კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარადს მე ვუხელმძღვანელებ! #17

თავშეხსენებულები

მაშინ, როდესაც სამხრეთიდანაც შეგვახსენეს თავი და სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაც, იმის პარალელურად, რომ ჩრდილოეთიდან სულ მავთულხლართებშეხსენებულები ვართ (ისე ჩამოლაბორანტდა ზესახელმწიფოობაზე პრეტენზიის მქონე რფ-ის ნომერ პირველი დიპლომატი, რომ პირადად ჩავიდა სოხუმში რუსეთის საელჩოს შენობის გასახსნელად, პრინციპით: ყველა ქოთანს თავისი თავსახური აქვსო?!), ქართველ „ლეიბორისტთა“ ლიდერმა ინიციატივაც გამოაცხო.
სახელდობრ, შალვა ნათელაშვილმა ბრძანა, რომ (მოვიხმობ ციტატას): „საჭიროა სასწრაფო, გადამჭრელი ზომების მიღება ყველა მიმართულებით“.
ოღონდ განა „შეკრბა დიდუბეს ლაშქარი“?! კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „მოვუწოდებ პარლამენტს, სასწრაფოდ შეიკრიბონ და სოხუმი გამოაცხადონ ერთიანი საქართველოს დედაქალაქად!“
მეტიც, „უნდა მივიღოთ ზომები, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყოს ლაშქრობა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოში.“
ხოლო, რაკი მოლაშქრენი („დაიგვიანეს“), „აღარსად ჩანან“ (მსოფლიოს ვინ ჩივის, ადგილობრივი მასშტაბითაც: ასე მაგალითად: „გირჩელებს“ რელიგიური ორგანიზაცია შეუქმნიათ, რომელიც ახალგაზრდებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის თავიდან აცილებაში ეხმარებიან და, მეტიც, უკვე გვაცნობეს, რომ რამდენიმეს უკვე დააძვრენინეს თავი), მართალია, „ლეიბორისტთა“ ლიდერი თავის სტიქიაშია, მაგრამ ჩვენ რა წყალს მივცეთ თავი?! –

скачать dle 11.3