კითხვა-პასუხი #17
კითხვა: მაქვს ცხიმიანი თმა და ვიბან ყოველდღიურად. მირჩიეს, შამპუნი ჩავანაცვლო და გამოვიყენო სოდისა და ვაშლის ძმრის სავლები. როგორ მოვამზადო ის, რომ დოზებს არ გადავაჭარბო?
პასუხი: თმა ბუნებრივ ზეთს – სებუმს შეიცავს, რომელიც აუცილებელია თმის კონდიცირებისთვის. ძლიერი ქიმიური შემადგენლობის შამპუნით თავის ხშირი დაბანა, აშორებს ამ ზეთს და თმას ცუდ მდგომარეობაში ტოვებს. რაც შეეხება თმის შამპუნის ალტერნატივად სოდისა და ვაშლის ძმრის გამოყენებას, ეს კარგად იმოქმედეს თმის სტრუქტურაზე და გირჩევთ, სცადოთ. ამის შემდეგ თმა ბევრად სუფთა, დაუზიანებელი და ჯანსაღი გექნებათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ის რამდენიმე კვირა უნდა ივლოთ. ძმარი თმას მბზინვარებას ანიჭებს, სოდა კი, ეფექტურად აშორებს ქალაზე დაგროვილ ქიმიკატებს. ერთ ჭიქა წყალში, კარგად გახსნილი ერთი სადილის კოვზი სოდა ერთი დაბანისთვის სავსებით საკმარისია. სითხე წრიული მოძრაობით საგულდაგულოდ უნდა შეიზილოთ თმის ძირებში, შემდეგ – კარგად ჩამოიბანოთ. სოდა ხშირად თმას აშრობს, ამიტომ ბევრი ვაშლისძმრიან სავლებს იყენებს, რომ თმას ბზინვარება და სირბილე დაუბრუნოს. ეს კომბინაცია კარგია მათთვის, ვისაც ნორმალური, მშრალი ან კომბინირებული კანი აქვს თავზე.
კითხვა: არ მიყვარს გრეიპფრუტი, თუმცა, მირჩიეს, გასახდომად ყოველდღიურად ვჭამო. ანანასსაც, ყოველდღიურად არა, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც ვიღებ. ხომ იმოქმედებს ეს ორივე ხილი და დამეხმარება ცხიმების დაწვაში?
პასუხი: გახდომის მიზნით, კარგია დღეში ერთი საშუალო ზომის გრეიპფრუტი და ერთი ან ორი ნაჭერი ანანასი. ეს ორივე ხილი წონის კლებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ორივე შეიცავს ენზიმებს, რომლებიც ცხიმების დაშლაში მონაწილეობს. ასევე, დიდი რაოდენობითაა მათში C ვიტამინი. ბევრს, გრეიპფრუტი მისი მჟავე გემოს გამო არ უყვარს. გრეიპფრუტის გემო მისი ნაყოფის შეფერილობაზეა დამოკიდებული, რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მომჟავოა ნაყოფი. ყველაზე ტკბილი კი მოწითალო ნარინჯისფერი ნაყოფია.