კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდისაა შელოცვა ყველაზე ძლიერი და გვიცავს თუ არა თეთრი მაგია ბოროტი ძალების ზეგავლენისგან #17

ნებისმიერი სურვილის ახდენა შეიძლება, თუ ამისთვის სათანადოდ გაირჯებითო, – გვარწმუნებენ მაგიის მსახურნი და გვირჩევენ, სამყაროს მმართველი ძალების გამოყენებითა და სწორი აზროვნებით, როგორ მივაღწიოთ საწადელს. როგორც ცნობილია, მაგია არის თეთრი, შავი და რუხი – უძველეს ტრადიციებსა და საინტერესო რიტუალებზე აგებული ზებუნებრივი ძალა, რომელთაგანაც თითოეულს ცალ-ცალკე, თავისი უპირატესობა და საშიში მხარეები აქვს. თუ რომელ მაგიურ ძალას უნდა მიმართოთ, რომ სურვილები აისრულოთ, რა დეტალებია ამისთვის გასათვალისწინებელი და რა უნდა მისწეროთ სამყაროს, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი დოდო.

– მე ვიცოდი, რომ მაგია ყოველთვის ასოცირდებოდა ბოროტ ძალებთან... ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ავისრულოთ მისი საშუალებით ოცნებები და გავბედნიერდეთ, თუ ამით სხვას ვავნებთ?
– როგორც იცით, სამი სახის მაგიაა: თეთრი, შავი და რუხი. მათგან კი რომელს აირჩევთ, ამას სული გიკარნახებთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველი ადამიანი მიდრეკილია ამა თუ იმ მაგიისადმი. თუ შემოქმედი ნატურა ხართ და შექმნისკენ ისწრაფვით, შავი მაგიის გამოყენებას ვერ შეძლებთ. საფრთხე იმალება მის შელოცვებში, რაც თქვენსავე წინააღმდეგ იმოქმედებს. თეთრი მაგიის ყველა შელოცვა კი ნათლით მოსილია და სუფთა ენერგიას ატარებს. ბევრს ჰგონია, რადგან შავი მაგია არ ცნობს დასაშვებ ზღვარს, ამიტომ თეთრზე ძლიერია, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. შელოცვა ყველაზე ძლიერია მაშინ, როცა სიყვარულით, სუფთა გრძნობებითა და სხვისი დახმარების სურვილითაა სავსე. თეთრი მაგია გიცავთ ბოროტი ძალების ზეგავლენისგან – ეხმარება შეყვარებულებს და სიმდიდრე მოაქვს მისთვის, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს. ფულს შეუძლია, გააფუჭოს ადამიანი, ამიტომ თეთრი მაგია ყველას არ ეხმარება – არ დაუშვებს, რომ მისი საშუალებით ვინმე მოატყუოთ ან გაძარცვოთ.
– რა უნდა მოვიმოქმედოთ, ასეთ შემთხვევაში?
– არსებობს რიგი წესებისა, რაც უნდა დაიცვათ, თუ ოცნებების ასრულება გინდათ. უპირველესად, სურვილების აღსრულება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ენერგიას ჩადებთ თქვენს აზრებში. რაც მეტს იფიქრებთ, რომ ოცნება ასრულდება, მით უფრო რეალური გახდება მისი მიღწევა. მთავარია, სულ გახსოვდეთ, რომ მენტალურ ენერგიას უდიდესი ძალა აქვს. სანუკვარი ოცნების ასასრულებლად კი აუცილებელია, პოზიტიური აზროვნება და მიზნის მკაფიო ფორმულირება. ამიტომ, უნდა სცადოთ, იქნებ ეს გჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოსავლენად. თეთრი მაგიის საუკეთესო შელოცვები და რიტუალები უძველესი დროიდან მოდის და ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვისაც კი მისი საშუალებით საკუთარი გზის პოვნა სურს.
– ერთი ახლობელი მიმტკიცებდა, წერილი გავგზავნე სამყაროში და იმიტომ მოვიგე ლატარიაში დიდი თანხაო. რა წერილია ეს და თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ?
– რიტუალები სურვილების ასრულების მართლაც მაგიური საშუალებაა, რითაც შეიძლება ნებისმიერი, ყველაზე დაუჯერებელი რამეც კი, აგისრულდეთ. სწორი მოქმედებით, შედეგზე კონცენტრირებითა და ზუსტი ვიზუალიზაციის საშუალებით, ყველას შეუძლია, ოცნების ასრულება. ერთ-ერთი ასეთი რიტუალია – „წერილი სამყაროს”. ამ მაგიური რიტუალის ჩასატარებლად თქვენ დაგჭირდებათ ახალი კონვერტი, ხარისხიანი ფურცელი და ლამაზი კალამი. მოხერხებულად დაჯექით მაგიდასთან. შეეცადეთ, მაქსიმალურად მოეშვათ, გათავისუფლდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით წერილის წერას, რომლის ადრესატიც მთელი სამყაროა. „წერილი სამყაროს” – განეწყვეთ მისდამი მთელი სერიოზულობით, ნათლად გადმოეცით თქვენი სურვილები, რადგან სულ მცირე ნიუანსიც კი, შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
– რა უნდა ეწეროს წერილში?
– წერილის შინაარსი ასეთია: უპირველესად, მიესალმეთ სამყაროს და შემდეგ უამბეთ თქვენს ყველა სურვილსა და ოცნებაზე. არ გამოტოვოთ არცერთი წვრილმანი, აღწერეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. დაწერეთ, რისთვის გინდათ ესა თუ ის რამ და რა ემოციებით შეხვდებით მის ასრულებას. არაფერში გაურიოთ უარყოფითი განწყობა. ყველა ფორმულირება მაქსიმალურად პოზიტიური უნდა იყოს. უკეთესია, თუ ისე დაწერთ, თითქოს ყველა ოცნება უკვე აგისრულდათ და ახლა ამ სიხარულს მთელ სამყაროს უზიარებთ. წერილის წერისას, კიდევ ერთხელ შეეცადეთ, ბოლომდე გაიაზროთ, რას ითხოვთ და შეაფასოთ, მართლაც ასე აუცილებელია თუ არა ის თქვენთვის. თუ პასუხი პოზიტიურია, მაშინ ყველა ჩანაფიქრი აგისრულდებათ. საყურადღებოა ისიც, თუ რა გზით აპირებთ მიზნის განხორციელებას და რაზე ხართ წამსვლელი მისთვის... და თუ თავს არ დაზოგავთ, მიზანს სერიოზული დაბრკოლებების გარეშე მიაღწევთ. წერილი დაასრულეთ ფრაზით: „დე იყოს ასე”. კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ და შეეცადეთ, ემოციების მთელი სპექტრით დამუხტოთ თქვენი გზავნილი. შემდეგ ფურცელი ჩადეთ კონვერტში. ზემოდან კი, გრაფაში – „სად”, ჩაწერეთ: „ზეციური კანცელარია, სურვილების აღსრულების განყოფილებას”; ხოლო გრაფაში – „ვის”, ჩაწერეთ თქვენი სრული სახელი და გვარი. შემდეგ კი ეს წერილი ყველაზე ახლომდებარე საფოსტო ყუთში ჩააგდეთ.
დაბოლოს, როგორც კი აზრში ჩადებთ საკმარის ენერგისა და ემოციას; იგრძნობთ, რომ მენტალურად ყველაფერი გააკეთეთ, რაც საჭირო იყო სურვილის ასახდენად; უბრალოდ, დაივიწყეთ ის და განაგრძეთ ცხოვრება. ადრე თუ გვიან, თქვენ მაინც შეძლებთ, ოცნების ასრულებას.

скачать dle 11.3