კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით უადვილდებოდა მოსკოვში ასაკით უფროს ქალებთან ურთიერთობა ხვიჩა კვარაცხელიას და რატომ უწევდა მას ოლიგარქების ცოლებთან თავის გაკონტროლება #17

მომღერალი ხვიჩა კვარაცხელია „X ფაქტორის“ ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც მაყურებელმა ჯერ კიდევ „ახალი ხმიდან“ გაიცნო. ხვიჩა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვშიც ცხოვრობდა, მუშაობდა და ზაფხულში ისევ აპირებს იქ დაბრუნებას. მას მოსკოვურ კარიერაში ქეთა თოფურია ეხმარება.
ხვიჩა კვარაცხელია: მოსკოვში ყველაფერი კარგად მიდის, უბრალოდ, ვიზის გამო მიწევს ხოლმე თბილისში დაბრუნება სამ თვეში ერთხელ. ახლაც, ვიზის გამო, ერთი თვე ვერ წავალ და თან, გავიგე, რომ „X ფაქტორი“ იწყებოდა. მოსკოვიდან გამოვაგზავნე ვიდეო და თანხმობა რომ მივიღე, მერე ჩამოვედი თბილისში. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, 4 „კი“ მივიღე, ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე იდგა და მიკვირდა კიდეც: ჩემზე ამბობენ ამას-მეთქი.
– რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა?
– „ვოისში“ რომ გავედი, აზრზე არ ვიყავი, რა ხდებოდა. ასეთ მასშტაბურ სცენაზეც პირველად ვიდექი, ამიტომ დაბნეული ვიყავი. გარკვეული შიშიც მქონდა და ამის გამო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ვაკეთებდი. ისეთი შეშინებული გავედი სცენაზე, ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზე. ახლა შანსი მომეცა, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინო საკუთარი თავი. თან, პროექტი რომ მთავრდება, ხალხს ავიწყდები, მით უმეტეს, როცა აქ არაფერს აკეთებ.
– რა არის შენი „X ფაქტორი“, როგორც პიროვნების?
– ალბათ, ქარიზმა. ყველასთან შემიძლია საერთო ენის გამონახვა. მხიარული ვარ, ენერგიული, არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი. ჩემთვის „X ფაქტორი“ მხოლოდ ერთი რამ არ არის. ეს არის სხვადასხვა კომპონენტის ერთობლიობა, რითაც იქმნება ვარსკვლავი და სცენაზე დგას.
– ემოციური ხარ?
– ძალიან ემოციური ვარ. ახლა ფილმი რომ ჩამირთო, შეიძლება ვიტირო. არ „გამიტყდება“ ამის და ზოგადად, არ მერიდება ჩემი ემოციების გამოხატვა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ემოციები გვქმნის პიროვნებად. სიცილიც მიყვარს და ზოგჯერ უადგილო ადგილასაც. არ მიყვარს პანაშვიდებზე სიარული, შეიძლება, სიცილი ამიტყდეს და თავი ვეღარ შევიკავო. რომ ვერ ვმალავ ხოლმე ჩემს ემოციებს, ვეღარ ვაკონტროლებ და შეიძლება, უხერხულ სიტუაციაშიც აღმოვჩნდე.
– გოგონებთან ურთიერთობაში რა არის შენი „X ფაქტორი“?
– ზოგი ბიჭი გოგონებთან ურთიერთობაში სხვანაირია, ბიჭებთან კი – სხვანაირი. ვფიქრობ, ეს შეცდომაა – რეალურ სახეს არ აჩვენებენ და მერე ის გოგონები ძმაკაცებთან რომ მიჰყავთ, სხვანაირად იქცევიან. მე ერთნაირი ვარ ყველასთან. სქესით არ განვასხვავებ, ვის როგორ ველაპარაკო. ამიტომ, თავიდანვე რომ ხედავენ, როგორი ვარ, ალბათ, ამით უფრო ვხიბლავ მათ, ვიდრე მერე, სიურპრიზები რომ მოვაწყო ურთიერთობაში.
–  ქეთა თოფურიას შეუთანხმე „X ფაქტორში“ მონაწილეობა?
– ქეთას გარეშე  ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. მან იცოდა, რომ ვიზის გამო ჩამოვდიოდი და მელოდება, რადგან იქ რაღაცეები გვაქვს გაწერილი. წინასწარ ვიცით, როდის რა გვაქვს. ქეთა ისეთი ტიპია, როცა მე რამეს ვეტყვი, თან, არგუმენტირებულად, არ შეჯდება ვირზე და არ ამიკრძალავს: არა. პირიქით, მეუბნება: თუ შენ მიიჩნევ საჭიროდ, რომ ასე უნდა მოიქცე, გააკეთე. მე გელოდები და რომ ჩამოხვალ, მერე განვაგრძობთ საქმესო. ქეთაც ხვდება, რომ ეს ნაბიჯი ჩემთვის მნიშვნელოვანია და ხალხის მხარდაჭერა მჭირდება.
– როგორ მიდიოდა შენი მოსკოვური კარიერა?
– კირკოროვის პიარმა ძალიან კარგად იმოქმედა. ათი ათასზე მეტი მოწონება ჰქონდა მის პოსტს ჩემ შესახებ და მეც ბევრი „ფოლოვერი“ დამემატა. შემოთავაზებებიც წამოვიდა. ძირითადად ვმუშაობდი, ვმღეროდი კორპორტიულებზე და ოჯახსაც გარკვეულწილად ვეხმარებოდი. ახლა გადავწყვიტე, ჩემი რეპერტუარი გავაკეთო: მე ქართულ სიმღერებს არ ვმღერი, არც რუსულებს. თან, ჩვენთან რომ არის: მოდიან – ეს იმღერეო, იქ ასეთი რაღაცეები არ ხდება.  იმისთვის, რომ კარიერაში წინ წაიწიო, შენი რეპერტუარი უნდა გააკეთო. მე ვწერ სიმღერებს, მაგრამ ჩემი პრობლემა ის არის, რომ არ ვიცი ინსტრუმეტნზე დაკვრა. ვერ ვერკვევი ნოტებში და სულ მჭირდება ადამიანი, ვისაც წავუმღერებ და ის ამ ჰარმონიას გააკეთებს. ამიტომ, ახლა ვმუშაობ ბენდთან ერთად. გვაქვს შემოთავაზებები და ვამზადებთ სიმღერებს, რომელსაც ზაფხულში მოსკოვში წავიღებ. ქეთამ აგენტი ამიყვანა, ანუ მისი აგენტია და ჩემს საქმეებსაც ითავსებს. მას უკავშირდებიან და ის მიგვარებს ყველაფერს, მე არ ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში. თბილისში რომ ჩამოვდივარ და მთავაზობენ რაღაცეებს, ჩემთვის ვფიქრობ: რა ვუთხრა ამას, განსაკუთრებით ჰონორარზე მერიდება საუბარი. ამიტომ ისევ მას ვეკითხები რჩევებს.
– მოგეწონა რუსი გოგონები?
– სიმართლე გითხრათ, რუსი გოგონები ისეთებიც არ ყოფილან, რასაც მამაჩემის თაობა ამბობდა. ორი კატეგორიაა: ან ძალიან ლამაზია, ან ძალიან შეუხედავია. გემოვნებაშიც ასე არიან: ან ძალიან კარგად აცვიათ, ან სასაცილოდ. ქართველი ქალების უმრავლესობა საკუთარ თავს არ აკადრებს, სახლიდან მოუწესრიგებელი გამოვიდეს. იქ ამას არ აქცევენ ყურადღებას. შეუძლიათ მეტროში დაივარცხნონ თმა ან პომადა წაისვან. ცოტა კულტურული შოკი მქონდა.
–  ქართველი კაცები მართლა მოსწონთ?
–  ეს მართალი ყოფილა. სადაც მივდიოდი, თუნდაც სამსახურზე, მენეჯერები, ადმინისტრატორები ქალები იყვნენ და ხვდებოდნენ, არ ვიცი, გარეგნობით, ტემპერამენტით თუ ქარიზმით, რომ რუსი არ ვიყავი. სანამ სახელს ვეტყოდი, იტალიელი ან ესპანელი ვეგონე და მერე, რომ იგებდნენ ქართველი ვიყავი, უფრო მეტ ინტერესს ამჟღავდნებდნენ.
– სასიყვარული ისტორიებიც გექნებოდა.
– კი, იყო. რუსი ქალები ქართველებისგან იმითაც განსხვავდებიან, რომ ასაკის კომპლექსი არ აქვთ. შეიძლება, 40 წლის ქალი იყოს და მოეწონოს 20-22 წლის ბიჭი და საერთოდ არ „გაუტყდება“, რომ მოვიდეს და გითხრას: მომეწონე, სადმე წავიდეთ სავახშმოდო. თუ სიმპათიები მექნება, მეც ასაკის გამო არ ვეტყვი უარს. თან, ჩემზე გაცილებით პატარა გოგონასთან, 16-17 წლის ბავშვთან ერთად, არსად წავალ. 22 წლის ვარ და ჩემი ტოლები ან ცოტა ჩემზე დიდები უფრო მომწონს. იქ ყველა 26-27 წელს მაძლევდა და ზოგჯერ ასაკსაც ვიმატებდი, თუ სადმე დამჭირდებოდა. შესაბამისად, მიადვილდებოდა იმ ქალებთან ურთიერთობა, რომლებიც ასაკით ცოტა უფროსები იყვნენ. ფლირტი, მოწონებები, რა თქმა უნდა, იყო.
– პოპულარული ბიჭი გახდი?
– ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ კი – ეს უფრო ქეთას დამსახურებაა.
– რუს გოგონებში?
– რუს გოგონებში – კი, არ ვუჩიოდი უყურდღებობას. ისეთ წრეში მიწევდა ყოფნა – იყვნენ ოლიგარქების ცოლები, ფული რომ აქვთ და არ იციან, რა გააკეთონ. ქმარი კი ეუბნება: აჰა, შენ ბიზნესი, ქალთა მოვლის ცენტრი და მიხედე. ასეთი ქალები რომ არ მალავდნენ სიმპათიას, ვფიქრობდი: ახლა, მისმა ოლიგარქმა ქმარმა რომ გაიგოს, სად მიმჩქმალავს, კაცმა არ იცის-მეთქი, ცოტა ეს მომენტიც მქონდა. ფრთხილად ვიყავი და თავს ვაკონტროლებდი, რომ ზედმეტი არ მომსვლოდა.
– ოლიგარქმა არ მომჭრას თავიო?
– ასეთი ფიქრებიც იყო, არ დაგიმალავთ. თუმცა, აქამდე არ მისულა საქმე. კაცებიც დადებითად იყვნენ ჩემ მიმართ განწყობილი. მოსწონდათ ის, რასაც ვაკეთებდი და ხშირად მოდიოდნენ ჩემს კონცერტებზე.
– ბოლო პერიოდში ქეთას შესახებ სკანდალი აგორდა. ამაზე როგორი რეაქცია ჰქონდა, ნერვიულობდა?
– არაფერს ნერვიულობდა, სიცილით კვდებოდა: ვინმე კარგთან მაინც დავეწყვილებინეო. ამაზე პირადად არ გვისაუბრია, გადმოცემით ვიცი. სისულელეა, არ იყო ისე, როგორც აქ გაამუქეს. ისევ იდიალიაში და ერთად არიან. უბრალოდ, მისი მეუღლე ამერიკაშია წასული, იქაც ხსნის ბიზნესს და რადგან ერთად ისე ხშირად აღარ ჩანდნენ, ალბათ, გაჩნდა ეჭვი, თორემ ყველაფერი კარგად არის.

скачать dle 11.3