კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალგამომცხვარი ჯაყო #18

იყო ედუარდი,
ახლა ანატოლია

 აქეთ – მეგობარი თურქეთი გვირჩევს, დიდი პომპეზურობით არ აღვნიშნოთ დიდგორობა (გული გვეტკინებაო), იქით – ოკუპანტი რუსეთი ულოცავს ანატოლი (უკვე ანატოლი-ჯაყოდ წოდებულს) ბიბილოვს „გაპრეზიდენტებას“ ამ ჩვენს შიდა ქართლში, მათთვის კი აწ უკვე – „სამხრეთ ალანიაში“.
იმის გათვალისწინებით, რომ ანატოლი-ჯაყო ბიბილოვი ოს სეპარატისტულ საზოგადოებაში რუსეთთან მიერთების უპირველესი მომხრეა, ცხადია, ამ ვერსიას აქტიურად ავითარებს.
შესაბამისად, რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალგამომცხვარი „პრეზიდენტი“ აცხადებს, რომ კიდევ უფრო გააღრმავებს ინტეგრაციის პროცესს ერთადერთ სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან.
თუმცა, მეორე მხრივ, ისეთი თავგადაკლულიც აღარ ჩანს. კერძოდ (მომყავს ციტატა): „რუსეთთან გაერთიანება ეს ხალხის მისწრაფებაა და არა ანატოლი ბიბილოვის აკვიატება და თუ ჩვენ მოსახლეობის აზრის გაგება გვსურს, ამისთვის რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია. იმავდროულად, აუცილებლად უნდა მოვეთათბიროთ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას, რუსეთის პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მთლიანად საზოგადოებას.“
რაც მთავარია, დარწმუნებულია, რომ თბილისი, ადრე თუ გვიან, მათ აღიარებს. თუმცა ახლად გამომცხვარი ჯაყო მწარედ ცდება, ვინაიდან თეიმურაზ ხევისთავი უნდა დავასაფლავოთ (თუ, რასაკვირველია, „გირჩმა“ ერთიანად ისევ არ გაგვადეზერტირა) და ახალ გიორგი ბრწყინვალესაც ველოდებით, იმიტომ რომ, კავკასიონს იქით ბევრი გვყავს გადასარეკი. –

скачать dle 11.3