოდ აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს, დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ისე, როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი და ასევე, დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ორგანიზმის იმუნური პასუხის ოპტიმიზაცია. კვლევების საფუძველზე და პრაქტიკიდან გამომდინარეც, უმძიმეს პაციენტებში კამელინოთერაპიით მკურნალობისას მეტწილად ხდება სიმსივნური პროცესების შეჩერება, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და შრომისუნარიანობის საგრძნობი მატება.
ელისაბედ ჯ. (47 წლის): 18 წლის წინ მოვყევი ავარიაში. თავზე გამიკეთდა ურთულესი ოპერაცია. ავარიიდან 3 წლის მერე, დამეწყო თავის უსაშველო ტკივილები, მეხსიერების დაქვეითება, რომელსაც დაემატა გათიშვები, მხედველობის დაბინდვა, მოთენთვა, სისუსტე. სიმპტომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ჩავიტარე კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. აღმომაჩნდა, თავის ტვინზე (წარმონაქმნი) სიმსივნე. ჩემი მოძღვრისგან შევიტყვე პრეპარატ „კამელინის“ შესახებ და მისი კურთხევით დავიწყე მკურნალობა. შედეგი პირველივე კურსიდან იმედისმომცემი იყო. მომემატა ძალა, შემიმცირდა ჩივილები. 6 კურსის მერე მომეხსნა ყველა სიმპტომი და კვლევებით, სიმსივნე აღარ დაფიქსირდა. ღმერთის, ჩემი მოძღვარისა და „კამელინის“ წყალობით, ჩემს 9 შვილს ჰყავს დედა.
ტ.დ. (35 წლის): ჩემს მეუღლეს 5 წლის წინ დაუსვევს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი. ძალიან ცუდად იყო. მკურნალობის ყველა საშუალება გამოვიყენეთ, მაგრამ ამაოდ. ქიმიოთერაპიაც ჩაუტარდა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. დაახლოებით, ორი წლის წინ, შევიტყვე „კამელინის“ შესახებ. ჩემი ახლობელი მკურნალობდა ამ პრეპარატით. მასაც სიმსივნე ჰქონდა, ოღონდ საშვილოსნოზე. როდესაც ვნახე, რა კარგად გრძნობდა თავს, გადავწყვიტე, ჩემი მეუღლისთვისაც დამეწყო „კამელინის“ გაკეთება. თავიდან თვითონ წინააღმდეგი იყო. როგორც იქნა, დავითანხმე და დავუწყე „კამელინის“ საინიექციო ხსნარის გაკეთება. ერთ კვირაში, მდგომარეობა გაუუმჯობესდა. გამოკეთდა, ფეხზე ადგა, გაიარა, რაც მთავარია, საშინელი ტკივილები მოეხსნა. მკურნალობის ოთხი კურსი ჩავუტარე და ახლა თავს მშვენივრად გრძნობს. ტკივილი აღარ აწუხებს, სამსახურშიც გავიდა და იმედიც დაუბრუნდა. „კამელინს“ უკვე პროფილაქტიკისთვის იყენებს, როგორც ის, ასევე, მთელი ჩვენი ოჯახი და ახლობლები. მეც მჯერა, რომ ის „კამელინის“ დახმარებით სამუდამოდ დააღწევს თავს ამ საშინელ დაავადებას.
რ.კ. (54 წლის): 20 წლის წინ მოვხვდი „სეფსის ცენტრში“. დამისვეს გრამუარყოფითი სეფსისის, სეფსისური ენდოკარდიტის დიაგნოზი. ჰემატოლოგის მიერ დამიდგინდა ლეიკოზიც, ტომოგრაფიული კვლევით კი, ელენთის ქვემოთ დაფიქსირდა ლიმფური კვანძების კონგლომერატი. ვიმყოფებოდი თამარ ბოჭორიშვილის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლის დანიშნულებით ვმკურნალობდი ძალიან ძვირად ღირებული პრეპარატებით. ქალბატონი თამარი წლების განმავლობაში აწარმოებდა დაკვირვებას დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ყველაფერს განაპირობებდა თირკმლის პათოლოგია – ქრონიკული პიელონეფრიტი, რამაც გამოიწვია სეფსისი. ჩამიტარდა ოპერაცია მარჯვენა თირკმლზე. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. 1999 წლიდან 2007 წლამდე მწოლიარე ავადმყოფი ვიყავი, ანუ მანამდე, სანამ პრეპარატ „კამელინის” არსებობა შევიტყვე ახლობლისაგან. ის ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დღესაც ცოცხალი და შრომისუნარიანია „კამელინის” წყალობით. დავიწყე „კამელინ მ1“ ინიექციის გაკეთება. პირველივე კურსიდან მომემატა ენერგია, გამიუმჯობესდა სიცოცხლის ხარისხი. ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ ჩავიტარე კვლევები. ლიმფური კვანძების კონგლომერატი აღარ ისინჯებოდა. მე-10 წელია, შევწყვიტე ყველანაირი პრეპარატების მიღება. ყოველ წელს პროფილაქტიკის მიზნით ვიტარებ მხოლოდ კამელინოთერაპიას „კამელინ მ 2-ით“.
როგორც „კამელინის“ სხვა ფორმებს, სანთლების შექმნასაც წინ უძღოდა წინაკლინიკური გამოკვლევები საქართველოშიც და უცხოეთშის სამეცნიერო ცენტრებშიც. „კამელინ მ4-ს“ აქვს მრავალმხრივი მოქმედების უნარი რექტალურ-ვაგინალური მოხმარებისთვის, რაც წამლის ამ ფორმისთვის ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა. „კამელინ მ4“ გამოიყენება ქალური დაავადებების, ვაგინალური ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ორსულებში ანთებითი პროცესებისა და ბუასილის მკურნალობაში.
საპატრიარქოს, წმინდა ანას და იოაკიმეს სამშობიარო სახლის ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგე დავით ლანდია აღნიშნავს, რომ პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული და იმუნომოდულატორული თვისებების დასადასტურებლად, „კამელინ მ4“ გამოიყენეს ორსულებში გინეკოლოგიური ანთებითი პროცესებისა და ბუასილის სამკურნალოდ. სანთლები გამოიცადა 500-ზე მეტ ორსულსა და მელოგინეზე. აწარმოებდნენ მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ნაცხების მიკროსკოპიულ კვლევას, რომლის საფუძველზეც, „კამელინ მ 4-ის“ დადებითი მოქმედება ლეიკოციტებზე, ასევე გრამ პლუს და გრამ მინუს ჩხირებზე, აშკარა იყო. „კამელინის“ ხსნარით კი ამუშავებენ პოსტოპერაციულ (გინეკოლოგიური და საკეისრო) ჭრილობებს. აქაც პრეპარატმა გამოავლინა რეგენერაციის მაღალი უნარი. „კამელინმა“ ხელი შეუწყო შეხორცებითი პროცესების დაჩქარებას ყოველგვერი გართულებების გარეშე.
„კამელინი მ 4“ ძალზე ეფექტური აღმოჩნდა ორსულებში ბუასილის დროს, რაც ძალზე ხშირია განსაკუთრებით უკანასკნელ ტრიმესტრში. „კამელინი მ 4-მა“ გამოავლინა არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი. 3-4 პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა, უსიამოვნო სიმპტომების სრულიად გასაქრობად. ორსულები აღარ უჩიოდნენ ბუასილისგან გამოწვეულ სიმპტომებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „კამელინის” სანთლებს არავითარი უკუჩვენება არ გამოუვლენია. კვლევაში ჩართულები იყვნენ, აგრეთვე, მეძუძური დედებიც, რადგან აღნიშნული დაავადება მშობიარობის შემდეგაც ბევრს აწუხებს. ჩატარებული კლინიკური კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ „კამელინის” სანთლები ორსულებსა და მელოგინეებში ვაგინალური და პროქტოლოგიური გამოყენებისთვის შესანიშნავია.
P.S. „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-71-04-80; 2-22-26-68; 599 33 10 89; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.
ნათია უტიაშვილი