კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიღვიძოთ დილით მოწესრიგებული თმით #17

არსებობს მარტივი, ეგრეთ წოდებული ხრიკები, რომელთა დახმარებითაც, დილით, თმის მოწესრიგებისთვის განკუთვნილ დროს საგრძნობლად დაზოგავთ. კერძოდ:
* არასდროს დაწვეთ დასაძინებლად სველი თმით. ასეთი თმა გაცილებით მარტივად იმტვრევა.
* თუ თმის გასაშრობად ფენს იყენებთ, გამოიყენეთ ჰაერის გრილი ნაკადი. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ, დილით აბურდული თმა. თმა არასდროს გაიშროთ ბოლომდე. ოდნავ ნოტიო დატოვეთ და თმის ღერები არ გამოშრება. ყოველთვის დაივარცხნეთ თმა დასაძინებლად წასვლამდე.
* დაიწანით თმა დაძინებამდე. ეს შესანიშნავი მეთოდია აბურდულ თმასთან საბრძოლველად. თმას სტატიკურ მდგომარეობაში მხოლოდ ასე თუ შეინარჩუნებთ. თანაც, ასე თმა ბუნებრივად დაიტალღება. გაითვალისწინეთ, რომ არ ჩაიწნათ თმა სველ მდგომარეობაში. ის უნდა იყოს მშრალი ან ოდნავ ნოტიო. ნაწნავი მეტისმეტად მჭიდრო არ უნდა იყოს.
* შეიზილეთ ცოტა ქოქოსის ზეთი თმის ბოლოებში. ეს თმას ბზინვარებას მიანიჭებს.
* გამოიყენეთ აბრეშუმისა და ატლასის ბალიშის პირები. ხახუნის ძალას ამცირებს ამ ქსოვილის ბალიშისპირზე თავის დადება და ძილი. ამით კი, თმის მსხვრევას, ბოლოების გაყოფასა და თმის ცვენას აირიდებთ.
* გამოიყენეთ ალოე ვერას გელი დაწოლამდე. ალოე ვერას და მინერალური წყლის მიქსი შესანიშნავი ბალზამია თმისთვის. ის ატენიანებს თმის ბოლოებს.
* თმის ბოლოებისთვის ტანის ლოსიონიც სასარგებლოა. მისი ტანზე წასმის შემდეგ, შეგიძლიათ, ხელის დაბანამდე, ხელის გულზე შერჩენილი კრემი თმის ბოლოებზეც შეიზილოთ, შემდეგ კი დაივარცხნეთ.
* თუ გრძელი თმა გაქვთ, შეგიძლიათ, „კოსა“ გაიკეთოთ. ეს ნაწნავს შეგიცვლით. დილით კი ლამაზი, ბზინვარე თმა გექნებათ.
* შეეცადეთ, გამოიყენოთ საბავშვო პროდუქცია. საბავშვო პროდუქტები უფრო ნატურალური და ნაზია, ვიდრე უფროსებისთვის შექმნილი ანალოგები. სცადეთ, საბავშვო შამპუნი ან ზეთი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ბოლოებს. დილით ნაზი და ბრწყინვალე თმით გაიღვიძებთ.

скачать dle 11.3