კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზურა გორგაძის ანეკდოტები #17

საუბარი ოპერაში:
– უკაცრავად, ჩემს მარაოზე ზიხართ...
– უი, მეც არა ვთქვი, საიდან უბერავს-მეთქი...
***
მამაო ეკითხება აღსარებაზე მისულ ქუთაისელ ძველ ბიჭს:
– შვილო ჩემო, ბევრი გისვამს ცხოვრებაში?
– დიახ.
– ბევრ ქალთან გიმრუშია?
– მამაო, მე ცოდვების შესანდობად მოვედი, თვარა, სატრაბახოდ კი არა.
***
საავადმყოფოში ახალგაზრდა კაცი წევს. უცებ, პალატის კარზე კაკუნია. შემოდის ექთანი გოგო, უხმოდ ჩაუწევს საცვალს,  წელს ქვემოთ ჩაწმინდავს, უკანა ტანში სანთელს გაუკეთებს და პალატიდან რომ დააპირებს გასვლას, კაცი ეუბნება:
– ყველაფერი ყველაფერი... მაგრამ, კარზე რაღას აკაკუნებდი?
***
ქუჩაში მიდიან ძმაკაცები. ერთი უხსნის მეორეს:
– ბიჭო, ადამიანზე მეტად ძაღლებს ვენდობი, არ გიღალატებენ, უანგაროდ გიხსნიან სიყვარულს, უსიტყვოდ...
უცბად, გაიხედა უკან და დაიძახა:
– იმედია, ის ბულდოგი ჩვენკენ სიყვარულის ასახსნელად მორბის...
***
ფეხბურთმა თქვა: დავიბადე ინგლისში, გავიზარდე ბრაზილიაში და მოვკვდი საქართველოში.
***
შვილიშვილი ეკითხება ბებიას:
– ბებო, სისხლი ისმევა?
– საიდან მოიტანე?
– რავი, მამა ამბობდა, ბებიაშენმა მთელი სისხლი დამილიაო.
– მამაშენს ტვინი არ აქვს!
– ხო ვიცი, მითხრა უკვე, ეგ შარშან შეგიჭამია.

ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
– ნაგვის გადაყრაზე იმხელა ჯარიმებია,  „სნიკერსს“ ქაღალდიანად ვჭამ.
***
მძარცველებმა ბანკი გაიტანეს.
– ბიჭო, რამდენი გავიტანეთ, მოდი, დავსხდეთ და დავთვალოთ.
– აუ, არ გეზარება? დაველოდოთ საღამოს და „კურიერში“ გამოაცხადებენ.
***
– არასდროს დამავიწყდება ბაბუაჩემის ბოლო სიტყვები...
– რაო, რა თქვა?
– კიბე კარგად დაიჭირე, შე ვირიშვილოო!..
***
– თქვენ მოკვდებით ნერვიულობით, შიმშილითა და ტანჯვით.
– უკაცრავად, რა ბრძანეთ?
– არაფერი, თქვენი სესხი დამტკიცებულია-მეთქი.
***
ექიმო, კუჭ-ნაწლავი მაწუხებს.
– რამდენი წლის ხართ?
– ოთხმოცდათორმეტი შემისრულდა იმ თვეს.
– კიდევ კარგად ხართ. ოთხმოცდათორმეტი წელი კუჭ-ნაწლავი კი არა, კანალიზაციის „ნერჟავეიკის ტრუბა“ ვერ ძლებს.
***
– ექვსი წლის განმავლობაში არ ვსვამდი, არც ვეწეოდი და არც გოგოებზე ვფიქრობდი.
– მერე რა მოხდა?
– მერე, დედამ სკოლაში მიმიყვანა.
***
თვითმფრინავის სალონში:
– პატივცემულო მგზავრებო! მოგესალმებათ, თბილისი-კიევის ავიარეისის ეკიპაჟი. ჩვენი ფრენა ხორციელდება 10 000 მეტრის სიმაღლეზე. ფრენის სიჩქარე 900 კილომეტრი საათში.... ვაიმე დედააა!.. ეს რა არისსსს?!.
სალონში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. რამდენიმე წამში მეთაური ისევ ჩაერთო:
– პატივცემულო მგზავრებო, გთხოვთ მაპატიოთ. ბორტგამცილებელმა ცხელი ყავა გადამასხა. ნეტავ, განახათ, რას ჰგავს ჩემი შარვალი წინიდან...
ეკონომკლასის სალონიდან მიხო ყვირის:
– შენი დედა კი მოვ-ნ, შენი, ჰა! აბა, ახლა ჩემი შარვალი ნახე, ოღონდ უკნიდან!


скачать dle 11.3