დიეტა თეძოებზე, მუცელსა და წელის არეში ზედმეტი ცხიმის მოსაცილებლად #17
უმოძრაობა და არასწორი კვება თეძოებზე, მუცელსა და წელის არეში ცხიმების ჩალაგებას იწვევს. თუ დაიცავთ შემოთავაზებულ დიეტას, ამ პრობლემას ნამდვილად დააღწევთ თავს. დიეტის რაციონი, ძირითადად, ბოსტნეულისგან, მწვანილებისა და ცილებისგან შედგება. ცილა ნებისმიერი დაბალანსებული დიეტის შემადგენელი ნაწილია. ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტების მიღებით, თქვენ მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს. მაგრამ, ამასთანავე, არ დაკარგავთ კუნთოვან მასას. დიეტის დროს, რაციონიდან ამოიღეთ ბანანი და ყურძენი. სხვა ხილის მიღება განსაზღვრული რაოდენობით შეგიძლიათ – დღეში 1-2 ცალი. რძის პროდუქტების ცხიმიანობა არ უნდა აღემატებოდეს 1 პროცენტს. მიიღეთ ნებისმიერი ბოსტნეული, კარტოფილის გარდა. ვახშამი მიირთვით დაძინებამდე 4 საათით ადრე; უარი თქვით ალკოჰოლზე – სასმელებიდან დასაშვებია მხოლოდ წყალი, გაზგასული მინერალური სასმელი და მწვანე ჩაი უშაქროდ. ყოველდღიურად დალიეთ, მინიმუმ, 2 ლიტრი წყალი. გამორიცხეთ მარილი და შაქარი.
ორშაბათი
საუზმე: ხორბლის ფაფა რძით;
სადილი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და 1 ჭიქა ასკილის წვენი;
სამხარი: ვაშლი;
ვახშამი: მოხარშული წიწიბურა.
სამშაბათი
საუზმე: შვრიის ფაფა რძით და ხილის სალათი;
სადილი: სოკოს წვნიანი და ჭარხლის სალათა შეზავებული ზეითუნის ზეთით;
სამხარი: ფორთოხალი;
ვახშამი: ბოსტნეულისა და ბრინჯის ტოლმა.
ოთხშაბათი
საუზმე: ბრინჯის ფაფა შავი ქლიავის ჩირით;
სადილი: ორთქლზე მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტო და 200 გრამი თევზი;
სამხარი: გრეიპფრუტი;
ვახშამი: სტაფილოს სალათა შეზავებული ზეითუნის ზეთით.
ხუთშაბათი
საუზმე: ხილის სალათა შეზავებული იოგურტით;
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი პომიდვრით;
სამხარი: 1 ჭიქა უცხიმო კეფირი;
ვახშამი: ბოსტნეულის სალათა და მოხარშული ქათმის მკერდი.
პარასკევი
საუზმე: ბოსტნეულის ფაფა;
სადილი: ბორში ან მოთუშული ბოსტნეული;
სამხარი: ვაშლი;
ვახშამი: მოხარშული ბრინჯი და ბოსტნეულის სალათა.
შაბათი
საუზმე: 100 გრამი ხაჭო შავი ქლიავით;
სადილი: ბოსტნეულის რაგუ 300 გრამი ან ორთქლზე მომზადებული თევზი სალათის ფურცლებით;
სამხარი: ფორთოხალი;
ვახშამი: კომბოსტოს სალათა და მოხარშული ქათმის მკერდი.
კვირა
საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი;
სადილი: ჭარხლის წვნიანი და სტაფილოს სალათა, შეზავებული ზეითუნის ზეთით;
სამხარი: 1 ჭიქა უცხიმო კეფირი;
ვახშამი: ორთქლზე მოთუშული ბოსტნეული და 200 გრამი თევზი.