კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამოვიცნოთ კონიუნქტივიტი #17


კონიუნქტივიტის ნიშნებია: ცალ ან ორივე თვალში სიწითლე. ქავილი, სიმშრალის შეგრძნება, გამონადენი, რომელიც ქმნის ქერქს ღამით და დილით დაწებებული წამწამები, რაც ართულებს თვალის გახელას, ასევე, ცრემლდენა.
კონიუნქტივიტი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით – ძირითადად, თვალის, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანთან ხელის შეხებით. დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პერიოდია ზამთარი, როცა სივრცე ძირითადად დახურულია და შენობების ხშირი განიავება ვერ ხერხდება.
კონიუნქტივიტის სამკურნალოდ აფთიაქში შეიძინეთ პენიცილინი, ფხვნილის ფორმით, პატარა ბოთლში. გახსენით ბოთლი და ჩაასხით მასში მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. მიღებული ხსნარით, რა თქმა უნდა, გაგრილების შემდეგ, გაჟღინთეთ ბამბის ფირფიტა და გაიწმინდეთ, „ამოიბანეთ თვალები“ კარგად. ყურადღება მიაქციეთ წამწამებსაც. პროცედურის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ ხელების კარგად დაბანა. თითო თვალისთვის გამოიყენეთ სხვადასხვა ბამბის ფირფიტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკავთ, ინფექცია გადაიტანოთ მეორე თვალზეც, რითაც უფრო დაამძიმებთ არსებულ ვითარებას.
თუ ერთი თვალის ანთება გაქვთ, აუცილებელია, ხსნარით მაინც ორივე თვალი დაიმუშაოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია ალბათობა, ინფექცია გადავიდეს მეორე თვალზეც. თვალი რაც შეიძლება ხშირად გაიწმინდეთ ხსნარით. მოცემული მეთოდი ძალიან ეფექტურია. რაც მთავარია, შედეგი ძალიან მალე მოაქვს.
შეგიძლიათ, თვალები ამოიბანოთ გვირილის ხსნარით და მუქი ჩაით. თუმცა, ყველაზე კარგი შედეგი, როგორც აღვნიშნეთ, პენიცილინს აქვს.
კონიუნქტივიტის პრევენციისთვის საჭიროა საკმაოდ მარტივი წესების დაცვა:
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს; ხელები  ხშირად დაიბანეთ საპნით; არ შეეხოთ ხელით თვალის ლორწოვან გარსს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს გარემოცვაში კონიუნქტივიტით დაავადებულია: გამოიყენეთ ინდივიდუალური პირსახოცი და პირადი ჰიგიენის საგნები. თუ თვალში იწვეთებთ პიპეტით ან მედიკამენტის ფლაკონით, არ შეეხოთ წამწამებს, ქუთუთოებსა და თვალს.

ყურის ტკივილის დროს...
შეურიეთ თანაბარი ოდენობით ძმარი და სპირტი. ჩაიწვეთეთ მტკივან ყურში 3 წვეთი. შემდეგ დაისრისეთ ბიბილო, რომ წამალი უკეთესად მოედოს ყურის არხს. ერთი წუთის შემდეგ გაასწორეთ თავი და ყურიდან გადმოსული გათხევადებული გოგირდი და ყურის ნიჟარა გაიწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით. ძმარი ქმნის მჟავას ფენას ყურში, რომელიც სოკოს და ბაქტერიებს ანადგურებს, ხოლო სპირტი ანთების კერებს აშუშებს.
100 გრამ რძეში ჩაყარეთ 7 ცალი ახალამოსული ყაყაჩო და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. შეგრილებული სითხით მოურეცხეთ ავადმყოფს მტკივანი ყური.
ზეითუნის ზეთი შეათბეთ და რამდენიმე წვეთი ყურში ჩაიწვეთეთ.
წამოწექით ისე, რომ მტკივანი ყური მოთავსდეს ზემოთ, ჩაიწვეთეთ ყურში რამდენიმე წვეთი გამთბარი სპირტი პიპეტის საშუალებით.
აიღეთ დაფქული ნიორი (მისი შეძენა ყველა მარკეტშია შესაძლებელი) და წყალი იმ რაოდენობით შეურიეთ, რომ კრემივით მასა გამოვიდეს. წაისვით ის ყურზე, მაგრამ მხოლოდ გარედან. გაიჩერეთ დაახლოებით 45 წუთით.
 ჩაიწვეთეთ ყურში გამთბარი კომბოსტოს წვენი.
 ტკივილის შესამსუბუქებლად პატარას ასპირინი მიეცით, ყურზე კი გამათბობელი კომპრესი დაადეთ: რამდენიმეკეცი დოლბანდი, რომელიც შუაში ყურის ზომაზეა ამოჭრილი. დაასველეთ თბილ წყალში ან ქაფურის სპირტში, გაწურეთ და ყურის გარშემო, კანზე დაადეთ. ზემოდან ჯერ ყურის ზომაზე გამოჭრილი გასანთლული ქაღალდი დააფინეთ, შემდეგ კი ბამბა. ყოველი მომდევნო ფენა, წინაზე 2-3 სანტიმეტრით ფართო უნდა იყოს. კომპრესი ბინტით დაამაგრეთ თავზე და 2-4 საათი ასე დატოვეთ.
ჰაერში წნევის ცვლილება ხშირად იწვევს ბავშვებში ყურის დახშობასა და ტკივილს. ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია თვითმფრინავით მგზავრობისას. ამ შემთხვევებში უმჯობესია, ბავშვს საღეჭი რეზინი ან საწუწნი კანფეტი მისცეთ, რაც ყურების დახშობისგან დაიცავს მათ.
სელის ტილოს პატარა ნაჭერს წაუსვით გამდნარი ცვილი და ბოლოთი ჩაუდეთ ავადმყოფს ყურში. გარეთა განიერი მხრიდან წაუკიდეთ ცეცხლი. როცა ქსოვილი ყურამდე დაიწვება, ჩააქერეთ და ფრთხილი მოძრაობით ამოიღეთ ყურიდან დარჩენილი ნაწილი. ამ მეთოდით ხდება ყურიდან ჭუჭყის სრული გამოდევნა.
დაჭეჭყეთ ყაყაჩოს ძირი, შემდეგ მოხარშეთ და თბილი წვენი ჩაიწვეთეთ ყურში.
თუ ყურში მწერი ჩაგიძვრათ, მის ამოსაყვანად საჭიროა, ყურში აბუსალათინის ზეთი ჩაისხათ და დაწვეთ გვერდზე, მტკივანი ყურით ზევით.
ყურში შეიძლება მოხვდეს მცირე საგანი ან მწერი. მის გამოსადევნად: პიპეტით ჩაიწვეთეთ მცენარეული ზეთის რამდენიმე წვეთი. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ყური გამოირეცხეთ თბილი წყლით. ჭავლი მანამდე გქონდეთ მიშვებული, ვიდრე მწერი არ გამოვა. თუ უცხო სხეული ღრმად არის ჩასული, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ – დამოუკიდებლად გამოღების მცდელობას შესაძლოა, დაფის აპკის გახეთქვა და ადამიანის დაყრუება მოჰყვეს.
არაჩვეულებრივი საშუალებაა ლავანდის ზეთი. ყურის გარშემო ნაზად წაისვით სტერილური ბამბის დახმარებით და გაიჩერეთ იმდენ ხანს, რამდენსაც მოახერხებთ.

იმკურნალეთ ჟენშენით
 ჟენშენი მრავალი საუკუნეა, სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება. მის ფესვში 100-მდე აქტიური ნივთიერებაა, რაც მეტად ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე. ეს მცენარე სასიცოცხლო ენერგიასთან ასოცირდება. როგორც ჩანს, არც ჩინელებს გამორჩენიათ მისი უნიკალური თვისება და ამიტომაც უწოდეს „სიცოცხლის ფესვი”.
ჟენშენი შეიცავს გლიკოზიდებს,  გინზენინს, პანაქსის მჟავას, ალკალოიდებს, ეთერზეთს, B1 და B2 ვიტამინებს, ასკორბინისა და ფოსფორის მჟავეებს, რკინას. ცენტრალური ნერვული სისტემის მატონიზებელი საშუალებაა, რაც მისი ძირითადი ფარმაკოლოგიური თვისებაა.
„სიცოცხლის ფესვი“ ასევე, ეფექტურია  პროფილაქტიკის მიზნით გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციების ეპიდემიის დროს. ასე რომ, ზამთარსა და ადრიან გაზაფხულზე, როდესაც იმუნიტეტი შესუსტებულია, ჟენშენის მიღება მეტად სასურველია.
პრეპარატის მოქმედების დროს თავის ტვინის სტრუქტურაში აღინიშნება აღგზნებადი პროცესებისა და რეფლექტორული მოქმედების გაძლიერება. მისი პრეპარატები ამაღლებს შრომისუნარიანობას და აქვეითებს დაღლილობას ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას.
თუ წინ დაძაბული დღე გელით, ენერგიით რომ შეივსოთ, საუზმის შემდეგ მიიღეთ ჟენშენის სპირტხსნარის 30 წვეთი და დააყოლეთ წყალი. მხნეობის შემოტევას ნახევარ საათში იგრძნობთ.
ჟენშენს იყენებენ, როგორც მატონიზებელ და მასტიმულირებელ საშუალებას გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, გარემოს არასასურველი ზემოქმედების, გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში. ჟენშენი გამოიყენება ასტენიური მდგომარეობის დროს. ეფექტურია კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ნევრასთენიის ნიადაგზე სქესობრივი დარღვევისას.
ჟენშენი ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ დაღლილობის (თუნდაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის), გამოფიტვის, ხანგრძლივი და დაძაბული გონებრივი მუშაობის (მაგალითად, გამოცდებისთვის მზადებისას), ანემიის შემთხვევაში, ასევე – ინფექციის შემდგომ პერიოდში.
ჟენშენის გამოყენება მიზანშეწონილია სხვა პრეპარატების პარალელურად, რომლებიც რომელიმე (მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები) ქრონიკული ინფექციის სამკურნალოდ ინიშნება. ჟენშენის წყალობით მოძლიერებული ორგანიზმი გაცილებით იოლად იკურნება.
ყველაზე ხშირად იყენებენ 10-პროცენტიან სპირტზე დამზადებულ ჟენშენის ნაყენს. შინაურ პირობებში ამ მცენარის ნაყენი შეგიძლიათ, მოამზადოთ როგორც ცალკე, ისე სხვა მცენარეების ნაკრებთან ერთად. ნაყენის მიღება სასურველია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ძილის წინ ჟენშენის ნაყენის დალევა მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესაძლოა, გამოფხიზლდეთ და კარგა ხანს აღარ დაგეძინოთ.
ჟენშენი მეტად სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ მართებული გამოყენებისას. ის ასტიმულირებს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესს, მათ შორის – სიმსივნურსაც. ასე რომ, მათთვის, ვისაც საშვილოსნოს მიომა, მასტოპათია ან კისტური წარმონაქმნები აქვს, ამ მცენარის ნაყენი სახიფათოც კია.
ჟენშენის გამოყენება არც მათთვის არის სასურველი, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს.
არაა სასურველი მისი გამოყენება ორსულობისას. გარდა იმისა, რომ საშვილოსნოს ტონუსის მატებას იწვევს, შესაძლოა, ნაყოფის განვითარების მანკიც გამოიწვიოს. ასე რომ, თუ ფეხმძიმედ ხართ, ჟენშენი მხოლოდ გინეკოლოგის ნებართვის შემდეგ მიიღეთ.

გამოგადგებათ გაციების დროს
ქაცვის (რუსულად „ობლეპიხა“) ნაყენი, ქაცვის წვენი, ასევე, ახალმოხარშული კომპოტი ძალიან სასარგებლოა როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. კარგია ხველების დროს და აძლიერებს იმუნიტეტს.
თუ ყელში გამოივლებთ ჭიქა წყალს, რომელშიც გახსნილია 2 აბი ასპირინი, 2 საათში ტკივილი მკვეთრად შემცირდება.

როგორ ვუმკურნალოთ ფეხების შეშუპებას
არაყი და მაწონი აურიეთ ერთმანეთში და ბამბის ქსოვილით დაიფინეთ ფეხებზე.
ერთ ჭიქა ცივ ყავის ხსნარში გახსენით 25 გრამი ქვამარილი. აურიეთ კარგად. ხსნარში დაასველეთ მარლა, ცოტათი გაწურეთ და დაადეთ ავადმყოფს ფეხზე. პროცედურა გაიმეორეთ 10-ჯერ.
ოთხი სადილის კოვზი გოგრის თესლი 10-15 წუთის განმავლობაში ადუღეთ 1 ლიტრ წყალში და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. მიიღეთ ყოველ 2 საათში ცხელი სახით.
ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი.
ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი.

скачать dle 11.3