კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დუშმანთა რისხვა! #17

გადამჭიმავი

 იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შავი კატა კარგა ხანია, დაცუნცულებს (აი, იქიდან მოყოლებული, პრეზიდენტმა რომ უარი თქვა სასახლიდან გამოსვლაზე, თუმცა არჩევამდე გვარწმუნებდა, რომ ბოროტებისა და გარყვნილების ბუდეს ახლოსაც არ გაეკარებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სკამი სასახლეში სულზე უტკბესია), სულაც არ გაგვკვირვებია, რომ მას (პრეზიდენტს) მათ (მთავრობის) მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ ეპიტნავება (და მერე რა, რომ ცვლილებები მის შემდგომს შეეხება?!).
კერძოდ, იწუნებს, რომ მომავალი პრეზდენტი 300-მა ხმოსანმა აირჩიოს და არა – პირდაპირი წესით არჩევნებით (თუმცა თავად, სულ რაღაც, ერთმა ხმოსანმა აირჩია და მერე რა, რომ ამას ფორმალურად „საპრეზიდენტო არჩევნები“ ერქვა)
ოღონდ პრეზიდენტი მარგველაშვილი ყველაზე მეტად იმას შეუშფოთებია, რომ (მომყავს ციტატა): „ფაქტობრივად, ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი (წესითა და რიგით, უნდა ეთქვა: უმაღლესი მთავარსარდალიო, რადგან ომში მთავარსარდალი შტაბის უფროსია)!“, თუმცა მმართველ გუნდში ირწმუნებიან, უმაღლესი მთავარსარდლის ფორმალური ფუნქცია კვლავ პრეზიდენტს რჩება.
ან კი როგორ არ შეშფოთდება, როდესაც თავად მან უმაღლესი მთავარსარდლის ამპლუაში: ოვსნი სეპარატისტნი კავკასიონს იქით გადარეკა, აფხაზნი ერთგულებაზე დააფიცა, ოკუპანტებს კუდით ქვა ასროლინა: ქართლიდან ვლადიკავკაზამდე სდია, ენგურიდან – კრასნოდარამდე. ცხადია, იმას გარდა, რომ ქვეყანა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმა?! –

скачать dle 11.3