კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოპლურალისტებული #18

ანუ დეზერტირების მთავარსარდალი?!

 ვიცით, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტი ფრიად მჭმუნვარეა, რაკი, საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტი არც პირდაპირი წესით აირჩევა და ფორმალური უფლებებიც შეეკვეცება.
განსაკუთრებით კი, იგი (გიორგი მარგველაშვილი), როგორც თავად მოგვახსენა, იმას განიცდის, რომ „ქვეყანა, ფაქტობრივად, მთავარსარდლის გარეშე რჩება“, მიუხედავად იმისა, რომ არც თავად გამოუჩენია მთავარსარდლის დარი სიჩაუქე და, რაც მთავარია, ფორმალურად ქვეყანას, ნებისმიერ შემთხვევაში, ეყოლება მთავარსარდალი.
მეორე მხრივ, მოქმედმა უმაღლესმა მთავარსარდალმა (ანუ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა) დადებითად შეაფასა „გირჩის“ ტაქტიკა (ანუ რელიგიური ორგანიზაციის შექმნა, რომელში გაწევრიანებულებსაც საშუალება მიეცემათ, არ იმსახურონ ჯარში). მომყავს ციტატა: „ყველა პარტიას, მათ შორის „გირჩს“, აქვს უფლება, ჩამოაყალიბოს ნებისმიერი ორგანიზაცია, დაჯგუფება და შესაბამისად, „გირჩის“ უფლებაა, ის ნაბიჯები გადადგან, რაც ამ იდეის გასამყარებლად სჭირდებათ.“
თუ გავითვალისწინებთ, რომ „იდეის გამყარებაში“ იგულისხმება სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება, ზედაც, ჩვენს რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას გავითვალისწინებთ (ფაქტობრივად, ალყაში ვართ) და გავიხსენებთ, როგორ მოსთქვამდა (პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი), საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყანა მთავარსარდლის გარეშე რჩებაო, თუ ყველას გადეზერტირებას მიესალმება, მთავარსარდალს რა თავში ვიხლით?! –

скачать dle 11.3