კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპარეს მაცივარი „ელექტრიჩკაში“ ნოდარ დუმბაძემ და თენგიზ აბულაძემ #17

ნოდარ დუმბაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „1962 წელია და მე და თენგიზ აბულაძე მოსკოვში ვიმყოფებით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ცენზურულ „პრასმოტრზე“. ჩვენების წინა დღეს პოდმოსკოვიეში ვიყავით, პასტერნაკის აგარაკზე, პერედელკინოში და იქიდან „ელექტრიჩკით“ ვბრუნდებოდით უკან. ნახევრად ცარიელ ვაგონში ერთი რვაკაციანი კამპანია იჯდა,  არყით ქეიფობდნენ და თავიანთი უნიჭო სიმღერით ყურთასმენა წაიღეს. მე და თენგიზი „ტამბურში“ გავდიოდით სიგარეტის მოსაწევად, თან იმიტომაც,  ამ გნიასისთვის რომ თავი დაგვეღწია. „ტამბურში” საკმაოდ მოზრდილი, ძვირფასი მაცივარი იდგა. როგორც ეტყობოდა, ერთ-ერთ მგზავრს გადაჰქონდა ის ერთი ადგილიდან მეორეზე. ერთ-ერთი მორიგი გასვლის დროს, როცა მე და თენგიზმა გავაბოლეთ, ერთი მოხუცებული ბაბუ მოგვიახლოვდა და გვითხრა:
– შვილებო, ახლა ჩემი სადგური იქნება და იქნებ ეს მაცივარი ბაქანზე ჩამატანინოთო...
მოხუცს მიხმარებას როგორ დავამადლიდით და „ელექტრიჩკა“ რომ გაჩერდა, მაცივარი „პერონზე“ ჩავუტანეთ და უკან დავბრუნდით. ნახევარიოდე საათის შემდეგ უკვე მოსკოვს მივადექით. მთვრალი კამპანია ჩვენზე წინ გავიდა „ტამბურში“. ჩვენ უკან მივყევით და ერთ-ერთი მთვრალის განწირული კივილი შემოგვესმა:
– „კარაულ“! მილიცია, მიშველეთ! ახალთახალი მაცივარი მომპარესო...
უცებ ყველაფერს მივხვდით. ბაბუმ, თურმე, ყველა გაგვაბითურა და სანამ მაცივრის პატრონი არყით ლოთობდა, მე და თენგიზს ახალთახალი მაცივარი მოგვაპარინა.“

скачать dle 11.3