როგორი იმუნიტეტი გაქვთ?! #17
ძლიერი იმუნიტეტი ჯანმრთელობის მთავარი და მნიშვნელოვანი პირობაა. იცით, როგორი იმუნიტეტი გაქვთ? მაინც გადაამოწმეთ. ეს ტესტი ამაში დაგეხმარებათ.
უპასუხეთ შეკითხვებს და ნახეთ შედეგები.
ყოველ დადებით პასუხზე დაწერეთ 10 ქულა, „არა“ – 5 ქულა.
1. გაქვთ ზედმეტი წონა? ან პირიქით, წონის დეფიციტი?
2. წელიწადში ოთხზე მეტჯერ ცივდებით?
3. ხშირად ხართ გამოუძინებელი?
4. ცოტას მოძრაობთ?
5. ხშირად ხდება ისე, რომ ზომაზე მეტს ჭამთ – არ გიყვართ ხილი და ბოსტნეული?
6. გიყვართ რუჯის მიღება? პლაჟზე დიდ დროს ატარებთ?
7. რომელიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ?
8. ეწევით? ხართ თამბაქოს მომხმარებელი?
9. დიდ ქალაქში ცხოვრობთ და გიწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?
10. უკმაყოფილო ხართ პირადი ცხოვრებით?
11. ადვილად ღიზიანდებით და ფეთქდებით?
12. მძიმე სამუშაო გაქვთ და ასევე, თქვენზეა საოჯახო საქმეების დიდი ნაწილი?
13. ამოჭრილი გაქვთ ნუშურა ჯირკვლები (ანუ, გლანდები)?
14. ალერგიისკენ მიდრეკილება გაქვთ?
15. შეგინიშნავთ, რომ ხელები და ფეხები ხშირად ცივი გაქვთ?
16. წამლებს ხშირად სვამთ და თან, ექიმის დანიშნულების გარეშეც?
ახლა დაითვალეთ ქულები და წაიკითხეთ, რა მიიღეთ
100 ქულამდე: საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ. თუ მაინც გახდებით ავად, არ გირთულდებათ და მალევე წამოდგებით ხოლმე ფეხზე. ეს ძალიან კარგია.
105 ქულიდან – 130 ქულამდე: იქნებ დროა, ცხოვრების სტილი ცოტათი შეცვალოთ. დაიწყეთ იმუნური სისტემის „ვარჯიში“. კარგია კონტრასტული შხაპი. ასევე, ცივ ამინდში სეირნობა. მიიღეთ ვიტამინები A და D. ჩართეთ რაციონში ცილები და ბოსტნეული.
135 ქულიდან – 160 ქულამდე: ძალიან სუსტი იმუნიტეტი გაქვთ. უბრალო გრიპიც კი ისე შეიძლება, გაგირთულდეთ, საავადმყოფოში აღმოჩნდეთ. ექიმის გარეშე ამას ვერ შეძლებთ. დროულად მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას.