,,გალაქტიონ მახვილაძის დენტალური იმპლანტაციის ცენტრის” მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა ხარისხიანი მკურნალობის გარანტია
რამდენიმე წლის წინ ყბა-სახის ქირურგმა, იმპლანტოლოგმა და მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა – გალაქტიონ მახვილაძემ შექმნა მისივე სახელობის დენტალური იმპლანტოლოგიის ცენტრი, სადაც მყუდრო და კომფორტულ გარემოში სტომატოლოგიური მკურნალობის სრულ სპექტრს მიიღებთ. მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა ხარისხიანი მკურნალობის გარანტია. გალაქტიონ მახვილაძე გახლავთ არაერთი კონგრესისა და პროფესიული ასოციაციის წევრი, როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთ.
გალაქტიონ მახვილაძე: გარდა ჩემი პრაქტიკული პროფესიული საქმიანობისა, ჩართული ვარ სასწავლო პროცესშიც – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი გახლავართ, ასევე ყბა-სახის ქირურგიის კურსი მიმყავს გრიგორ რობაქიძის უნივერსიტეტში. ვმუშაობ საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ დეპარტამენტში. ასევე, საქართველოს იმპლანტოლოგიის პროფესიული განვითარების ლიგაში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ, ვთანამშრომლობ სასწავლო კურსთან დენტალურ ინპლანტაციაში. ვარ გერმანიის იმპლანტოლოგთა ასოციაციის წევრი და რეფერენტი. გარდა ამისა, ხშირად მიწვევენ სხვადასხვა კონგრესზე, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, სადაც მაქვს ლექციები და პრეზენტაციები. ახლახან დავბრუნდი ერთ-ერთი კონგრესიდან, რომელიც ბელორუსიაში გაიმართა. იქ წარვადგინე ჩვენს კლინიკაში ჩატარებული ოპერაციების შედეგები.
– როგორ შეიქმნა „გალაქტიონ მახვილაძის დენტალური იმპლანტაციის ცენტრი” და რა მომსახურებების მიღებაა შესაძლებელი თქვენს კლინიკაში?
– ეს კლინიკა შეიქმნა პირადად ჩემი განსხვავებული მიდგომით ამ სფეროსადმი. ვფიქრობ, მედიცინა და ბიზნესი ჰარმონიულად უნდა უთავსდებოდეს ერთმანეთს და არავითარ შემთხვევაში, ბიზნესი არ უნდა იდგეს წინ და სწორედ ამ იდეით ვხელმძღვანელობ მეც. მიუხედავად იმისა, რომ თექვსმეტწლიანი პრაქტიკული საქმიანობის განმავლობაში ძალიან ბევრ კარგ კლინიკაში ვიმუშავე, მუდმივად მქონდა სურვილი, შემექმნა ისეთი კლინიკა, სადაც ერთ სივრცეში იქნებოდა შესაძლებელი უმაღლეხი ხარისხის სრულყოფილი მომსახურების მიღება, რაც, ვფიქრობ, გამომივიდა. თავდაპირველად, ეს კლინიკა შედარებით ნაკლებმასშტაბური იყო. დღეს პაციენტების მოთხოვნების შესაბამისად, გავფართოვდით და უკვე ექვს სავარძელზე ვმუშაობთ. ჩვენი პირველი და უმთავრესი მიზანია, პაციენტებზე ზრუნვა, რომლებთანაც ერთჯერადი კავშირი არ გვაქვს. დენტალური იმპლანტაციის შემთხვევაში, ისინი გარკვეულწილად, მოჯაჭვულები არიან ჩვენზე და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, მათი პრობლემების მოგვარებას.
– რა სირთულის ოპერაციების კეთება გიწევთ?
– დენტალური იმპლანტაცია საკმაოდ რთული დარგია, რაც სერიოზულ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. იმპლანტაცია ეს მთელი მეცნიერებაა, რომელზეც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან აქტიურად მუშაობს კაცობრიობა. ჩვენ ვაკეთებთ ისეთი სირთულის ოპერაციებს, რაზეც ბევრგან უარს ეუბნებიან პაციენტებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს კლინიკაში ეგრეთ წოდებული მარტივი იმპლანტაცია თითქმის აღარ კეთდება. ვაკეთებთ ნებისმიერი სახის ძვლის რეკონსტრუქციულ ოპერაციას, რომელიც შესაძლებელია, ამბულატორიულ პირობებში გაკეთდეს.
– როგორია თქვენი კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა და მედპერსონალი?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა, ვფიქრობ, უმთავრესი, მაინც ის გუნდია, რომელიც ძალიან მეამაყება. მათ გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი კლინიკური დირექტორი გახლავთ ჩემი მეუღლე – თერაპევტი სტომატოლოგი, რომელიც მუშაობს ორთოდონტიის მიმართულებითაც. ჩემი კლინიკის ექიმები პერმანენტულად მონაწილეობენ სხვადასხვა კონგრესში, კონფერენციებსა თუ სემინარებში. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ პროფესიულ განვითარებაზე. მედიცინა ის სფეროა, სადაც მხოლოდ ექიმის მრავალწლიანი გამოცდილება არაფერს ნიშნავს. თუ მე მუდმივად არ ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე, დროთა განმავლობაში, წინსვლის ნაცვლად უკან-უკან ვიხევ. მართალია, კლინიკას დენტალური იმპლანტაციის ცენტრი ჰქვია, მაგრამ ჩვენ მოვიცავთ ყველა სპექტრს სტომატოლოგიაში. როგორც აღვნიშნე, გვაქვს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მაგალითად: როგორიცაა კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც დღეისთვის ბოლო სიტყვაა გამოკვლევებში. გვაქვს იმის საშუალება, რომ პაციენტებს ყველანაირი ქირურგიული ჩარევა ჩავუტაროთ ამბულატორიულ პირობებში. მთლიანად აღჭურვილი ვართ ერთ– ერთი თანამედროვე ევროპული კომპანიის აპარატურით. ამ კომპანიამ მსოფლიოში რამდენიმე ექიმი აარჩია და შექმნა კონსულტანტი ექიმების ჯგუფი. მათ შორის მეც გახლავართ. მაქსიმალურად მორგებული ვართ პაციენტზე და მის ყველანაირ შესაძლებლობაზე. ჩვენ ვაძლევთ პაციენტს არჩევნის საშუალებას. ორიენტირებული ვართ ხარისხსა და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენს კლინიკაში მოქმედებს ნულპროცენტიანი განვადება, რასაც საკმაოდ აქტიურად იყენებენ პაციენტები.
მისამართი: თბილისი, სულხან ცინცაძის ¹73
საკონტაქტო ტელ: +995 597 26 87 87; 032 2 10 87 87.