კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტონ-პოზაში #17

ერთმორწმუნეობა – ვაი, ანტიმორწმუნეობა – უი?!

 რაკი გასული კვირის მთავარი მოვლენა მაინც თურქეთის მიერ დიდგორობის უქმედ არგამოცხადების შემოთავაზება მგონია, იმედია, მომიტევებთ, რომ თითისტარივით მას ვუტრიალებ. ოღონდ ამჯერად საკითხის მეორე მხარეზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
კერძოდ, მასზე, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილმა, იმის ნაცვლად, რომ შემოთავაზებისთვის ადეკვატური ემოციით (ემოციის გარდა, სხვა რა დაგვრჩენია, როცა აღმართები შესაძლოა, არა მხოლოდ გაჭირვებამ, თვით მეგობრობამ მოგვიხნას?!) ეპასუხა, ქილიკის ტონი და სეირის მოყვარულთა პოზა ამჯობინა: აბა, ვნახოთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლებაო (თითქოს ეს ის შემთხვევა იყოს, რომ ყველას, ერთად, უშუალოდ არ გვეხებოდეს?!). ტონ-პოზის მოტივი ნათელია: ვაითუ, მეზობელმა ხელი შემოაბრუნოს!!
მეორე მხრივ, არანაკლები სიურპრიზი შემოგვთავაზა პოლიტარენაზე ახალგამოსულმა ირანმაც. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ირანისვე საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ საქართველოში, თურმე, მუსლიმან ქალთა უფლებები ირღვევა, რაზეც მას ჩვენებურ პრემიერ-მინისტრთანაც უსაუბრია.
სახელდობრ, ირანელ ტურისტ ქალბატონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკონტროლო შემოწმებისას ჰიჯაბის მოხსნას აიძულებენო (სხვაგვარად როგორაა შესაძლებელი, ნეტავ, პიროვნების იდენტიფიცირება?!) და თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით ეს ამბავი გამქრალა ვირტუალური სივრციდან, როგორც ჩანს, იმას გარდა, რომ, რაც უნდა მოხდეს, ეს ოხერი კირჩხიბი ზნეს ვერ იცვლის, ერთმორწმუნეობა უია, ანტიმორწმუნეობა – ვაი?! –

скачать dle 11.3