კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უყვარდათ სერგო ზაქარიაძე კოლეგებს და რატომ აითვალწუნა ის ეროსი მანჯგალაძემ #17

„მე ყოველი  სახისადმი  ერთნაირად  ვარ განწყობილი.  ხომ არის როლები, რომლებიც არ გამოვიდა? მე ისინიც მიყვარს. უფრო  მეტიც: იმ როლებმა შემაქმნევინეს უფრო ფასეული და დიდი. ჩემი როლები შვილებად მყავს წარმოდგენილი. დედას ხომ არ შეუძლია, რომელიმე მათგანს დააკლოს სითბო და ზრუნვა... ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე არ მითამაშია როლი, რომელზეც ღამეები არ მითენებია და თუ რომელიმე მათგანი უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი, ამიტომ მიყვარს ყველა  ერთნაირად.”
ის არ უყვარდათ კოლეგებს, მაგრამ უყვარდა და უყვარს ხალხს.
მას უყვარდა თეატრი, კინოში მუშაობას ტანჯვას ეძახდა, მაგრამ სწორედ  კინომ მოუტანა დროში განფენილი დიდება. ჯარისკაცის მამას ქმნიდა, როგორც ქართვლის მამას, მსოფლიო აღიარებამ კი დაარწმუნა, რომ ზოგადსაკაცობრიო სიმებს ჩამოჰკრა ხელი… ბაქოში დაიბადა, სწორედ იქ დადგა პირველად სცენაზე ფეხი ჯერ კიდევ 7 წლისამ ქართველ სცენისმოყვარეების წარმოდგენაში… მერე იყო ზესტაფონის სადგურში წაკითხული თეატრალური სტუდიის განცხადება. მუდარა დედისამდმი – გამიშვი. უარი. მერე გაპარვა. მერე ტყუილი – 17 წლის ვარ… ისევ ხვეწნა-მუდარა და 14 წლის ყმაწვილის ჩარიცხვა სტუდიაში… მერე თბილისის უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი… რუსთაველის თეატრი. ახმეტელის მასოვკაში დგომა… მერე მარჯანიშვილის თეატრი...  მადლიერება სიცოცხლის ბოლომდე – მარჯანიშვილის მიმართ, მაგრამ რამდენიმეგზის წასვლა მისი დაარსებული თეატრიდან – კონფლიქტებით და ტკივილებით. მაგრამ… „მე ვერავინ გადამიყვანდა იმ  გზიდან, რომელსაც ერთხელ დავადექი დიდი სურვილითა და სიყვარულით” (ს.ზ.)... მერე ისევ რუსთაველის თეატრი...
 ზაქარიაძე რუსთაველის თეატრში მაშინ მივიდა, როცა იქ ეროსი მანჯგალაძე იყო ზენიტში. მხოლოდ თეატრში კი არა, ეროსი მანჯგალაძე იმხანად ყველაზე პოპულარული არტისტი იყო საქართველოში...  ხორავა თანდათან უთმობდა კიდეც ლიდერობას ეროსი მანჯგალაძეს. სწორედ ამ დროს მივიდა სერგო ზაქარიაძე რუსთავლის თეატრში და როგორც ვასილ კიკნაძე იტყვის, სერგო ზაქარიაძე ხორავასა და ეროსი მანჯგალაძის შუაში ჩაჯდა. „ჩაჯდა” და გახდა კიდეც ეროსის ნაცვლად, თეატრის ლიდერი. როგორც ნოდარ გურაბანიძე წერს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დოდო ალექსიძეს „ცეკამ” დაავალა, მარჯანიშვილის თეატრიდან უკვე მესამედ თუ მეოთხედ წამოსული სერგო ზაქარიაძის თეატრში მიღება. თეატრში მიღებისთანავე კი ოიდიპოს მეფის როლის ახალ შემსრულებლად დანიშნეს (ამ როლს სამი შემსრულებელი ჰყავდა – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე). ზაქარიაძისთვის თეატრის სარეპეტიციოში სპეციალურად აიგო დეკორაციები, რომ მოსკოვში, ქართული დეკადისთვის მოესწროთ მისი სპექტაკლში შეყვანა. შევიდა კიდეც სპექტაკლში და მოსკოვმა სამი ოიდიპოსი ნახა... სწორედ ოიდიპოსის როლით გაიცნეს პირველად მოსკოვში. „თქვენ ტრაგიზმით აღაგზნეთ მოსკოვი,” – ასე მიმართეს რუსმა თეატრის კორიფეებმა ზაქარიაძეს… დეკადის შემდეგ, მოსკოვმა რუსთავლის თეატრს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ერთი ლიმიტი გამოუყო. ამ წოდებაზე წარდგენილი იყო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დოდო ალექსიძე, მაგრამ… მიიღო ზაქარიაძემ. დოდო ალექსიძე მწარედ გაიხუმრებს – „ზაქარიაძე ჩემს კუბოში ჩაწვა”. ნოდარ გურაბანიძე: „სერგო ზაქარიაძის მისვლა რუსთაველის თეატრში საბედისწერო აღმოჩნდა ეროსი მანჯგალაძისთვის...  სიყვარულისა და სიკეთისათვის გახსნილმა, უაღრესად ზრდილმა და გულთბილმა ეროსიმ თეატრში მისვლის პირველივე დღეებიდანვე შეიძულა სერგო ზაქარიაძე. თითქმის არ ელაპარაკებოდა, ზურგს აქცევდა, მისთვის უჩვეულო, მკვახე ტონით პასუხობდა (თუკი პასუხობდა). ისე წავიდა ამქვეყნიდან სერგო ზაქარიაძე, რომ ეროსის მასზე გული არ მობრუნებია. სიკეთისათვის შექმნილი ეროსის გულში ამ კაცისადმი დაუძლეველმა სიძულვილმა დაისადგურა…” ვასილ კიკნაძე: „სერგო ზაქარიაძე, მიუხედავად ტრიუმფალური სვლისა, მსახიობთა ახალ თაობაში სიყვარულით არ სარგებლობდა. მაგრამ, თეატრში შეიქმნა სიტუაცია, როცა სერგოს ძალიან სჭირდებოდა ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთან გაერთიანება, ახალგაზრდებს კი სჭირდებოდათ მისი ავტორიტეტი. ასე გაერთიანდა ყველა დოდო ალექსიძის წინააღმდეგ. თეატრის მთელი სადავეები, ფაქტობრივად, სერგო ზაქარიაძის ხელში აღმოჩნდა…” როგორც ნოდარ გურაბანიძე იტყვის: „ზაქარიაძემ, ფაქტობრივად, გაწირა დოდო ალექსიძე, რომელიც იძულებული გახდა, უკრაინაში გადახვეწილიყო. მალე სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა.  ამგვარად, მან დაიჭირა არა მარტო ეროსი მანჯგალაძის, არამედ აკაკი ხორავასა და დოდო ალექსიძის კუთვნილი ადგილებიც... ახალგაზრდა თაობა თანდათან განუდგა სერგო ზაქარიაძეს, რასაც იმპულსი მისცა მასსა და მიხეილ თუმანიშვილს შორის გაჩენილმა უთანხმოებამაც. სერგო ზაქარიაძე გენიალურად თამაშობდა მთავარ როლს თუმანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში „როცა ასეთი სიყვარულია”. იგივე როლი, სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით ითამაშა გოგი გეგეჭკორმა. თუმანიშვილს თავის მეგობართა წრეში უთქვამს (თითქოს!): სპექტაკლი სწორედ ისე მქონდა ჩაფიქრებული, როგორც გეგეჭკორი თამაშობსო…ეს ნათქვამი უმალ მიუტანეს ბატონ სერგოს, თუმცა ბატონი მიშა უარყოფდა, ამის მსგავსი არაფერი მითქვამსო. საქმეს ამან ვერ უშველა. პირველი დიდი ბზარი უკვე გაჩნდა ამ ორ დიდ ხელოვანს შორის. ამას ისიც დაერთო, რომ რუსულ ჟურნალში „ტეატრალნაია ჟიზნ” დაიბეჭდა წერილი, სადაც გეგეჭკორს უფრო დიდ შეფასებას აძლევდნენ, ვიდრე სერგო ზაქარიაძეს. ამან კი მოთმინების ფიალა აუვსო და კატეგორიულად თქვა უარი ამ როლის თამაშზე. სპექტაკლი ამის შემდეგ სულ მალე ჩამოვიდა სცენიდან… დაპირისპირება სერგო ზაქარიაძესა და დასის მსახიობებს შორის უფრო და უფრო დრამატულ ხასიათს იღებდა. ბატონი სერგო საშინლად ნერვიულობდა. რამდენჯერმე გადაწყვიტა სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დატოვება. აქეთ-იქით აწყდებოდა, ნერვიულობდა, როცა სპექტაკლები არ გამოსდიოდათ. დღე და ღამეს ასწორებდა თეატრის გრანდიოზულ რეკონსტრუქციებზე, თან კინოშიც იღებდნენ… გადაიღალა, გადაიქანცა მისი გული, სამკურნალოდ დაწვა „ლეჩკომბინატში” და სულ მალე გარდაიცვალა..” გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, რაიკომში თეატრიდან დარეკეს, შეამოწმეთ მართლა ავად არის თუ?.. მისი არტისტული ნიჭი – დღემდე გვაოგნებს. შრომისმოყვარეობა ჰქონდა მიქელანჯელოსდარი, დღემდე საარაკო ამბად რომაა თაობებისთვის გადმოცემული. თავად ამბობდა, რომ ეს შრომისმოყვარეობა, თეატრის ფანატიკური სიყვარულის გარდა, გამოუმუშავა ფეხბურთმაც. დიახ, ის ფეხბურთელი იყო შორეულ ახალგაზრდობაში. თამაშობდა ზესტაფონის ნაკრებში და სწორედ ფეხბურთს უმადლოდა ნებისყოფის, გამძლეობის გამომუშავებას. „მე ყოველდღე სცენაზე სიცოცხლეს ვტოვებ, სპექტაკლის შემდეგ სახლში ძლივს მივლასლასებ. თქვენ კი ისე თამაშობთ, გეგონება, კინოლენტა იყოთ, დღეში რამდენჯერმე რომ შეიძლება დაატრიალო,” – არც თუ იშვიათად მიმართავდა ასე ახალგაზრდა კოლეგებს. მისი პარტნიორობა არც ისე იოლი იყო. იღბალი? იღბალი ფრიად სეგმენტური ჰქონდა – მუდამ ბრძოლა უწევდა ადგილის დასამკვიდრებლად და ამ ბრძოლაში დამარცხდა კიდეც. მაგრამ, იღბალი ჰქონდა ხალხის სიყვარულში…  იყო დიდი არტისტი და ამბობენ, რომ არ ესმოდა პატარა არტისტების ტკივილი… რუსთაველის თეატრში „ფიროსმანი” იდგმებოდა. ფიროსმანს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა, მარგარიტას – მედეა ჩახავა. მედეა ჩახავას დუბლი კი ელენე საყვარელიძე იყო. ელენე საყვარელიძე მოუთმენლად ელოდა, როდის მოუწევდა რეპეტიციების გავლა. ხუმრობა ხომ არ იყო, მის სათაყვანებელ სერგო ზაქარიაძეს მედეა ჩახავას მარგარიტა ხელში აჰყავდა, ტახტზე სვამდა და შესციცინებდა. ჰოდა, საყვარელიძეც ელოდა ამ წამებს. მოუწია რეპეტიციის რიგმა, მივიდა საქმე იმ სცენამდე და… სერგო ზაქარიაძემ ელენე საყვარელიძეს უბიძგა – დაწე ტახტზეო. დოდო ალექსიძეს კი განუცხადა – ეს მარგარიტა ნამეტანი მსუქანია, ხელში ვერ ავიყვანო. გულმოკლულმა მსახიობმა თვენახევარში ათი კილო დაიკლო. სერგო ზაქარიაძემ მაინც არ აიყვანა ხელში – მუხლის ტკივილი მოიმიზეზა. მაგრამ მუხლი რატომღაც არ სტკიოდა მედეა ჩახავას მარგარიტასთვის… „დიდმა მსახიობმა სულ ვერ იგრძნო პატარას ტკივილი, რაღას ვიზამდი, ვიკადრე და წამოვწექი ტახტზე,” _ იხსენებდა ელენე საყვარელიძე. სწორედ „ფიროსმანის” დადგმისას გაუნაწყენდა ძმა – ბუხუტი ზაქარიაძე. ბუხუტი ზაქარიაძეს ერთ-ერთი, პატარა როლი ჰქონდა. რეპეტიციისას რეჟისორმა და სერგო ზაქარიაძემ გადაწყვიტეს, რასაც ბუხუტის გმირი ამბობდა, ჯობდა, ნიკალა  ფიროსმანს ეთქვა. რეჟისორმა ბუხუტი ზაქარიაძეს როლიდან ის რამდენიმე წინადადება წაართვა და სერგო ზაქარიაძეს ათქმევინა. ბუხუტი ზაქარიაძემ სიკვდილამდე არ დაივიწყა ეს წყენა… ხმასაც არ სცემდა ძმას…

скачать dle 11.3