კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იპოვა ეკა მამალაძემ პირველი სიყვარული და როგორ გადაიტანა მან ოჯახის დანგრევით გამოწვეული სტრესი #16

ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე – ეს ერთი ოჯახის სამი სხვადასხვა თაობაა. მათ გამოჩენას ყოველთვის მოუთმენლად ელიან სცენაზე. მათი ფიზიკური შარმისა და ნიჭიერების უკან, არც თუ ისე მარტივი ცხოვრება იმალება. მათი სახელების ირგვლივ გავრცელებულ ამბებს ისინი საჯაროდ არასდროს განიხილავენ. თუმცა, ჩვენთან საუბრისას ეკა მამალაძე ყველაფერს თავის ახსნას უძებნის, საკუთარი ცხოვრების რთული პერიოდების შესახებ გვიყვება და სასიამოვნო მოგონებებსაც იხსენებს.
ეკა მამალაძე: ფიქრობენ, რომ მკაცრი ვარ, არადა, ყველაფერი პირიქითაა. არასოდეს ვამბომ ადამიანებზე ცუდს. მინდა, ყველაში კარგი დავინახო. ბოლო დროს შევიცვალე. თავს ვატყობ, რომ თითქმის ყოველი მოვლენა ბედნიერებას მანიჭებს. არასდროს მისარგებლია დედაჩემის სახელით. მისი ცხოვრება ბევრს ია-ვარდებით მოფენილი ჰგონია. ნებისმიერი ადამიანისთვის ცხოვრება მარტივი არ არის, მაგრამ სირთულეების გაძლებაა ადამიანობა. ბევრი რთული ეტაპის გავლა მომიხდა, მაგრამ ბედნიერი წუთები უფრო მეტი იყო, რომელთაც გონებიდან ვერ ამოშლი: შვილების დაბადება, მათი დაოჯახება, ნატალიკოს წარმატებული სასცენო გამოსვლები, შვილიშვილები. ახლა ჩემი სოლო კონცერტის გაკეთებას ვგეგმავ და ვემზადები.
– რთულ ეტაპებზე ღიად არასდროს საუბრობთ ხოლმე...
– განა საკუთარი აზრი არ გამაჩნია, უბრალოდ, არ ვარ ისეთი, გამოვიდე და მთელ ქვეყანას მორალი წავუკითხო.
– მიუხედავად ხალხის დიდი სიყვარულისა, კრიტიკაც ძალიან ბევრი იყო. წლების წინ, თქვენი სახელი და რეპუტაცია განხილვის საგნად იქცა. ალბათ, განიცდიდით, როგორ გადალახეთ ხმაურიანი დღეები?
– ალბათ, ყველა ატყობს ჩემს დუმილს და თავშეკავებას. არ მსიამოვნებდა, მაგრამ მათ არასდროს ვპასუხობ. ბევრი ცუდი რამ უთქვამთ, ბევრი საზიზღრობა გაუკეთებიათ ჩემთვის. იფიქრონ და თქვან, რომ ეკა დამარცხდა, გამოვაჭენეთო. გამლანძღავენ და ამით ბედნიერები არიან, შეერგოთ. დრო ყოველთვის გვიჩვენებს რეალურ სინამდვილეს და ყველას სახეს დავინახავთ. მე მათ დონემდე არ დავმდაბლდები. როცა გამოდიხარ და თავის მართლებას იწყებ, ესე იგი, ისევ შენშია პრობლემა, მართლა რაღაც დააშავე. მე არასდროს ვპასუხობ მათ ბრალდებებს. ჩემი საქმე მაქვს და ამ პოზიციით, ყოველთვის გავიმარჯვებ. არასდროს არავისზე ვიტყვი ცუდს, ჩემს მტრებზეც კი, უბრალოდ, არ ვიკადრებ ამას. ყველას კარგს ვუსურვებ.
– ორმაგად რთულია, ალბათ, როცა შვილს უწევს მსგავსი სირთულის გადატანა. ნატალიას პირადი ცხოვრების ირგვლივ არსებულ ამბებს როგორ იღებთ?
– ნატალია ამერიკაში სწავლობს. ოფიციალურად არაფერი ხდება. რაღაცეები, ჭორის დონეზე გავრცელდა. თუ რამე მოხდება, ყველა ერთად გავიგებთ. ეს ჩემი შვილის პირადი ცხოვრებაა, ჩემს მეგობრებთანაც კი დახურული მაქვს თემა. არ ვარ ისეთი, გამოვიდე და ვიძახო – ასე არ არის და ასე შემდეგ. დრო ყველას გვიჩვენებს სიმართლეს.
– აღნიშნეთ, დედაჩემის ცხოვრება ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილაო. თქვენი მშობლების ოჯახური იდილია რომ ვერ შედგა, ცუდად ხომ არ იმოქმედა თქვენზე?
– შეიძლება, არ მსიამოვნებდა, ერთად მინდოდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ამისგან არ დავთგუნულვარ. დედაჩემს და მამაჩემს ერთად ყოფნა ბოლომდე არ გამოუვიდათ. ეს ახლა ხდება, რომ ცოლი მღერის, ქმარი პროდიუსერია და ასე შემდეგ. იმ დროს მამაჩემი ვერ შეუწყობდა ხელს ნანის კარიერას. ძირითადად, ბებია მზრდიდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან წყნარი და კარგი ბავშვი ვიყავი, ადვილად აღსაზრდელი. დედაჩემი ყოველთვის კარგ გავლენას ახდენდა ჩემზე. მამა ჩემთან დამოკიდებულებაში ძალიან რბილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველა ვმღეროდით, ჩემს სცენაზე გამოსვლას ეწინააღმდეგებოდნენ. მიაჩნდათ, რომ იმ ეტაპზე ეს საჭირო არ იყო. 18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი, რომ ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. არანაირი პრობლემა არ მქონია. ალბათ, მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება, ასე ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, როცა შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი, უკვე დაღვინებული გახლდათ. პროფესიით ექიმი-ტრავმატოლოგი იყო. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და მისგან ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები თითქმის ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს.
– 26 წელი დაქვრივებისთვის ძალიან პატარა ასაკია. მესმის, რომ მშობლები დაგეხმარნენ, მაგრამ უფრო მეტად ვინ გადაგატანინათ განსაცდელი?
– შემდეგ მერაბ ქუთათელაძეს შევხვდი და ის უფრო დამეხმარა – ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ბევრად იოლად გამომიყვანა მდგომარეობიდან. მომცა ძალა, დამარწმუნა, რომ კარგი ქალი ვარ და მნიშვნელოვანია, გვერდით ვინ მეყოლება. შემდეგ ნატალია – ოცნების გოგონა მეყოლა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.  მან ოჯახში ქალის სასიმღერო ხაზი გააგრძელა. ბიჭებმა სხვა მიმართულება აირჩიეს. გიორგი არქიტექტორია, ლევანიკომ კი სტომატოლოგიური დაამთავრა. ნატალიკო ამერიკაში სწავლობს. თავიდან უჭირდა ასე შორს ყოფნა.
– თქვენი და მერაბის გზები რომ გაიყო, დეპრესია არ გქონდათ?
– ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერს გიშველის.
– ეჭვიანი ხართ ურთიერთობებში?
– საერთოდ არ ვარ ეჭვიანი.
– მესმის, ეჭვიანი არ ხართ, მაგრამ ურთიერთობებში ღალატს როგორ აფასებთ?
– ჩემთვის არასდროს უღალატიათ, არ ჩავვარდნილვარ მსგავს მდგომარეობაში. არავის გავკიცხავ – არავინ იცის, ვინ რას გააკეთებს.
– საინტერესოა, კადრს მიღმა როგორი დედა, დედამთილი და ბებია ხართ?
– შვილებზე ლაპარაკი მერიდება, მაგრამ წარმატებულები და წესიერები არიან. რამდენადაც შემიძლია, ვმეგობრობ მათთან, მაგრამ ჩემი პრინციპებიც მაქვს. რთულად აღსაზრდელები არ ყოფილან. არ ვერეოდი მათ ურთიერთობებში. რაღაც ეტაპზე ვცადე, ჩარევა, მაგრამ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და შევეშვი. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არის და რაღას ვიქექო. ბიჭები დაოჯახებულები არიან. დამშვიდებული ვარ, რადგან ორივეს ძალიან კარგი მეორე ნახევარი ჰყავს. შვილების დაოჯახება მშობლისთვის, რაღაც ეტაპზე, სტრესიც არის. ეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩემი რძლები მეც და ნანისაც, ძალიან გვიყვარს. კვირის დღეები განაწილებული გვაქვს. შვილიშვილები სკოლიდან ჩემთან მოდიან ხოლმე. ზოგადად, ძალიან გვიყვარს შეკრება, ერთმანეთის დაბადების დღეები. ერთხელ ჩემი დაბადების დღე უცნაურად აღვნიშნე „ბასტი-ბუბუში“. მიკი მაუსის აბადოკი მეკეთა. თოჯინებს რომ აქვთ, ისეთი ცისფერი კაბა მეცვა და შვილიშვილი მეჭირა ხელში (იცინის).
– დღემდე ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ.  როგორ ინარჩუნებთ წლების განმავლობაში სილამაზეს?
– თაყვანისმცემლების გამოხატვის ადგილი ქუჩაა. უცნობ ადამიანებს ხშირად უთქვამთ: ვაიმე, როგორ მიყვარხარო. სილამაზისთვის ბევრს არაფერს ვაკეთებ. კოსმეტოლოგთან ახლა დავიწყე სიარული.
– ქალბატონი ნანისგან ხშირად იღებთ რჩევებს ან რაზე კამათობთ ხოლმე?
– დედასთან ბოლომდე ვერ ვიხსნები. ნანი სულ შენიშვნებს მაძლევს, ხშირად ვკამათობთ. გამოვა ხოლმე სადარბაზოში და მეძახის: ეს ჩაიცვი, კონტური წაისვი, მოკლედ, სულ ეგეთების ძახილშია.

скачать dle 11.3