კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხოცავდა თავის მეტოქეებს „კაგებეს“ ქართველი პოდპოლკოვნიკი 10 ტონა ოქროს გამო #17

პუბლიკაცია ეფუძნება „კაგებეს“ საიდუმლო-საგამოძიებო საქმეს და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწერილია დეტექტივისთვის დამახასიათებელ სტილში. მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
დღე „იქსი“
1989 წლის 3 აპრილს „კაგებეს“ არალეგალურად მომუშავე, 41 წლის პოდპოლკოვნიკი კოტე კიტია მისმა კურატორმა კონსპირაციულ ბინაში შეხვედრაზე დაიბარა. კიტია მისთვის ჩვეული სიფრთხილით მივიდა პაემანზე, საბურთალოს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში და პოლკოვნიკ გედევან ვასაძეს მიესალმა.
– მოკლედ, ასეა, კოტე. დღე იქსი დადგა და „ტავარი“ სასწრაფოდ უნდა დავძრათ ადგილიდან. დრო არ ითმენს. ყოველი წამი ძვირფასია და არ უნდა დავაგვიანოთ. ცენტრიდან ინსტრუქციები მოვიდა და იმის მიხედვით უნდა იმოქმედო. აი, გამომართვი ეს კონვერტი და ყურადღებით გაეცანი. შემდეგ კი ჩემს ბიჭებს გაგაყოლებ და ფრთხილად იმოქმედეთ, – უთხრა ვასაძემ კიტიას. თეთრი კონვერტი მიაწოდა და ორი ათლეტი მამაკაცი იხმო მეზობელი ოთახიდან.
კოტე კიტია სავარძელში ჩაეშვა და ათიოდე წუთის განმავლობაში ყურადღებით ეცნობოდა წერილის შინაარსს. რომ დაამთავრა, ვასაძეს ჰკითხა:
– მხოლოდ ეს ორია?
– კი. ესენი არიან. აბა, წადით ახლა და საქმეს მიხედეთ, – მიუგო ვასაძემ.
– კეთილი, – გაიღიმა კიტიამ და მოულოდნელად, მაყუჩიანი პისტოლეტი ამოაცურა, ვასაძე და მისი ჯიგიტები დახოცა, წერილი კი ჯიბეში ჩაიდო და კონსპირაციული ბინიდან ფრთხილად გავიდა. თან, კარიც გაიხურა.
პოლკოვნიკი გედევან ვასაძე „კაგებეს“ არალეგალური დაზვერვის რეზიდენტი გახლდათ თბილისში. პოდპოლკოვნიკი კოტე კიტია კი განსაკუთრებულ მისიას ასრულებდა. მან, ერთადერთმა უწყოდა, თუ საქართველოს რომელ ადგილებში ინახებოდა პარტიული ოქროს მარაგის ნაწილი, რომელიც საქართველოზე იყო მიწერილი. ოქროს რაოდენობა შედგებოდა 10 ტონა 999 სინჯის ოქროს ერთკილოგრამიანი ზოდებისგან. ინსტრუქციის მიხედვით, „იქს“ დღეს ეს განძი საქართველოდან მითითებულ ადგილზე უნდა გაეტანათ, რომელსაც დაშიფრული წერილით აცნობებდნენ. „იქს“ დღე კი ისეთი სიტუაცია იყო, ოქროს უსაფრთხოებას ხიფათს რომ უქმნიდა. გამომდინარე იქიდან, რომ „კაგებემ“ ზუსტად იცოდა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა დაირღვეოდა, გადაწყვიტეს ოქროს გატანა შვეიცარიაში, თურქეთის გავლით და სწორედ ამიტომ იხმეს კიტია. მან კი თავისი კურატორი, ორი დამხმარიანად დახოცა და გაუჩინარდა. სულ მალე თბილისში 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა და საერთო-სახალხო გლოვის პარალელურად, მოსკოვიდან ჩამოსული სპეცჯგუფი ინტენსიურად ეძებდა კიტიას გადამალულ 10 ტონა ბაჯაღლო ოქროს.
მკვლელობების ჯაჭვი
თბილისი და საქართველო იმდენად პატარაა, სოლოლაკში რომ დააცემინო, გლდანში გაიგონებენ. 1989 წლის იმ ტრაგიკულ აპრილს საქართველოს დედაქალაქში ოთხი მკვლელობა მოხდა, რაც გედეონ ვასაძისა და მისი ხელქვეითების ლიკვიდაციის გაგრძელება იყო. თუმცა, ხალხი ისე იყო შეძრული მთავრობის სახლის წინ დატრიალებული უბედურებით, ის ოთხი მკვლელობა არავის გახსენებია. არადა, მოკლულები მაღალჩინოსანი პარტიული მუშაკები იყვნენ: კარლო ჯაში და ვიქტორ ელიაძე, აგრეთვე, „კაგებეს“ პოლკოვნიკი პოლიკარპე სამხარაძე და ისტორიკოსი ვანო გეგიძე. მოსკოველი სპეცები, რომლებსაც გენერალი კორნეი გრუშინი მეთაურობდა და თავადაც თბილისში იმყოფებოდა, ინტენსიურად დაეძებდნენ კოტე კიტიას. აშკარა იყო, რომ პარტიული ოქროს მცველი თავიდან იშორებდა ყველა იმ სავარაუდო მოწმეს, ვისაც შეიძლებოდა, გადამალული ოქროს ერთი სამალავი მაინც სცოდნოდა. გადაცმული კორნეი გრუშინი და მისი ჩვიდმეტი სპეცი საგანგებოდ იყვნენ გაწვრთნილები და როგორც საბჭოეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, არაერთი ურთულესი ოპერაცია ჰქონდათ ჩატარებული. თბილისში კი ვერაფერს გახდნენ – არა მარტო კიტია ვერ მოიხელთეს, ორი რჩეული კოლეგაც დაკარგეს, რომლებიც სნაიპერმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დახოცა. 29 აპრილს, მოულოდნელად, მოსკოვიდან საიდუმლო ბრძანება მოვიდა და სპეცჯგუფი უკან გაიწვიეს. შეწყდა მკვლელობებიც და მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი კიტიაზე ჰქონდათ, მას უკვე აღარ ეძებდნენ.
ოქროს საბარგული
1989 წლის 6 აგვისტოს საქართვლეოში გაფიცვებისა და დემონსტრაციების დიდი ტალღა აგორდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, მთავრობას ძალაუფლება უკვე ხელიდან ეცლებოდა. სიტუაციას არაფორმალური გაერთიანებები აკონტროლებდნენ. 6 აგვისტოს დილას, ლოტკინის მთიდან მომავალი „ჟიგული“, რომელსაც 43 წლის ინჟინერი ავთო ინწკირველი მართავდა, მცხეთისკენ მოძრაობდა. „ზაჰესთან“ მანქანა დემონსტრანტთა დიდმა ნაკადმა გააჩერა, რომელიც თბილისისკენ მიემართებოდა საპროტესტო აქციის შესავსებად. უცებ, ეგზალტირებულმა მასამ „ჟიგული“ მძღოლიანად ხელში აიტაცა და გვერდით, პატარა სკვერში გადადგა. ის-ის იყო გზა უნდა გაეგრძელებინათ, რომ „ჟიგულის“ საბარგული გაიხსნა და იქიდან ოქროს ზოდები გადმოცვივდა. ინწკირველი მანქანიდან გადმოხტა და ათიოდე ზოდი უკან ჩააბრუნა. შემდეგ საბარგული ჩაკეტა და სალონში დაბრუნდა. მოულოდნელად კი ავტომატი ამოაცურა, მანიფესტანტებს მიუშვირა და იღრიალა:
– შეჩერდით, თორემ დაგხოცავთ!
შემდეგ ჰაერში ჯერი გაუშვა და მანქანიანად ადგილს მოწყდა.
იმავე ღამეს ინწკირველი მცხეთის არხში იპოვეს მოკლული. ოქროთი სავსე მანქანა კი ცარიელი ნახეს ნატახტარში.
გაუჩინარებული განძი
მიუხედავად იმისა, რომ სპეცჯგუფი მოსკოვში დააბრუნეს, კოტე კიტიას მთელი ქართული „კაგებე“ ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ძებნას მაიორი გივი კალანდაძე ხელმძღვანელობდა. ის მოსკოვიდან თბილისში 1989 წელს, იანვარში გადმოიყვანეს და საგანგებო მისია დააკისრეს. მას მეთვალყურეობა უნდა გაეწია, როგორც მოგვიანებით გაირკვა, „კაგებეს“  ეგრეთ წოდებული „ობშჩიაკისთვის“ და ეს „ობშჩიაკი“ საქართველოდან გაეტანა. პარტიული ოქროს მსგავსად, „კაგებეს ობშჩიაკიც“ ოქროსა და ძვირფასი ქვებისგან შედგებოდა და ერთი ნაწილი საქართველოში ინახებოდა. კალანდაძე, კიტიასგან განსხვავებით, არ დახარბდა ქონებას და თავისი მისია ზუსტად შეასრულა. მოსკოვში გამგზავრების წინ კი, მიიღო ბრძანება, რომ საქართველოში დარჩენილიყო და კიტია და პარტიული ოქრო მოეძებნა. 1989 წლის 12 სექტემბერს გივი კალანდაძე სნაიპერმა ვაკეში, ერთ-ერთი ფეშენებელური საცხოვრებელი კორპუსის ვერანდაზე მოკლა. ფარულმა ექსპერტიზამ იგივე კვალს მიაგნო, რომელმაც ორი მოსკოველი სპეცი საბურთალოზე მოკლა. 1989 წლის 6 ნოემბერს თბილისიდან მოსკოვში გაგზავნილ დეპეშაში ეწერა: „ანალიზის შედეგად ვვარაუდობთ, რომ ყველა მკვლელობა ან თავად კიტიამ, ან მისმა დამხმარეებმა ჩაიდინეს. ოქროს ინტენსიური ძებნის მიუხედავად, მის კვალს ვერ მივაგენით. განვაგრძობთ ძებნას. დიდია იმის ალბათობა, რომ 10 ტონა ოქრო რესპუბლიკის გარეთ არ გაუტანიათ“.
მოგვიანებით, როცა საბჭოეთი დაიშალა, საქართველოში სამოქალაქო ომი გაჩაღდა და ქვეყანა ქაოსმა მოიცვა, ფოთთან ახლოს, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ კატერი დააკავა, რომელშიც 100 ცალი ერთკილოგრამიანი ოქროს ზოდები ელაგა. კატერის პატრონი წყალში გადახტა და მას მერე არავის უნახავს. რა ბედი ეწია ოქროს, არავინ იცის. მაგრამ აშკარაა, რომ ის ოქრო, კიტიას მიერ გადამალული ოქროს ნაწილი იყო და დღემდე არც ოქრო ჩანს და არც მისი მცველი.

скачать dle 11.3