ჩამთვრალები #17
იგინივე და ოსტაპ ბენდერი
თუმცა მოსავალი გაუცუდდათ, მეტიც, როგორც გაირკვა, თურმე კანაფიც კი არ ჩაუთესავთ (ანუ წაიოსტაპბენდერეს), „გირჩებმა“ მეორე მიმართულებიდან შეგვახსენეს თავი.
მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ აქეთ – ნარკოტიკების ლეგალიზაციისკენ იღწვის (ადამიანის უფლებაა, რაც უნდა, ის მოუხერხოს საკუთარ სხეულსო), იქით – სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ითხოვს (ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა ქვეყნის დაცვაო).
ხოლო, სანამ ნარკოტიკულად ჩაგვათრობს და სამხედრო-სავალდებულო სამსახურსაც მოგვაშორებს, ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, „გირჩელებს“ იმ ახალგაზრდებისთვის დასახმარებლად, რომლებსაც ჯარში წასვლა არ უნდათ, გამოსავალი უპოვიათ (პათოსით: „არ მომიპარავს, მიპოვნია, ახლა ჩემია“): რელიგიური ორგანიზაცია დაუფუძნებიათ, იმ მარტივი მიზეზით, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, პირს, თუ რწმენა უკრძალავს ჯარში სამსახურს, შეუძლია, ალტერნატიული სამსახური აირჩიოს.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენამდე „გირჩები“ გვარწმუნებდნენ, სრულიად ახლებური და უთანამედროვესი პოლიტიკური ძალა ვიქნებით ქართულ რეალობაშიო; არ იქნებოდა ურიგო, ჩამოყალიბებულიყვნენ: უთანამედროვესები არიან თუ უბრალოდ სექტა?! –